ამბები Digital Advertising-ის კურსიდან - ანა ბოლქვაძე

blog-detail-img

ციფრული მიგრაციის ეპოქაში რეკლამირების მთავარი უპირატესობა მისი გაზომვადობაა – შესაძლებელია თითოეული მარკეტინგული ინიციატივის შეფასება და ბიზნეს შედეგებში თარგმნა,  სტრატეგიისა და ტაქტიკების დახვეწა რიცხვებზე დაყრდნობით. სწორედ ამაში გვეხმარება Digital Advertising, რომლის მიზანია მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს კავშირის დამყარება ბიზნესა და მის მომხმარებელს შორის. 

ამიტომ თუ შენთვისაც საინტერესოა ეს სფერო, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Digital Advertising-ის კურსდამთავრებული, ანა ბოლქვაძე გაგაცნო.

ალბათ, გეცოდინება, რომ ციფრული რეკლამა ყველა პლატფორმაზე გვხვდება. საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, ანასაც ჰქონია გარკვეული ტიპის შეხება ამ სფეროსთან, თუმცა პრაქტიკულად და დამოუკიდებლად რეკლამების შექმნა არ შეეძლო, სწორედ ამიტომ Digital Advertising-ის კურსის გავლა გადწყვიტა.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, უფრო საფუძვლიანად შემესწავლა ციფრული რეკლამირების საფუძვლები,როგორც სამსახურეობრივი, ასევე პირადი საჭიროებიდან გამომდინარე

ანა კურსზე მიღებულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და ამბობს, რომ:

სალექციო პროცესი იყო ძალიან საინტერესო და დინამიური, რასაც პირველ რიგში განაპირობებდა ლექტორის მიდგომა, რომელიც მთელი მონდომებით, ენერგიით, დეტალურად და ჩვენთვის გასაგები ენით გვიხსნიდა მნიშვნელოვან საკითხებს, ხოლო თეორიულ ცოდნას პრაქტიკის (საკლასო და საშინაო დავალებების) საფუძველზე გვიმყარებდა.

აქვე გეტყვი, რომ კურსის განმავლობაში სტუდენტებს ულიმიტო წვდომა აქვთ გლობალური მონაცემების ბაზასთან – WARC, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის სწავლების პროცესს. ხოლო, კურსის ბოლოს, თითოეული კურსდამთავრებული დამოუკიდებლად მუშაობს ფინალურ პროექტზე, რაც ანასთვის ძალიან ამაღელვებელი და საინტერესო პროცესი იყო. 

სრულად საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, ცდილობ შეაჯამო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ცოტას ნერვიულობ, არ იცი პირველი სერიოზული მცდელობისას რას როგორ გააკეთებ, მაგრამ როგორც კი რეკლამის აწყობას იწყებ უკვე ყველაფერი გილაგდება და საბოლოო ჯამში კმაყოფილი რჩები მიღებული შედეგით.

ასე რომ, თუ მზად ხარ შენი კრეატივი სწორ ადგილას, სწორ აუდიტორიაში, წარმატებულად განათავსო, აირჩიე Digital Advertising

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება