ამბები IT Project Management-ის კურსიდან: სოფი ბარამაშვილი

blog-detail-img

ციფრული პროდუქტის შექმნისა და განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს IT Project Management-ის მიმართულებას. ის უზრუნველყოფს პროექტის დაგეგმარებას, მართვას, ბიუჯეტის გაწერას, რაც საბოლოოდ ნიშნავს წარმატებულ IT პროექტსა და კომპანიის ტექნოლოგიურ წინსვლას.

თუ მენეჯერული უნარ-ჩვევებით გამოირჩევი და თანამედროვე ტექნოლოგიები გიზიდავს, ეს სფერო აუცილებლად დაგაინტერესებს. გაეცანი ბლოგს და შეიტყვე უფრო მეტი IT პროექტების მართვაზე სოფი ბარამაშვილისგან, რომელმაც Commschool-ში IT პროექტების მართვის კურსი გაიარა.

it proeqtebis martva sophi-baramashvili

სოფის კურსის დაწყებამდე ამ სფეროში გამოცდილება არ ჰქონია. მას მხოლოდ მცირე შეხება ჰქონდა პროექტებთან და ძირითადად, სხვადასხვა ბაზრის კვლევა ევალებოდა. IT პროექტების მენეჯერის პროფესიას ელექტრონულ პლატფორმებზე გაეცნო და დაინტერესდა. სოფის ძალიან იზიდავს ციფრული პროდუქტები და მათზე მუშაობის პროცესი. ამიტომ, გადაწყვიტა, ეს სფერო უფრო ახლოს გაეცნო.

კურსების ძიებისას Commschool-ზე არჩევანი სილაბუსის გაცნობისა და მეგობრების რეკომენდაციების შემდეგ შეაჩერა. მოლოდინები გამართლდა და სოფიმ პროგრამის დასრულების შემდეგ ღირებული ცოდნა და გამოცდილება შეიძინა:

რეალურად, კურსის აღების მიზანი იყო, ამ სფეროზე უფრო მეტი რამ გამეგო, ვიდრე ამას რომელიმე ვებ-გვერდზე წავიკითხავდი ან პოდკასტში მოვუსმენდი. ასეც მოხდა - ლექტორმა მაქსიმალურად გაგვიზიარა თავისი გამოცდილება. ლექციების დროს გაკეთებული დავალებები თეორიის უფრო კარგად გააზრებაში გვეხმარებოდა. საბოლოო ჯამში კი, კურსმა ყველაფერი მომცა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტად განვვითარდე.

სწავლების პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნო გამოცდილებად ლექტორის დამსახურებით იქცა. სოფი აღნიშნავს, რომ ის უშუალო იყო, ყველა საკითხს გასაგებ ენაზე ხსნიდა, ლექციები კი იყო ინტერაქციული. ასევე, სოფისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა Commschool-ის წარმომადგენლის ჩართულობაც, რომელიც მუდმივად იღებდა მათგან უკუკავშირს.

ფინალური პროექტი

Commschool-ის კურსები პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით გამოირჩევა. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები არაერთ პრაქტიკულ სავარჯიშოს ასრულებენ, რომლებიც თეორიული ცოდნის უკეთ ათვისებაში ეხმარებათ. ფინალური ინდივიდუალური პროექტი კი კურსის ერთგვარი შეჯამება და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.

IT პროექტების მართვის კურსის ბოლოსაც სოფიმ საკუთარ ფინალურ პროექტზე იმუშავა. ამ პროცესს პროგრამის ერთ-ერთ ღირებულ კომპონენტად მიიჩნევს და შემდეგნაირად აფასებს:

პირველ რიგში, ფინალური პროექტი საკუთარი თავის გამოცდა იყო. მთელი კურსის მასალა თავიდან გავიაზრე. მივხვდი, თუ რა საკითხები ვიცოდი უფრო კარგად და რა უფრო ცუდად. ყველაფრის გადამეორებაც გამოვიდა და საბოლოო ჯამში, საკმაოდ კარგი შედეგიც დავინახე.

რა შესაძლებლობებს გაძლევს IT Project Management-ის კურსი?

თუკი სოფის მსგავსად შენც გსურს IT სფეროს ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას დაეუფლო სფეროს პროფესიონალ ლექტორთან ერთად, ეს კურსი საუკეთესო არჩევანია. აქ საშუალება გექნება, შეისწავლო პროექტის მართვის ის მეთოდოლოგიები და ინსტრუმენტები (Jira, Confluence, Clickup, Trello, Miro), რომლებიც ამჟამად გამოიყენება IT ინდუსტრიაში. გაეცნობი პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომას. ძირითადი აქცენტი კი გაკეთდება Agile მეთოდოლოგიის Scrum Framework-ზე. გარდა ამისა, მიიღებ მონაწილეობას სალექციო ვორქშოფებსა და სიმულაციებში, რომლებიც მოგამზადებს სამომავლო კარიერული გამოწვევებისთვის.

აქვე კი სოფის რჩევასაც გაგიზიარებ:

განვითარება და სწავლა არ უნდა შევწყვიტოთ. ყველა პროფესია მუდმივად მზარდი და განვითარებადია. IT პროექტების მართვა ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, რომ ის სფეროა, სადაც ერთფეროვნებით ვერასოდეს მოიწყენ.

მე კი იმას გეტყვი, რომ აუცილებლად გაეცანი კურსის სილაბუსს, გამოიყენე ეს შესაძლებლობა და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება