ამბები Angular-ის კურსიდან – ნიკა აბრამიშვილის კარიერული განვითარება

blog-detail-img

რადგან აქ ხარ ალბათ უკვე იცი, რომ Angular Google-ის მიერ შექმნილი Front-end ტექნოლოგიაა. ამიტომ თუ ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით განვითარება გსურს და უკვე HTML, CSS და JavaScript იცი, ვფიქრობ Angular შენთვის საინტერესო მრავალი მიზეზის გამო იქნება. 

ამ ბლოგში კი მინდა Angular-ის კურსდამთავრებული, ნიკა აბრამიშვილი გაგაცნო, რომელიც კურსზე მიღებული ცოდნის, შთაბეჭდილებებისა და Angular ტექნოლოგიის უპირატესობების შესახებ გვიამბობს. 

ძალიან საწყისი ცოდნით მოვედი და ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Junior დეველოპერი ვარ, რომელიც მზადაა სწრაფად განვითარებისთვის

ნიკა ფიქრობს, რომ Angular ყველაზე ძლიერი framework არის, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე არსებულ დიდ კომპანიებში, მაგალითად: Adjarabet, TBC, Europebet, Upwork, HBO და სხვა.

ნიკამ Angular-ის კურსის შესაახებ Facebook-ის საშუალებით გაიგო, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ჰქონდა გარანტირებული სტაჟირება გაევლო ფინტექ კომპანია Optio.AI-ში. 

ალბათ ისიც გაინტერესებს, როგორია მოთხოვნა ამ პროფესიაზე, ამიტომ გეტყვი, რომ GitHub-ის გამოკითხვის მიხედვით,  Angular ყველაზე მოთხოვნადი N3 მიმართულებაა front-end-ში და საშუალო ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალი აქვს: საქართველოში Angular-ის დეველოპერების საშუალო ხელფასი 4300 ლარია.

ნიკა კურსის შესახებაც გვიზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს:

კურსი ძალიან დინამიური და ეფექტური იყო. თეორიულად ნასწავლი ყველა საკითხი გამოვიყენეთ პრაქტიკაში

აქვე გეტყვი, რომ კურსის განმავლობაში სტუდენტებს აქვთ პრაქტიკული დავალებები, რომლის შეჯამების საშუალებაც კურსის ბოლოს ფინალურ პროექტზე მუშაობაა. ნიკა ამბობს, რომ პროექტზე მუშაობა დროის უქონლობის გამო ადვილი არ ყოფილა, თუმცა მაქსიმალურად დაიხარჯა და შეძლებისდაგვარად ყველა ნასწავლი ტექნოლოგიაც გამოიყენა.

ამიტომ თუ შენც გინდა, რომ Front-end დეველოპმენტში განვითარება Angular ტექნოლოგიის შესწავლით განაგრძნო, შენგან მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება, ფლობდე HTML, CSS და JavaScript-ს მინიმალურ დონეზე.

კურსის გავლის შემდეგ კი შეგეძლება:

  • single-page ვებ-აპლიკაციების დამოუკიდებლად აწყობა
  • Angular-ის ყველა ძირითადი კონცეფციის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება

  • Angular-ის ეკოსისტემაში სტანდარტად ჩამოყალიბებული ყველა best practice და არქიტექტურული პატერნის გამოყენება

  • TypeScript-ის ენაზე დამოუკიდებლად მუშაობა

  • TypeScript-ის ენის გამოყენება Angular-ის და სხვა ნებისმიერ TypeScript-Based ტექნოლოგიებზე

  • გამოიყენო თანამედროვე Javascript და ყველა ის ძირითადი კონცეფცია, რომელიც საჭიროა თანამედროვე დინამიკური ვებ-აპლიკაციების ასაწყობად

  • დამოუკიდებლად განავითარო საკუთარი თავი Angular-ზე მუშაობით ან/და სხვა Front-End Framework-ის თუ ბიბლიოთეკის შესწავლით.

ახლა კი გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება