ამბები Angular-ის კურსიდან - ვახო სვანიძის კარიერული განვითარება

blog-detail-img

CommSchool-ში Angular-ის კურსამდე React-ის კურსი გავიარე და გადავწყვიტე, React-ზე მიღებულ გამოცდილებაზე კიდევ დამეშენებინა დამატებითი ცოდნა.

ამ ბლოგში მინდა Angular-ის კურსდამთავრებულის, ვახო სვანიძის გამოცდილებაზე გიამბო, თუმცა მანამდე მინდა 1-2 სიტყვა Angular ტექნოლოგიის შესახებაც გითხრა. 

Angular Google-ის მიერ შექმნილი ვებ და მობილური აპლიკაციების Framework-ია, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგალითად იცოდი, რომ Angular-ით 3 600 000 ვებ-გვერდია შექმნილი და რომ Angular-ის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა? მეტსაც გეტყვი, Angular დეველოპერის საშუალო ხელფასი საქართველოში 4300 ლარია და GitHub-ის მიხედვით, Front-end-ში Angular მესამე ადგილზეა მოთხოვნად მიმართულებებს შორის. 

ამიტომ თუ შენც იცი HTML, CSS და JavaScript და გინდა, Front-End Development Angular-ის მიმართულებით შეისწავლო, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ვახოც ჩვენთან გარკვეული ცოდნით მოვიდა, დღეს კი უკვე Angular დეველოპერია

ვახო გვიზიარებს, რომ კურსის დაწყებამდე მოსწონდა Typescript და Angular-ის სტრუქტურა, რამაც მისი არჩევა გადააწყვეტინა. ვახოს მიაჩნია, რომ Angular-ის მუშაობის პრინციპი უკეთ აღსაქმელს და დეველოპმენტის პროცესს მეტად სტრუქტურულს ხდის React-თან შედარებით. 

კურსის განმავლობაში გავეცანი Javascript-ის მაღალი დონის კონცეპტებს, Typescript-ს (რომელსაც მანამდეც მეტ ნაკლებად კარგად ვიცნობდი) და რაც მთავარია ვებ აპლიკაციების დეველოპმენტს Typescript Framework-ით.

ვახო აზრით, Angular-ის კურსის გავლამ მისთვის გაამარტივა პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობის პროცესი. იგი გიზიარებს, რომ პირველ ეტაპზე თეორიულ მასალას ეცნობოდნენ Javascript-სა და Typescript-ზე, რასაც მოჰყვა კოდის წერის ცოცხალი რეჟიმი, რაც მისი აზრით, სტუდენტების ჩართულობასა და აღქმის ხარისხს აუმჯობესებდა:

დავალებების შესრულების პროცესი ყველაზე საინტერესო იყო, რადგან გვიწევდა გვეფიქრა და გამოგვეყენებინა ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც ლექციების განმავლობაში მივიღეთ.

აქვე გეტყვი, რომ კურსის ბოლოს სტუდენტები მუშაობენ ფინალურ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ვახომ წიგნების საძიებო გვერდზე იმუშავა. ვახო ფიქრობს, რომ ფინალურ პროექტზე მუშაობის პროცესშიც დაეხმარა ლექციებსა და დავალებების შესრულებისას მიღებული გამოცდილება

ამიტომ თუ Front-end დეველოპმენტში განვითარება გსურს, ვახო გირჩევს:

CommSchool-ში ჩაბარება ბევრ ნაცნობს ვურჩიე, რადგან პროგრამირების სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია, გყავდეს მენტორი, რომელიც მოგცემს რჩევებს მაშინ, როცა დამოუკიდებლად ვერ ჭრი გარკვეულ პრობლემას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გარკვეულ სისტემაში მოექცევი, რომელიც მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდის შენს უნარებს

აქვე გეტყვი რომ კურსის გავლის შემდეგ ვახოს მსგავსად შეგეძლება:

  •  single-page ვებ-აპლიკაციების დამოუკიდებლად აწყობა
  •  

     Angular-ის ყველა ძირითადი კონცეფციის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება

  •  

     Angular-ის ეკოსისტემაში სტანდარტად ჩამოყალიბებული ყველა best practice და არქიტექტურული პატერნის გამოყენება

  •  

     TypeScript-ის ენაზე დამოუკიდებლად მუშაობა

  •  

     TypeScript-ის ენის გამოყენება Angular-ის და სხვა ნებისმიერ TypeScript-Based ტექნოლოგიებზე

  •  

    გამოიყენო თანამედროვე Javascript და ყველა ის ძირითადი კონცეფცია, რომელიც საჭიროა თანამედროვე დინამიკური ვებ-აპლიკაციების ასაწყობად

  •  

     დამოუკიდებლად განავითარო საკუთარი თავი Angular-ზე მუშაობით ან/და სხვა Front-End Framework-ის თუ ბიბლიოთეკის შესწავლით.

ვფიქრობ, ვახოს ისტორია შენთვის საინტერესო და საკმარისი მოტივაციის მომცემია, დღევანდელ სწრაფად განვითარებად და ცვალებად სამყაროში გადაწყვეტილებების მიღება კი დაკვირვებულად და გააზრებულად გვმართებს, ამიტომ თუ Angular-ის შესწავლით Front-end-ში განვითარებაზე ერთხელ მაინც გიფიქრია, გირჩევ გადადგა პირველი ნაბიჯი და ჩაეწერო უფასო კონსულტაციაზე 

ავტორი: ნინიკო ბერიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება