კონტენტ მარკეტინგის კურსიდან კონტენტ კრეატორის პოზიციამდე

blog-detail-img

კონტენტ მარკეტინგი ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად ერთ-ერთი წარმატებული პრაქტიკაა. სოციალური ქსელების პოპულარობა კი ამას ხელს უწყობს. Facebook, Instagram, TikTok, YouTube – დღეს კონტენტს შეხვდები ყველგან, სადაც სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა არის შესაძლებელი. თითოეული პლატფორმისთვის სწორად დაგეგმილი კონტენტ სტრატეგიის საშუალებით ბიზნესისთვის მარტივია ერთგული მომხმარებლების მოზიდვა.

კრეატიული სამყარო გიზიდავს და ამ მიმართულებით გსურს განვითარება? მაშინ სწორ ადგილას მოხვდი. ამ ბლოგში სოფია ცინცაძეს, ჩვენს კურსდამთავრებულს გაგაცნობ. ის დეტალურად მოგიყვება კურსთან დაკავშირებით მისი შთაბეჭდილებებისა და კარიერული წარმატების შესახებ.

სოფიას კონტენტთან შეხება მთელი კარიერის მანძილზე ჰქონდა და ყოველთვის სურდა, ამ კუთხით ცოდნა უფრო მეტად გაეღრმავებინა. Commschool-ზე არჩევანი მისი რამდენიმე მეგობრის რეკომენდაციით შეაჩერა, რომლებიც ამ სკოლაში მიღებული გამოცდილებით დღემდე მადლიერები არიანასევე სხვა სკოლებისგან გამოირჩეოდა იმ მხარდაჭერით, რომელსაც კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრების შემდეგაც სთავაზობს, რასაც სოფია ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოტივაციის ასამაღლებლად. შესაბამისად, გარანტირებულმა სტაჟირებამ და პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციების გაწევის შესაძლებლობამ დიდი როლი ითამაშა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.

როგორც ქოფირაითერსა და ვიზუალურ არტისტს, ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს, როდესაც სოციალურ ქსელებში საინტერესო, ვიზუალურად და კონცეპტუალურად თვალწარმტაც კონტენტს ვპოულობ. მინდოდა, მსგავსის შექმნა მეც შემძლებოდა.

კონტენტ მარკეტინგი - რას მოიცავს კურსი?

სოფიას აზრით, კურსი იდეალური საწყისი წერტილია მათთვის, ვისაც კონტენტის  მიმართულებით საკუთარი თავის გამოცდა სურს. მის შემთხვევაში, კურსმა თავი მოუყარა უკვე არსებულ ცოდნას, რომელიც ამ მიმართულებითქონდა და ბევრად უფრო ადვილად ხელშესახები და სიღრმისეული გახადა. პროგრამის განმავლობაში განხილული უამრავი ქეისი მისთვის შთაგონების წყარო გახდა – ყოველთვის მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენოს და იდეას ბოლომდე მიჰყვეს. ამავდროულად კი გზაში ცვლილებებისაც არ შეუშინდეს. აქვე აღნიშნავს, რომ ამ დრომდე, მიუხედავად იმ ცოდნისა, რომ TikTok-ი ძალიან ეფექტური სოციალური მედიის პლატფორმა და საძიებო სისტემა, მის გამოყენებას ყოველთვის თავს არიდებდა. ახლა კი აქტიურად იყენებს როგორც დღევანდელი ტრენდებისტენდენციების გამოსაკვლევად, ასევე უბრალოდ ინფორმაციის მოსაძიებლად.

კონტენტ მარკეტინგის პროგრამა

დაიწყე სწავლა 15 მაისიდან

კურსის განმავლობაში ყოველკვირეულად შესრულებული დავალებები, გარდა იმისა, რომ საკმაოდ ეფექტური კრეატიული სავარჯიშო იყო, დამეხმარა, რომ ჩემი ხედვა კონტენტის მიმართულებით უფრო მკაფიოდ ჩამომეყალიბებინა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლექტორის ძალიან გაწაფული თვალი ვიზუალურ კონტენტთან მიმართებაში. სოფიას თქმით, ის ყოველ ლექციაზე სტუდენტებს ამომწურავად უზიარებდა ინფორმაციას, განიხილავდა მათთან ერთად სხვადასხვა მაგალითებს და სრულიად ახლებურ პერსპექტივას ანახებდა. აქვე გეტყვი, რომ კურსის განმავლობაში სტუდენტებს ულიმიტო წვდომა აქვთ გლობალურ მონაცემთა ბაზასთან, WARC-თან, რაც ძალიან ღირებული შესაძლებლობაა მარკეტინგის მომავალი პროფესიონალებისთვის. სოფია აქ ეცნობოდა ინფორმაციას სხვადასხვა ქეისების, სტატისტიკებისა და ტრენდების შესახებ. ამ პლატფორმასთან წვდომამ მისთვის ინფორმაციული წყაროს სრულიად ახალი კარი გააღო. შედეგად, სოფიას უკვე შეუძლია, დამოუკიდებლად დაგეგმოს და აღასრულოს კონტენტ კამპანია სხვადასხვა მედია არხებისთვის.

ფინალური პროექტი - მინი კონტენტ კამპანია

კურსის ბოლოს სტუდენტები ირჩევენ ერთ კომპანიას და მისი რომელიმე სერვისისთვის/პროდუქტისთვის მინი კონტენტ კამპანიის შემუშავებაზე ინდივიდუალურად მუშაობენ. სოფიამ გადაწყვიტა, ფინალური პროექტის ფარგლებში ისეთ თემაზე ემუშავა, რომელიც თავადაც გულწრფელად აინტერესებდა ან აწუხებდა. შესაბამისად, შეარჩია კომპანია ‘ექიმო’, თემა კი – სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების პრობლემა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ასე თუ ისე, ყველა თანამედროვე ადამიანს აწუხებს.

მუშაობის პროცესი ძალიან ინტენსიური და საინტერესო იყო. მქონდა მომენტებიც, როდესაც ვფიქრობდი, რომ არაფერი გამომივიდოდა და თემის შეცვლასაც კი განვიხილავდი. თუმცა, როცა ჯიუტად მიყვები შენს იდეას, რაც ჩაფიქრებული გაქვს, აუცილებლად გამოგივა და შესაძლოა, იმაზე ბევრად უკეთესად, ვიდრე იქამდე წარმოგედგინა.

კამპანიის სისრულეში მოსაყვანად სოფია უამრავ სტატიასა თუ პოდკასტს კითხულობდა და უსმენდა ადიქციური ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების შესახებ, რომლებიც სიღრმისეულად განმარტავდნენ ამ პრობლემის რაობას. ეს ინფორმაცია კი საბოლოოდ კონტენტის შესაქმნელად გამოიყენა. თავადვე შექმნა 3D ვიზუალი და ინფოგრაფიკები, რომლებიც კონტენტ კამპანიის ვიზუალურ ნაწილად მოიაზრა.

კურსის გავლის შემდეგ კიდევ უფრო მკაფიო გახდა, თუ რამხელა შრომითი რესურსის ჩადებაა საჭირო ხარისხიანი კონტენტის შესაქმნელად. იდეალური შედეგის მისაღწევად ძალიან დიდი შრომა და მრავალპროფილური ცოდნაა საჭირო. კრეატიულობა იმაში მდგომარეობს, ერთი შეხედვით არაფრისმომცემი ინფორმაციები ერთმანეთთან დააკავშირო და ეს უნარი კონტენტთან მიმართებითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კარიერული განვითარება Maverik-ში

რაც შეეხება მომავალ მიზნებს, სოფიას დიდი სურვილია, რომ ამ სფეროში მრავალი სხვადასხვა ტიპის პროექტზე იმუშაოს და დაგროვილი ცოდნა სათანადოდ გამოიყენოს. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა – კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ დაახლოებით 2 კვირაში სტაჟირება სარეკლამო სააგენტო Maverik-ში კონტენტ კრეატორის პოზიციაზე დაიწყო. როგორც ამბობს, ეს პროფესიული განვითარების კუთხით, იდეალური დასაწყისია. ახლა უკვე როგორც Adjara Group-ის ქოფირაითერს, პროგრამის განმავლობაში მიღებული ცოდნა ყოველდღიურად ძალიან ეხმარება.

კურსის მასალებმა და პრაქტიკულმა დავალებებმა მომამზადა, რომ უფრო თამამად შემესრულებინა სხვადასხვა ამოცანა. ამასთან, შეძენილმა ცოდნამ შემაძლებინა, რომ თავი დამკვირვებლისა და ანალიტიკოსის როლში წარმომედგინა და დამსაქმებლისთვის მრავალმხრივი ხედვა შემეთავაზებინა. შესაბამისად, ამ პროგრამას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩემს პროფესიულ ზრდასა და სამუშაო პროცესში არსებული ამოცანების წარმატებით შესრულებაში.

ყველას, ვინც დაინტერესებულია, საკუთარი თავი კონტენტის მიმართულებით გამოცადოს, სოფია ურჩევს, აუცილებლად მიიღონ ეს გამოწვევა და აღმოაჩინონ, რომ იმაზე ბევრად მეტი შეუძლიათ, ვიდრე წარმოუდგენიათ. მისი აზრით, ეს სფერო იმდენად მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველია, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი სათქმელი. ყველაფრის კონტენტად ქცევა კი თავისუფლად არის შესაძლებელი. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ კონტენტის შექმნის პროცესი შეიძლება რთული და საკმაოდ ტურბულენტური იყოს, უმთავრესია, ასეთ დროს მოტივაცია არ დაკარგო. უბრალოდ პატიოსნად და ერთგულად უნდა აკეთო ის, რასაც აკეთებ და შედეგამდე აუცილებლად მიხვალ.

ასეთია სოფიას წარმატების ისტორია. თუ შენც გსურს, შენი კრეატიული იდეები წარმატებულ კონტენტ კამპანიებად აქციო, Commschool-ში შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება