ამბები Digital Product Testing & QA-ის კურსიდან

blog-detail-img

კურსის განმავლობაში დამოუკიდებლად მუშობამ შემმატა თავდაჯერებულობა და მზად ვარ ნებისმიერი სირთულის დავალებას თამამად შევეჭიდო.

დღის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო მილიარდობით ადამიანი იყენებს სოციალურ ქსელებს, ახორციელებს ტრანზაქციებს და ატარებს ონლაინ შეხვედრებს, ეს ყველაფერი კი გამართული პლატფორმის ხარჯზე უნდა შესრულდეს.

სწორედ ამ უხარვეზო მომსახურებას ხელმძღვანელობს  ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი(QA), რომელზე მოთხოვნაც დღითიდღე იზრდება, ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვი, რომ QA სპეციალისტის საშუალო ანაზღაურება საქართველოში 3000 ლარია!

ახლა კი მინდა ჩვენი კურსდამთავრებულები მზე არაბული და თიკო მაისურაძე გაგაცნო, რომლებმაც Alumni club-ის ფარგლებში Exactpro-ში გაიარეს სტაჟირება!

მზე არაბული  პროფესიით მასწავლებელი იყო, ქომსქულში სიახლეების და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის სურვილმა მოიყვანა და არჩევანი Digital Product Testing & QA-ის კურსზე შეაჩერა. დღეს კი ის Manual ტესტერია.

ერთი შეხედვით მარტივი საქმე საკმაოდ რთული, მაგრამ იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.

როგორც იცი, ნებისმიერი პროფესიის უკეთ შესასწავლად მნიშვნელოვანია თეორიულ ცოდნასთად ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღო, რომელიც ქომსქულში დავალებებთან ერთად ფინალური პროექტის სახითაც ხვდებათ სტუდენტებს.

კურსზე მიღებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკული დავალებების შესრულება იყო. ამ პროცესში გარდა გამოცდილების მიღებისა, შევძელი საკუთარი შესაძლებლობების შეფასება და რაც მთავარია, ყოველ მომდევნო ლექციაზე მატულობდა ენთუზიაზმი.

მზე გვიყვება, რომ ფინალური პროექტის წერისას საფუძვლიანი გამოცდილება მიიღო და მიეცა მოტივაცია, რომ სწორედ ამ კუთხით გაეგრძელებინა კარიერა. ასევე ამბობს, რომ: 

ვფიქრობ, Commschool-ში სასურველი და საინტერესო კურსის არჩევა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია - როგორც სიახლეების მაძიებლებს, ასევე მათ ვინც ახალ პროფესიას ეძებს.

ასევე, მზე დეტალურად იხსენებს ფინალურ პროექტზე მუშაობის პროცესს და ამბობს, რომ: “ფინალურ პროექტზე მუშაობისას,დავწერეთ ტესტირების გეგმა რომლისთვისაც შევიმუშავეთ სტრატეგია, განვსაზღვრეთ რისკები, შევარჩიეთ ტესტირების ტიპები და დავწერეთ ტესტ ქეისები, რომლისთვისაც გამოვიყენეთ სხვადასხვა დიზაინ-ტექნიკები, რაც ასევე წარვადგინეთ ანგარიშის სახით.”

კურსის ბოლოს კი Alumni Club-ის ფარგებლში მზემ სხვა სტუდენტების მსგავსად მიიღო შესაძლებლობა გასულიყო გასაუბრებაზე, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და მზემ სტაჟირების პროგრამა გაიარა Exactpro Georgia-ში.

ჩვენი წარმატების ისტორია აქ არ სრულდება, რადგან ახლა მინდა თიკო მაისურაძე გაგაცნო, რომელმაც ასევე წარმატებით შეძლო გასაუბრების გავლა და მზეს მსგავსად სტაჟირება Exactpro Georgia-ში გაიარა.

როგორც თიკო გვიყვება, კურსის დაწყებისას მინიმალური ცოდნა ჰქონდა, თუმცა ახლა საკმარისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა აქვს ამ კუთხით კარიერის გასაგრძელებლად.

რაც  ყველაზე მნიშვნელოვანია, ფინალურ პროექტზე მუშაობა თიკოსთვისაც საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა, რაზეც გვეუბნება, რომ:

ფინალურმა პროექტმა მომცა თავდაჯერებულობა და კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნის გამოყენების საშუალება

თიკო იმასაც აღნიშნავს, რომ თეორიული და პრაქტიკული ნაწილი ერთმანეთს კარგად ებმოდა, რაც დავალების შესრულების პროცესს ამარტივებდა.

დამატებით  კი გეტყვი, რომ  კურსი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ციფრული პროდუქტების განვითარების პროცესებში და 0-დან შეისწავლოს ან/და გაიღრმავოს არსებული ცოდნა ამ სფეროში.

ასე და ამგვარად, გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ 👇🏼

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება