გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის, სანდრო მათიაშვილის, ფინალური პროექტი

blog-detail-img

გრაფიკული დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები პროექტის ტექნიკურად, სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვას სწავლობენ. პროგრამის განმავლობაში სხვადასხვა შინაარსის პრაქტიკული დავალებების გაკეთება უწევთ, საბოლოო ფინალური პროექტის ფარგლებში კი არსებული ბრენდის ვიზუალური იდენტობის განახლება ევალებათ.

ამჯერად, ჩვენი კურსდამთავრებულის, სანდრო მათიაშვილის, ფინალურ ნაშრომს წარმოგიდგენთ, რომელმაც პროექტისთვის დიოს ბრენდი აირჩია, შექმნა ლოგოს ახალებური კონცეფცია და ვიზუალური იდენტობა.

“დიო პირველი ქართული ბრენდია, რომელიც კარ-ფანჯრებს,  მზისგან დამცავ საჩრდილობელ სისტემებსა და სხვა მსგავს ინდუსტრიულ პროდუქტს აწარმოებს. კომპანია არის ამ ნიშის ლიდერი, თუმცა, ვფიქრობ, ბრენდის მოძველებული ვიზუალური სტილი და დაბალი ხარისხის ლოგო ნაკლებად კონკურენტუნარიანია ადგილობრივ ბაზარზე. ამიტომ, გადავწყვიტე კურსის შემაჯამებელი პროექტისთვის მემუშავა დიოს ბრენდინგზე.”– ამბობს სანდრო

“პრაქტიკულ დავალებებზე დაფუძნებული, ძალიან საინტერესო ფორმატის კურსია, რომელიც სრულად მოიცავს გრაფიკული დიზაინის საფუძვლებს” ღნიშნავს სანდრო.

გრაფიკული დიზაინის პროგრამაზე შეგიძლია ყველაფერი ისწავლო ნულიდან, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, შანსი გაქვს  გარანტირებული სტაჟირება გაიარო კრეატიულ სააგენტოებში Windfor’s-ში, Holmes & Watson-სა და JWT Metro-ში.

თუ პროგრამის სილაბუსი გაინტერესებს დააჭირე აქ. კურსი 1 დეკემბერს იწყება და  გაითვალისწინე, რომ კურსზე მოსახვედრად სულ უფრო ნაკლები დრო და თავისუფალი ადგილი რჩება.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება