ამბები Intro to Front-end Development-ის კურსიდან - გუცუ ღლონტი

blog-detail-img

პროგრამირებას სანამ დავიწყებდი კოდთან შეხება თითქმის არ მქონია, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ბევრი შრომის შემდეგ შემეძლო კარგი ანაზღაურება მქონოდა, თანაც სახლიდან გაუსვლელად, მაგრამ პლუს ამხელა სიამოვნების მონიჭება თუ შეეძლო არ მეგონა

თუ შენც გაინტერესებს ვებ დეველოპმენტი, მოგწონს საიტებზე მუშაობა და ამ კუთხით კარიერიერული განვითარება გსურს, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Intro to Front-end Development-ის კურსდამთავრებული, გუცუ ღლონტი გაგაცნო, რომელიც კურსზე მიღებულ გამოცდილებაზე გვესაუბრება.

front_end_html_css_javascript

‘ალბათ დღევანდელი თაობის ყველაზე დიდი პლიუსი ის არის რომ არ ვუშინდებით ცვლილებებს.’ – გუცუ პროფესიით იურისტი იყო, მაგრამ ახლა ფიქრობს, რომ სკოლის დასრულების შემდეგ არ იცოდა, რა უნდოდა რომ ესწავლა ან ეკეთებინა, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი თავი ვებ დეველოპმენტში გამოეცადა და მეგობრების რჩევით Commschool-ს შემოუერთდა, 0-დან დაიწყო პროგრამირების შესწავლა. დღეს კი უკვე თავისუფლად შეუძლია HTML და CSS-ით ააწყოს საიტის დიზაინი, ხოლო JavaScript-ით გააცოცხლოს ის ფუნქციურად, ასევე დაამუშავოს მცირე და საშუალო ზომის აპლიკაციები, და თამაშები. 

სწავლას 0-დან რომ იწყებ ყველაფრით აღფრთოვანებული ხარ, ციფრულ სამყაროში ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ ქმნი რაღაც საკუთარს. პატარა ჯადოქარივით ხარ და შელოცვებით აწყობ საიტს

მინდა გითხრა, რომ თეორიასა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სილაბუსთან ერთად, კურსის დასასრულს ძალიან მნიშვნელოვანია ფინალურ პროექტზე მუშაობა. გუცუს აზრით, ეს ყველაზე რთული და ამავდროულად საინტერესო ნაწილი იყო, რადგან დამოუკიდებლად იმუშავა ამ პროექტზე. რაც მთავარია, ასევე ჰქონდა კოდინგისა და გასაუბრების ლაივ სიმულაცია, რომელიც მომავალში აუცილებლად დაეხმარება მას დამსაქმებელთან კომუნიკაციისთვის.

ალბათ ყველაზე მეტს მაინც პროექტზე მუშაობისას სწავლობ, როცა შენით გიწევს შეეჭიდო ყველაფერს ერთად და 72 საათში ნასწავლი ზღვა მასალა 1 პროექტში გააერთიანო. თანაც პროექტში, რომელსაც მკაცრი მოთხოვნები აქვს საკმაოდ. ამიტომ კურსის განმავლობაში შენს თავზე უფრო მეტი უნდა იმუშაო, რომ ფინალურს მომზადებული შეხვდე

ასე რომ, თუ შენც ფიქრობ, რომ 0-დან გსურს პროგრამირების შესწავლა და კონკრეტულად ფრონტის ნაწილით გსურს განვითარება, გეტყვი, რომ  Intro to Front-end-ის კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

  • HTML, CSS და Javascript ტექნოლოგიების გამოყენება
  • მცირე და საშუალო ზომის ვებ გვერდის აწყობა
  • bootstrap-ის დახმარებით ვებ გვერდის აწყობა
  • Visual studio code-ის გამოყენება
  • საკუთარი იდეების რეალიზება და პროტოტიპის შექმნა
  • ახალი ტექნოლოგიების, framework-ების გარჩევა, შესწავლა და გამოყენება დამოუკიდებლად

 გადადგი პირველი ნაბიჯი და გაეცანი Intro to Front-end Development-ის პროგრამას

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება