ამბები Data Analytics-ის კურსიდან: ელენე თევზაძე

blog-detail-img

დაფიქრებულხარ იმაზე, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენად ხშირად ვამუშავებთ სხვადასხვა ტიპის მონაცემს და ვიყენებთ მათ გადაწყვეტილების მიღებისას? ეს პროცესი არის მონაცემთა ანალიტიკა (Data Analytics), რომელიც მნიშვნელოვნად გვეხმარება არჩევანის გაკეთებაში. დიდ კომპანიებს კი მისი გამოყენება უფრო ფართომასშტაბიანი გადაწყვეტილებების მიღებისას ჭირდება. არსებული მონაცემების შეგროვების, დახარისხების და დამუშავების შედეგად იქმნება შესაძლებლობა, ობიექტურად შეაფასონ მათთვის საინტერესო საკითხი და გამოიტანონ ზუსტი დასკვნები, გააკეთონ წინასწარი ვარაუდები და მიიღონ სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები.

თუ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა შენთვის საინტერესო საქმიანობაა ან უბრალოდ ამ სფეროთი ხარ დაინტერესებული, მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა. გაიცანი ელენე თევზაძე, რომელმაც Data Analytics-ის კურსი Commschool-ში გაიარა და ახლა მის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს პროგრამის შესახებ.

ელენესთვის მონაცემთა სფერო უცხო არ ყოფილა. ის 2 წელია ფინანსების განხრით საქმიანობს, ამჟამად კი Treasury Manager-ის პოზიცია უჭირავს Cryptal-ში. ელენეს ყოველდღიურად უწევს სხვადასხვა მონაცემთა ბაზების დახარისხება და ინფორმაციის დამუშავება და ვიზუალიზაცია, რეპორტის დაწერა და წარდგენა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან Data Analytics-ის კურსის გავლა:

მაინტერესებდა, გარდა Excel-ისა, კიდევ რისი გამოყენება შეიძლებოდა მესწავლა, რომ განმევრცო როგორც ჩემი ცოდნის არეალი, ასევე აღმომეჩინა თუნდაც უფრო მარტივი გზები ამოცანების შესასრულებლად.

სწორედ ამ გზების ძიების პროცესში აღმოაჩინა პროგრამები SQL და Power BI, რომლებიც აქტიურად გამოიყენება მონაცემთა ანალიტიკაში. ელენემ მათი ერთდროულად შესწავლა გადაწყვიტა, რა მიზნითაც Commschool-ს შემოუერთდა. Data Analytics-ის კურსის სილაბუსში ორივე პროგრამა არის გაერთიანებული.

რას ისწავლი Data Analytics-ის კურსზე?

კურსის ნამდვილად მრავალფერვან პროგრამას მოიცავს. მის ფარგლებში შეისწავლი მონაცემთა ანალიზის სრულ ციკლს. ესენია: ბიზნეს პრობლემის ანალიტიკურ პრობლემად ჩამოყალიბება, შესაბამისი მონაცემების მოძიება, მათ გაწმენდა და დამუშავება SQL-ის გამოყენებით, მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია Power BI-ს გამოყენებით, მიღებული მიგნებების კომუნიკაციასა და ანალიტიკაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება.

აქვე გეტყვი, რომ თუკი აქამდე მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება არ გქონია, ეს ხელს არ შეგიშლის კურსის მასალის სრულყოფილად ათვისებაში. ამისთვის მთავარია, რომ გქონდეს კარგად განვითარებული ანალიტიკური აზროვნება და ინეტერესი ამ სფეროსადმი.

როგორც ელენე ამბობს, კურსმა მისი მოლოდინები სრულიად გაამართლა. მიიღო ამომწურავი ცოდნა ყველა იმ საკითხზე, რომლის შესწავლაც გამიზნული ჰქონდა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის სფეროს პროფესიონალ ლექტორს, რომელიც ინფორმაციას მარტივად და საინტერესოდ გადმოსცემდა. ასევე ღია იყო განსხვავებული იდეებისა და მოსაზრებებისადმი და ყოველთვის ეხმარებოდა სტუდენტებს ნებისმიერ საკითხში.  კურსის პრაქტიკულ ნაწილზე საუბრისას კი ელენე აღნიშნავს:

რაც შეეხება უნარებს, საინტერესო იყო ერთი პრობლემის სხვადასხვა გზით გადაჭრის ხერხების მოძიება როგორც ლექტორთან ერთად, ასევე ინდივიდუალურადაც. ეს უნარი საშუალებას გაძლევს, რომ out of the box იფიქრო და შენი შეხედულება გადმოიტანო საქმეში.

ფინალური პროექტი

შეძენილი ცოდნასა და უნარ-ჩვევებს საუკეთესოდ აჯამებს ინდივიდუალური პროექტი, რომელიც Commschool-ის კურსების ფინალური დავალებაა. Data Analytics-ის შემთხვევაში, სტუდენტებს ევალებათ მონაცემთა დიდ ბაზასთან მუშაობა და მისი ანალიზის საფუძველზე პრობლემის დასმა. ამ პროცესში ისინი იყენებენ კურსის განმავლობაში ათვისებულ ცოდნასა და ინსტრუმენტებს და იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.

საბოლოო პროექტის მომზადებაზე ფიქრს ელენე კურსის დაწყებისთანავე შეუდგა. გზადაგზა ინიშნავდა საინტერესო იდეებს, საბოლოოდ კი, სანამ უშუალოდ მუშაობას შეუდგებოდა, ლექტორთან კონსტულტაცია გაიარა და მიიღო რჩევები. ეს დაეხმარა, სწორად განესაზღვრა დავალება და შესაბამისად, წარმატებით გაერთვა თავი მისთვის.

ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ის, თუ როგორ შეიძლება ერთი მონაცემის სხვადასხვა ხერხით დამუშავება. მათი შედარება, განსხვავებებისა და მსგავსებების მოძიება.

საბოლოო ჯამში, ელენე ასე აფასებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას:

მინდა, რომ ჩემი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახდეს ის, რაც Commschool-ში ვისწავლე. კურსის გავლა დამეხმარა, რომ მონაცემთა ბაზების დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები უფრო მარტივად და სწრაფად გადავჭრა. რაც მთავარია, დამუშავებული ბაზა მხოლოდ ვიზუალურად არ უნდა იყოს თვალისმომჭრელი და ფერადი, არამედ უნდა იძლეოდეს კონკრეტულ ინფორმაციას და ჰყვებოდეს ისტორიას.

დაინტერესდი მონაცემთა ანალიტიკით? მაშინ შემოგვიერთდი Commschool-ში და დაეუფლე ტექნოლოგიური სფეროს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება