ამბები Introduction to Programming კურსიდან: ნიკოლოზ ყურაშვილი

blog-detail-img

Introduction to Programming-ის კურსზე იმაზე მეტი ცოდნა მივიღე, ვიდრე მოველოდი და ძალიან სწრაფად გავზარდე ჩემი შესაძლებლობები.

პროგრამირება ადამიანისა და კომპიუტერის ერთგვარი თანამშრომლობაა, რომლის საშუალებითაც დღეს უამრავი ტექნოლოგიური პროდუქტი და სერვისი იქმნება. იმისთვის, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაჭრან, პროგრამისტები იყენებენ კოდს. ეს არის კომპიუტერისთვის გასაგები ენა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება მისთვის სხვადასხვა ინსტრუქციის მიცემა და შესრულება.

თუკი ტექნოლოგიური სფერო გიზიდავს და გსურს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლო, სწორ ადგილას მოხვედი. წაიკითხე ბლოგი და გაიცანი ნიკა ყურაშვილი, რომელმაც Introduction to Programming-ის კურსი ჩვენთან გაიარა.

ნიკა პროგრამირებით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაინტერესდა და უნივერსიტეტშიც ამ მიმართულებაზე სწავლობდა. მისი კანდიდატურის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და ცოდნის გასაღრმავებლად შესაბამისი კურსის გავლა გადაწყვიტა. პროგრამების ძიებისას მეგობრის რჩევით Commschool აღმოაჩინა. სილაბუსის გაცნობის შემდეგ, რომელიც სრულფასოვანი და დახვეწილი სტრუქტურით გამოირჩეოდა, არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა. ასე შემოუერთდა ნიკა Commschool-ს.

ასე აფასებს ნიკა კურსის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას:

გამოცდილება და თავდაჯერებულობა შემძინა. უფრო უკეთ დამანახა ჩემი შესაძლებლობები და დამარწმუნა, რომ რამდენად რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევა, (პრობლემა კოდირებისას, სიახლეებთან შეჭიდება), ამოუხსნელი პრობლემა არ არსებობს.

რას მოიცავს Introduction to Programming-ის კურსი?

Commschool-ის კურსებს მრავალფეროვანი საკითხები, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და პროფესიონალი ლექტორები გამოარჩევს. შესაბამისად, არც ეს პროგრამაა გამონაკლისი. Introduction to Programming-ის კურსზე ისწავლი C# პროგრამირების ენასა და .NET პლატფორმას. ცოდნის უკეთესად ათვისებაში პრაქტიკული სავარჯიშოები დაგეხმარება, რომელიც, ნიკას აზრით, სწავლის პროცესის ყველაზე საინტერესო ნაწილი აღმოჩნდა. იგი საშუალებას აძლევდა მას, საკუთარი თავი გამოეცადა და გაემყარებინა შესწავლილი თეორიული მასალა.

აქვე გეტყვი ერთ საინტერესო ფაქტს – C#-ის ფლობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი უნარია Upwork-ის კვლევის თანახმად. ასე რომ, მისი სწავლა უამრავ სარგებელს მოგიტანს კარიერული და ფინანსური კუთხით. პროგრამის განმავლობაში სხვა არაერთ მნიშვნელოვან უნარსაც შეიძენ და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შენ შეგეძლება:

 კომპიუტერული მეცნიერების თეორიის პრაქტიკაში გამოყენება

 Software Development-ის საფუძვლების პრაქტიკაში გამოყენება

 პატარა და საშუალო ზომის აპლიკაციების დამოუკიდებლად შექმნა .Net 5 -ზე

 მონაცემთა ბაზებთან დამოუკიდებლად მუშაობა

 აპლიკაციის შემუშავებისას საუკეთესო მიდგომების და სტანდარტების არჩევა

ფინალური პროექტი - WEB API-ის შექმნა

კურსის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფინალური ინდივიდუალური პროექტი, რომლის შესრულებისასაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიღებული ცოდნა სრულად გამოიყენონ პრაქტიკაში. Introduction to Programming-ის პროგრამის დასასრულს მათ ევალებათ WEB API-ის შექმნა.

ასე აღწერს ნიკა ფინალურ პროექტზე მუშაობის პროცესს:

ყველა ის გზა, რაც გამოვიყენე, იყო მენტორის მიერ გაზიარებული საუკეთესო პრაქტიკებისგან მიღებული ცოდნა. ეს ძალიან დამეხმარა თითოეული ნაბიჯის დეტალურად და სწორად გავლაში. მენტორი მზად იყო, რომ მიეთითებინა სწორ მიმართულებაზე და არ ერიდებოდა გამოწვევებსა და საინტერესო თემების დეტალურად გარჩევას.

რაც შეეხება მომავლის გეგმებს, ნიკას სჯერა, რომ კარიერული წინსვლა უსაზღვროა. ამიტომ აპირებს, რომ გააგრძელოს თვითგანვითარება, ახალი ცოდნისა და გამოცდილებების დაგროვება. ხოლო მათ კი, ვისაც პროგრამირების შესწავლა სურს, ურჩევს:

ვისაც გადაწყვეტილი აქვს კურსის დაწყება და ცოდნის გაღრმავება, აუცილებლად ვურჩევდი Commschool-ს და ვუსურვებდი წარმატებას თვითგანვითარების საინტერესო გზაზე.

მეც ამას გირჩევ და აქვე კურსის სილაბუსსაც დაგიტოვებ, სადაც პროგრამის უფრო დეტალურ აღწერას გაეცნობი. გადადგი შენი პირველი ნაბიჯი პროგრამირების სფეროში და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება