ამბები Data Analytics-ის კურსიდან - თამარ ვარშანიძე

blog-detail-img

მოგეხსენება, 21-ე საუკუნეში, სამყარო მონაცემების გარეშე წარმოუდგენელია. მონაცემებია ის, რაც საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ და ვმართოთ ჩვენი ყოველდღიურობა, გავეცნოთ სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავნერგოთ უკეთესი მომავლის მისაღწევად საჭირო გზები. სწორედ მონაცემთა ანალიტიკაა ის სფერო, რომელიც გვეხმარება დავამუშავოთ ჩვენს ხელთ არსებული ნედლი მონაცემები და მოვახდინოთ მათი ვიზუალიზაცია, რათა შემდგომ ეტაპზე საფუძველი ჩავუყაროთ როგორც ბიზნეს, ასევე ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

თუ გსურს მონაცემების ფართო სფეროს შეუერთდე, ვფიქრობ, ეს ბლოგი შენთვის საინტერესო იქნება, რადგან გაგაცნობ თამარ ვარშანიძეს – Data Analytics-ის კურსდამთავრებულს, რომელიც თავის განვლილ გზაზე გვესაუბრა.

2016 წლიდან თამარი აჭარა ტექსტილის თანამშრომელია წარმოების სისტემისა და ხარისხის მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ასევე რეპორტინგის მიმართულებით. მის მიერ დაკავებული პოზიციის ფარგლებში, როდესაც ყოველდღიურად უწევს მონაცემებთან ურთიერთობა, მათი გადამუშავება, დახარისხება, ვიზუალიზაცია და შედეგების როგორც CEO-სთან, ასევე დამკვეთებთან წარდგენა, გადაწყვიტა, რომ ამ საქმიანობისთვის მეტად პროფესიონალური სახე მიეცა და შეესწავლა SQL და Power BI.

მიმდინარე საქმიანობისთვის უფრო აკადემიური ფორმის მიცემისა და სამომავლოდ კარიერული წინსვლის მიზნით, კი გადაწყვიტა Google-ის საშუალებით მოეძებნა ისეთი პროგრამა, სადაც პროფესიონალურ დონეზე შეისწავლიდა მონაცემთა ანალიტიკას. საბოლოო არჩევანი კი Commschool-ზე შეაჩერა.

ძიების შედეგად შემხვდა არაერთი კურსი, თუმცა გადავწყვიტე, არჩევანი გამეკეთებინა Commschool-ზე, რადგან მომეწონა და დავინტერესდი სილაბუსით, შემოთავაზებული პირობებით, ლექტორის გამოცდილებითა და კომპეტენტურობით, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლებით და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სკოლა კურსდამთავრებულებს სთავაზობს მხარდაჭერასა და რეკომენდაციას პარტნიორ კომპანიებში დასაქმების კუთხით, რასაც არ გვთავაზობენ სხვა კურსებზე და რაც, დამეთანხმებით, უდიდესი კარიერული შანსია.

თამარის თქმით კურსმა სრულიად გაამართლა მისი მოლოდინები, რადგან ამომწურავი ცოდნა მიიღო ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც აუცილებელი წინაპირობაა მონაცემთა ანალიტიკაში კარიერული წინსვლის მისაღწევად. კურსის განმავლობაში სრულყოფილად შეისწავლა SQL და Power BI, რაც ყოველდღიურ საქმიანობას ბევრად ამარტივებს. 

ეს სწორედ ის კურსია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ვისწავლოთ, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია მონაცემები, მათი დამუშავება და ვიზუალიზაცია. კურსის განმავლობაში, ჩემთვის ყველაზე ღირებული ნაწილი იყო SQL-ში Join-ის, Power BI-ში კი DAX-ის პრინციპი. ამ პრინციპების გამოყენება უკვე დავიწყე ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობაში, რამაც დამიზოგა დრო, დამეხმარა სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალის მიგნებაში და გამიმარტივა გამოთვლების საფეხური.

ფინალური პროექტი, სადაც სტუდენტები ახდენენ კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნის რეალიზებას, თამარისთვის სასიამოვნო გამოწვევა აღმოჩნდა. თამარის მიზანი იყო პროექტი ყოფილიყო მაქსიმალურად მრავალფეროვანი და აუდიტორიისთვის მარტივად აღსაქმელი. ამისთვის მან SQL-ში დაწერა სკრიპტი, ხოლო შემდეგ მიღებული ცხრილები გადაიტანა Power Bi-ში, სადაც ვიზუალიზაციის უკეთესი შესაძლებლობა ჰქონდა. შედეგად კი მიიღო წარმატებული, მარტივად და ლოგიკურად აღსაქმელი, ვიზუალურად გამართული მონაცემები.

ლექტორისა და კოორდინატორისგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით შემიძლია დავასკვნა, რომ ჩემმა პროექტმა მათი მოლოდინები გაამართლა, კურსმა კი ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, რამაც თვითმოტივაციის ამაღლებაში დიდი როლი ითამაშა.

სწორედ ლექტორის გამოცდილების, კოორდინატორების ოპერატიულობისა და სასწავლო პორცესის ხარისხის საფუძველზე, თამარი მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებულ პირებს ურჩევს:

კურსზე მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით დაინტერესებულ პირებს მინდა ვურჩიო, რომ აუცილებლად შემოუერთდნენ თბილისის კომუნიკაციის სკოლას, რადგან პროგრამის ფარგლებში, სრულყოფილი და ამომწურავი სწავლების შედეგად მიღებული ცოდნა გახდება სამომავლოდ მათი კარიერული წინსვლის გარანტი.

მე კი გეტყვი, რომ თუ დაინტერესებული ხარ მონაცემთა სფეროთი, Commschool-ის მონაცემთა ანალიტიკის კურსი დაგეხმარება სიღრმისეული ცოდნა მიიღო ამ სფეროში და ერთგვარი გზამკვლევი გახდეს შენს კარიერულ წინსვლასა და დაგეგმვაში. შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება