ამბები Introduction to Programming-ის კურსიდან

blog-detail-img

Intro to Programming-ის კურსის მეშვეობით რეალური ცოდნა მივიღე – არც წარმომედგინა, რომ ეს 3 თვე ასეთი პროდუქტიული იქნებოდა.

თუ პროგრამირების სფეროთი ხარ დაინტერესებული, მაგრამ ინფორმაციის მოზღვავებულ ნაკადში არ იცი, საიდან დაიწყო, ეს ბლოგი ზუსტად შენთვისაა. Introduction to Programming სწორედ ის კურსია, რომელიც დაგეხმარება, რამდენიმე თვეში 0-დან წარმატებული დეველოპერობისთვის საჭირო უნარები დააგროვო. ერთადერთი, რაც გჭირდება, შრომისმოყვარეობა და მონდომებაა, დანარჩენი კი ჩვენ მოგვანდე. 

პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა დიდი და მრავლისმომცველი საკითხია, რომლის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი არის სასერვერო მხარის პროგრამირება, იგივე Back-end დეველოპმენტი. დღეს, როცა ამ პოზიციის მოთხოვნადობა და პერსპექტიულობა პიკს აღწევს, უფრო და უფრო მეტი დამწყები თუ პროფესიონალი დეველოპერები აზიარებს საკუთარ გამოცდილებას. ჩვენი კურსდამთავრებულებიც მზად არიან, პროგრამირების კურსის ამბავი სულ დასაწყისიდან მოგიყვნენ.

ამირან ზანგალაძე პროგრამირების კურსდამთავრებულია, რომელმაც ფინალურ გამოცდაზე სრული 100 ქულა დააგროვა, N1 კურსდამთავრებულიც გახდა და შესაბამისად, სწავლის თანხა სრულად დაიბრუნა. იგი გვიყვება, რომ COMMSCHOOL-ის სილაბუსის ნახვის შემდეგ, სხვა კურსები არც უძებნია:

პროგრამირების შესწავლა რამდენიმე წელია მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე სხვადასხვა მიზეზის გამო. ქომსქულის სილაბუსი ჩემმა ძმამ მაჩვენა, რომელმაც იცოდა, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე სწავლა და ყველაზე კარგი ვარიანტი იყო რაიმე კურსით დაწყება: პირველ რიგში, მეტად მოტივირებული ვიქნებოდი, და მეორე, პროცესი იქნებოდა სტრუქტურირებული და ლოგიკურად აგებული.

ამირანი COMMSCHOOL-ის გუნდსა და მათი მხრიდან გამოვლენილ მხარდაჭერაზეც საუბრობს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა:

კურსის დაწყებამდე ორგანიზატორების მხრიდან მივიღე დაწვრილებითი ინფორმაცია კურსის შესახებ, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა დაწყება. კურსის განმავლობაში ორგანიზატორების მხრიდან მუდმივ მხარდაჭერას ვგრძნობდი. ვთვლი, რომ აკეთებდნენ იმაზე მეტს, ვიდრე მოეთხოვებოდათ, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.

ბექა კავლელაშვილი მოგვითხრობს კურსის განმავლობაში დაგროვილ ცოდნაზე, რომელიც შემდგომ კარიერულ განვითარებაში გამკლავებაში დაეხმარა:

როდესაც კურსზე მოვხვდი, C# არც კი ვიცოდი რა იყო, თუმცა გავლილი მქონდა Bitcamp-ის პირველი ეტაპი. პროგრამის მსვლელობისას, Back-end-ის შესწავლა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. პროექტის ძირითადი ასპექტი Back-end-ზე დგას და თუ პროგრამირებით დაინტერესებულ ადამიანს მოსწონს მნიშვნელოვანი საქმეების კეთება, ჩემი აზრით, აქ უნდა შეაჩეროს არჩევანი.

იგი ყველა დაინტერესებულ პირს ურჩევს, შემოუერთდეს პროგრამას და თავადაც გამოსცადოს კურსის ბენეფიტები:

ქომსქულზე აქამდე არაფერი მსმენოდა, ახლა კი რეკომენდაციას ვუწევ, როგორც ადმინისტრაციას, ასევე ამ კურსის ლექტორს. ძალიან კარგი და პასუხისმგებლიანი ადამიანები დგანან ქომსქულში, ყოველთვის გვერდით გიდგანან და გამხნევებენ, გიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ცდილობენ რთულ საქმეებთან გამკლავება რაც შეიძლება გაგიმარტივდეს...

მიშიკო ჩხვირკია კი გამოყოფს ფინალურ პროექტზე მუშაობის გამოცდილებას. იგი აღნიშნავს, რომ ამ პროცესმა და კურსის ბოლოს გავლილმა გასაუბრებამ მოამზადა მომავალი პროფესიული გამოწვევების მარტივად დასაძლევად. 

რა არის ფინალური პროექტი? კურსის ბოლოს სტუდენტები ქმნიან პროექტს, Web api-ს, რომელიც მოიცავს იუზერების რეგისტრაცია / ავტორიზაციას, Crud ოპერაციებს, ლოგირების სისტემას –  ყველაფერ იმას, რასაც ნებისმიერი რეალური პროექტი ითვალისწინებს. ამავდროულად აქვთ გასაუბრება, რომელიც მაქსიმალურადაა მიმსგავსებული რეალურ გასაუბრებებსა და ამოცანებს. მიშიკო ამ გამოცდილების შესახებ საუბრობს: მისი პროექტი ეხებოდა ქსელს, სადაც ერთ პიროვნებას (ადმინისტრატორს) შეეძლო სხვა მომხმარებლებისთვის უფლებების მინიჭება, კერძოდ, სხვადასხვა ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობის მიცემა.

ამ პროექტის გაკეთების იდეა ადრეც მქონდა, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე ცოდნის არ ქონა არ მაძლებდა ამის საშუალებას, არ მქონდა შესაბამისი მოტივაცია. საბოლოო პროექტის აქტივობამ განაპირობა იდეის კვლავ წინ წამოწევა და მასზე მუშაობის დაწყება. შესაბამისად მასზე მუშაობა საინტერესო იყო. რაც შეეხება გასაუბრების ნაწილს, მიმახვედრა, რომ პრაქტიკულ უნარებთან ერთან მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნაც, რაც რაღაც კუთხით მაკლდა.

სანდრო კავლაშვილს კურსზე ჩაბარებისას მხოლოდ საბაზისო ინფორმაცია ჰქონდა, პროგრამის ბოლოს კი არსენალში უამრავი სახის უნარი და შესაძლებლობა დაიგროვა. სწორედ ამიტომ, აქ ჩაბარებასაც უწევს რეკომენდაციას:

კურსმა კარგად გამაცნო Back-end დეველოპმენტი, რის შემდეგაც პატარა და საშუალო ზომის აპლიკაციებზე მუშაობა დამოუკიდებლად შემიძლია. ფინალურ პროექტზე Web API იყო ასაწყობი. პროცესი საინტერესო იყო, რადგან რეალურ პროექტზე მუშაობისას ძალიან დიდი ცოდნა მივიღე. ამ ყველაფრის გათვალისიწნებით, ქომსქულში ჩაბარებას ვურჩევდი ყველას, ვისაც ეს სფერო აინტერესებს.

თუ ამ საუბარში შენც გადაწყვიტე, გადადგა პირველი ნაბიჯი და პროგრამირების სამყაროს შემოუერთდე, ჩვენი პროგრამის შიდა სამზარეულოშიც შეგაჭყიტებ: თავიდან გაარკვევ, ზოგადად რა ხდება ბრაუზერის უკან, თუნდაც მაშინ, როდესაც საიტზე გადავდივართ;  შემდეგ გელოდება შესავალი პროგრამირებაში (ცვლადები, ციკლები ლოგიკური ოპერატორები და ა.შ.). ამის მერე – პარადიგმები, ბოლოსკენ კი, რადგან უკვე პროგრამირებაში საკმარისი ცოდნა გექნება, შეეხები მონაცემთა ბაზას. ბოლოს შეკრავ დაგროვებულ ინფორმაციას და მზად იქნები პატარა და საშუალო პროექტების ასაწყობად.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კურსის განმავლობაში ყურადღება ეთმობა კოდის წერას best practice-ბის გამოყენებით; შეისწავლი SOLID პრინციპებს, სხვადასხვა დიზაინ სტრუქტურებს, და რა თქმა უნდა, გაეცნობი clean კოდის იდეას.

back-end-programming

პროგრამა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა Computer Science-ის საწყისები, მონაცემთა ბაზები, საჭირო ხელსაწყოები და ა.შ. კურსის ფარგლებში გამოიყენებ C#-ის პროგრამულ ენას, რომლის ფლობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი უნარია Upwork-ის კვლევის თანახმად.

და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის შესასწავლად წინასწარი გამოცდილებაც არ გჭირდება: კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც საერთოდ არ ჰქონია შეხება კომპიუტერულ მეცნიერებასთან ან/და მინიმალური ცოდნა გააჩნიათ ამ მიმართულებით. მთავარია, გინდოდეს, დაეუფლო ამ პროფესიას და შენი მიზნისთვის დრო და ენერგია არ დაიშურო.

საბოლოოდ, ამირანის ამ სიტყვებით გაგაცილებ:

პროგრამირება საკმაოდ მოთხოვნადი კარიერული არჩევანია, რომლის პოპულარობა კიდევ უფრო იზრდება. ვისაც ეს სფერო აინტერესებს ვურჩევ, ბოლომდე გაყვნენ, თუ დაიწყებენ სწავლას არ დაანებონ თავი, არ იზარმაცონ და შედეგიც მალევე იქნება. Commschool-ში ჩაბარებას ვურჩევდი ყველას, ვისაც კარგად ორგანიზებული, სტრუქტურირებული და მრავლისმომცველი კურსი სჭირდება, უნდა რომ დაიწყოს ამ პროფესიით მუშაობა ან არსებული პროფესია შეიცვალოს.

ისღა დამრჩენია, გითხრა, რომ Introduction to Programming-ის ახალ კურსზე მიღება უკვე დაიწყო. ქვემოთ ბმულს გიტოვებ, შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება