ამბები IT Project Management-ის კურსიდან

blog-detail-img

დაუსრულებლად შემიძლია ჩამოვთვალო დეტალები იმის დასტურად, თუ რამხელა გავლენა მოახდინა ჩემზე ამ კუსრმა - როგორ მომაქცევინა სისტემაში სამუშაო პროცესი, როგორ დამარქმევინა ყველაფრისთვის თავისი სახელი

როგორც იცი, ყოველ დამკვეთს თავის სურვილი და მიზანი აქვს, ყველა გუნდის წევრს თავის იდეა აქვს, პროექტ მენეჯერის დანიშნულება კი სწორედ დაინტერესებული მხარეების ინტერესების ისე გაითვალისწინებაა, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს და საბოლოო პროდუქტი ყველასთვის მისაღები იყოს.

ამიტომ თუ შენც გინდა ისწავლო IT პროექტების მართვა Agile მეთოდოლოგიით სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან მინდა ამ ბლოგში IT Project Management-ის კურსდამთავრებულები გაგაცნო, რომლებიც საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრებიან.

ნინო ჩიქოვანი IT Project Manager არის, რომელიც კურსის გავლამდე საკუთარ თავს მოყვარულს ეძახდა, ახლა კი ფიქრობს, რომ კურსმა უსაზღვრო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მისცა, რამაც თავდაჯერებული გახადა.

ნინომ სხვა სტუდენტების მსგავსად კურსის ბოლოს ფინალურ პროექტზე იმუშავა. იგი ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის სწორად გაგება და მისკენ მიმავალი გზის განსაზღვრაა, რაც სამუშაო პროცესს უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის:

ვცდილობდი ამომწურავად გამეგო რა მინდოდა როგორც დამკვეთს, რა მიზანი დავისახე და რა რესურსი მჭრდებოდა ამ მიზნის მისაღწევად

კურსის გავლამდე ნინოს მხოლოდ პატარა კომპანიებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, აქედან გამომდინარე არ ჰქონია შეხება ეჯაილთან, სქრამთან ან SDLC-თან; არც ის იცოდა რა იყო MVP და ამ პროცესს „სატესტო გაშვებას“ ეძახდა. 

ვანაწილებდი თასქებს პრიორიტეტების მიხედვით და არ ვიცოდი - MOSCOW-ს თუ ვაკეთებდი - დაუსრულებლად შემიძლია ჩამოვთვალო მსგავსი დეტალები იმის დასტურად თუ რამხელა გავლენა მოახდინა ჩემზე ამ კუსრმა - როგორ მომაქცევინა სისტემაში სამუშაო პროცესი, როგორ დამარქმევინა ყველაფერზე თავისი სახელი

ახლა კი დროა ქეთევან ურიდია გაგაცნო, რომელიც Capacity  Development კოორდინატორია. კურსის გავლამდე კი  როგორც stakeholder-ს მხოლოდ ერთ-ორ IT პროექტთან ჰქონდა შეხება.

კურსის გავლის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, გავიგე როგორც სთეიქჰოლდერს თურმე რამდენი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება მქონია და როგორ არასწორად მეუბნებოდნენ უარს ამ ინფორმაციის მოწოდებაზე პროექტის გუნდები.

ქეთევანი ფიქრობს, რომ მისთვის ყველაზე საინტერესო იყო:

იმის გაგება თუ როგორ იყენებენ კომპანიები Agile-ის და Waterfall-ის ჰიბრიდულ მოდელს რეალობაში, კომპლექსური პროექტების განსახორციელებლად.

ქეთევანმა ფინალური პროექტის ფარგლებში ონლაინ შოპინგის აპლიკაციაზე იმუშავა. მისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო Clickup-ში პროექტის დაგეგმვა და მთლიანი პროექტის სასიცოცხლო ციკლის ერთ სივრცეში დანახვა სხვადასხვა ვიზუალიზაციით, მაგალითად, დიაგრამებზე.

პროექტის კეთების პროცესში ხშირად ვუბრუნდებოდი ლექციის ჩანაწერებს, სადაც მარტივად შემეძლო მასალის მოძებნა

ასე და ამგვარად, თუ ბლოგის წაკითხვის შემდეგ კიდევ მეტად დარწმუნდი, რომ IT Project Management სწორედ ისაა, რისი სწავლაც გსურს, გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ 👇🏼

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება