კურსდამთავრებულები კონტენტ მარკეტინგის პროგრამის შესახებ

blog-detail-img

დღეს მარკეტინგი კონტენტის გარეშე წარმოუდგენელია. იგი მარკეტინგული კამპანიების განუყოფელი ნაწილია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და ერთგული მომხმარებლების ზრდაში. ხარისხიანი კონტენტი ჰყვება ამბავს და ამ გზით სამიზნე აუდიტორიას, კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, ემოციებს აღუძრავს.

თუ კონტენტის შექმნა გიყვარს და გსურს, უფრო ახლოს გაიცნო მისი ეფექტურად შექმნისა და გამოყენების გზები, ამ ბლოგს გაეცანი. commschool-ის კურსდამთავრებულები კონტენტ მენეჯმენტის პროგრამის შესახებ გიამბობენ და მათ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებენ.

რატომ კონტენტ მენეჯმენტი?

კონტენტ მენეჯმენტი

ნინი მამაცაშვილი ვიზუალური კომუნიკაციით იყო დაინტერესებული და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, კონტენტის პროფესიონალურად შექმნის შესწავლა. კურსის გავლამდე ფიქრობდა, რომ სოციალურ ქსელებს მხოლოდ გასართობი დანიშნულება ჰქონდა. 

თუმცა, პროგრამის ბოლოს დარწმუნდა, რომ ციფრულ პლატფორმებს გაცილებით მრავალი და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ასე აღმოაჩინა ახალი პერსპექტივები და ახლა სწორედ ამ პერსპექტივებიდან აგრძელებს სამყაროს აღქმას. ნინისთვის კონტენტი, მართლაც რომ, მეფეა. (გაიგე მეტი ბლოგში)

ნინიკო ჯაყელისთვის კი კონტენტ მენეჯმენტის მიმართულება გამოწვევებით სავსეა. მისთვის კი ცოცხალი და დინამიკური სფერო კომფორტის ზონაა. ცვლილებების სიყვარულმა, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის სურვილმა კი ის commschool-ში მოიყვანა:

Content Management-ით დავინტერესდი მას შემდეგ, რაც გავიაზრე, რომ მჭირდებოდა რაღაც უფრო მეტი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ჩემი შესაძლებლობების ზრდა და გაფართოება.

სოფია ცინცაძე კარიერულ განვითარებას კრეატიულ სააგენტო მავერიკში განაგრძობს.  სოფია გახდა N1 კურსდამთავრებული ფინალური პროექტის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც მან შექმნა კონტენტ კამპანია და იმუშავა კონტენტ სტრატეგიის შექმნაზე

რას ისწავლი Content Management-ის კურსზე?

კურსის განმავლობაში სტუდენტები მრავალ ციფრულ პლატფორმასა და მასზე კონტენტის განთავსების სტრატეგიებს ეცნობიან. მათგან თამარ კაპანაძისთვის განსაკუთრებით საინტერესო Instagram, Facebook და TikTok პლატფორმებისთვის კონტენტზე მუშაობის პროცესი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პლატფორმები ყველასათვის კარგად ნაცნობია, მან ბევრი საინტერესო ფუნქცია აღმოაჩინა და მათი კრეატიულად გამოყენების გზა მონახა.

content management თამარ კაპანაძე

კურსის გავლამდე კონტენტის შესახებ უფრო მეტად ჩარჩოებში მოქცეული წარმოდგენა მქონდა. ვიაზრებდი, ყველაფერი ჩვენ გარშემო კონტენტი რომ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ბევრი ინსაითისთვის აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია.

სანდრო გუჯაბიძე კი აღნიშნავს, რომ მისთვის განსაკუთრებულად  სასიამოვნო და ღირებული იყო ლექტორთან უშუალო კომუნიკაცია, არგუმენტირებული კრიტიკა და უკუკავშირები, რაც სტუდენტებს გაუმჯობესების შესაძლებლობის მომცემი იყო. ასევე, მისი თქმით, კურსის მსვლელობასთან ერთად, იცვლებოდა მისი ხედვაც, რაც უფრო საინტერესოს ხდიდა მისი მუშაობის პროცესს.

როდესაც სოციალური მედიის მომხმარებელი ხარ, შენს წინაშე არსებულ კონტენტს მომხმარებლის თვალით უყურებ; როდესაც კონტენტის შექმნა გაქვს მიზნად - ყველგან ინსპირაციას ეძებ.

კონტენტ მარკეტინგი

14 ლექცია 42 საათი 7 კვირა

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს, თუ როგორ დაგეგმონ და აღასრულონ კონტენტ კამპანია, როგორ გამოიყენონ მედია არხები ეფექტურად. აქვე გეტყვი, რომ ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით საუკეთესო კურსდამთავრებული სტაჟირებას გადის commschool-ის პარტნიორ კრეატიულ სააგენტოდან ერთ-ერთში.

ფინალური პროექტი

პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება commschool-ის კურსების განუყოფელი ნაწილია. იგი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენონ და საინტერესო გამოცდილება დააგროვონ. ფინალური ინდივიდუალური პროექტი კი პროგრამის ყველაზე გამორჩეული ნაწილია. მის ფარგლებში სტუდენტები კონტენტ კამპანიის შემუშავებაზე მუშაობენ. ისინი ირჩევენ სამ პლატფორმას და თითოეულისთვის მასზე მორგებულ კონტენტს ქმნიან, ზუსტი რეფერენსებით, მესიჯით, tone of voice-ითა და ინსაითით.

გვანცა ჭიღიტაშვილისთვის შთაგონება მენტალური ჯანმრთელობა იყო. ასე იხსენებს ის მუშაობის პროცესს:

მუშაობის პროცესი იყო იმდენად საინტერესო, მეგონა რეალურად ვაკეთებდი ამ ყველაფერს. წარმოდგენილი მქონდა, თუ როგორი ემოციები მოჰყვებოდა ფართო აუდიტორიაში გაზიარებისას.

პროექტის წარმატებით შესრულებაში ძალიან დაეხმარა ლექტორი, რომელმაც იდეა მოიწონა, რამაც მისცა დიდი თავდაჯერებულობა და მოტივაცია. საბოლოო ჯამში კი, კურსმა საკუთარი თავი სწორედ ამ სფეროში აპოვნინა.

საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა თამარ კაპანაძის ფინალური პროექტი. მან არჩევანი “ირაოს დაზღვევაზე შეაჩერა, რომელიც მომხმარებლებს კატების დაზღვევას სთავაზობს. თამარის მთავარი შთაგონება ცნობილი ანიმაციის პერსონაჟი, გარფილდი იყო. ამიტომ კამპანიის ცენტრალურ პერსონაჟად მისი ქართული ვარიანტი, დაუდევარი კატა კოტე შეარჩია. სწორედ კოტე აქცია კამპანიის მთავარ კონტენტ კრეატორად. ძირითადი ინსაითი კი შემდეგი იყო: სულ რომ დავუჯეროთ ცრურწმენას და ჩავთვალოთ, რომ კატებს 9 სიცოცხლე აქვთ, ამ 9 სიცოცხლესაც დაზღვევა სჭირდება.

კონტენტ მენეჯმენტი კონტენტ მარკეტინგი

გიორგი მიგრიალურმა პროექტისთვის გადაწყვიტა, რომ კრეატიული კონტენტ კამპანია მისი მეგობრის სტარტაპისთვის შეექმნა და მისთვის დახმარება ამ სახით გაეწია. ლექტორთან აქტიური კომუნიკაციით, მისი მხრიდან რჩევების მიღებითა და გათვალისწინებით გიორგიმ შეძლო, სასურველი შედეგებისთვის მიეღქია და საინტერესო კონტენტი შეექმნა.

კურსის დასრულების შემდეგ ჩემი წარმოდგენები ამ სფეროს შესახებ კიდევ უფრო განმტკიცდა. ხელახლა გავიაზრე ის, რომ ნებისმიერი კომპანიის წარმატების ერთ-ერთ მყარ საფუძველს სწორედ კარგი კონტენტი წარმოადგენს.

კურსდამთავრებულთა კლუბი

კლუბის ფარგლებში ეწყობა შეხვედრები, სადაც სფეროს წამყვანი სპეციალისტები დისკუსიების, ვორქშოფებისა თუ მასტერკლასების სახით კურსდამთავრებულებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, კარიერულ მიგნებებსა და რჩევებს. შედეგად, სტუდენტი ეცნობა საუკეთესო პრაქტიკებს და სწავლობს პროფესიული გამოწვევების მიღებისა და გამკლავების გზებს.

ერთ-ერთი შეხვედრა ჩატარდა კონტენტის მარკეტინგის მიმართულებით, თემაზე – ”კონტენტის ფოტოგრაფია” 

ივენთი მიზნად ისახავდა ეჩვენებინა დამაჯერებელი ვიზუალის გავლენა და მნიშვნელობა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობასა და ჩართულობის განვითარებაში.

შეხვედრის პრაქტიკულ ნაწილში კი მონაწილეებმა საკუთარი მობილურით შექმნეს ფოტო მასალა, რომლებზეც მიიღეს შეფასებები და რჩევები

ასე რომ, თუ შენც გსურს, რომ კრეატიული სამყაროს ნაწილი გახდე და აქტიურად იმუშაო კონტენტ კამპანიებზე, comschool-ში შემოგვიერთდი!

თუ მარკეტინგი გაინტერესებს:

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება