ამბები Digital Advertising-ის კურსიდან: ანა ლაბაძე

blog-detail-img

Digital Advertising მოიცავს მარკეტინგს ციფრული არხების გამოყენებით კომპანიის პროდუქტის რეკლამირებას. ის ეხმარება ბიზნესს დასახული მიზნების მიღწევასა და სამიზნე აუდიტორიამდე მისვლაში. ციფრული რეკლამების საშუალებით კომპანია ზრდის ბრენდის ცნობადობას, მომხმარებელთა ჩართულობის დონეს, გაყიდვების რიცხვს და ასევე, წარმატებულად უშვებს ახალ პროდუქტს ბაზარზე.

ეს სფერო შედარებით ახალია, ვიდრე ტრადიციული რეკლამირება, რომელიც ძირითადად, ჟურნალ-გაზეთების, გარე რეკლამებისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენებით ხორციელდებოდა. ციფრული რეკლამირების ფარგლებში კი აუცილებელია მისი სწორ დროსა და სწორ ადგილას შევთავაზოთ სამიზნე აუდიტორიას პროდუქტი. ამისთვის საჭიროა რეკლამის ეფექტურად დაგეგმვა, მისი გაშვება, მონიტორინგი, ანალიტიკა და ოპტიმიზაცია.

თუკი გაინტერესებს, როგორ მიაღწიო კომპანიის მიერ დასახულ მიზნებს წარმატებული ციფრული რეკლამირების კამპანიის დაგეგმვით, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი. ამ ბლოგში გაგაცნობ Commschool-ის Digital Advertising კურსდამთავრებულ ანა ლაბაძეს, რომელიც თავის გამოცდილებას გვიზიარებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ.

ანა უკვე 10 წელია, რაც ანა მარკეტინგის სფეროშია დასაქმებული. ის იყო სხვადასხვა საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის კურატორი, რის ფარგლებშიც მუშაობდა საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით. ამისთვის იყენებდა როგორც ტრადიციულ, ისე ციფრულ რეკლამირებას. ამ ორი მიმართულებიდან ანა უპირატესობას ციფრულ მარკეტინგს ანიჭებს, რადგან იგი უფრო ბიუჯეტურია და მისი შედეგების გაზომვაც ბევრად მარტივია. თანაც, კომპანიების დიდი ნაწილი მარკეტინგული ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს ციფრული აქტივობების განსახორციელებლად მიმართავენ. მზარდი ტენდენციის გამო, ანას აზრით, აუცილებელია, რომ ამ სფეროს სპეციალისტს სიღრმისეულად ესმოდეს ციფრული რეკლამირება და მისი პრინციპები. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან Digital Advertising კურსის გავლა.

რას ისწავლი Digital Advertising-ის კურსზე?

Commschool-ის შესახებ ანამ სოციალური ქსელების მეშვეობით შეიტყო. კურსის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების, კურსდამთავრებულთა შეფასებებისა და ლექტორის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, არჩევანი სწორედ ჩვენზე შეაჩერა. მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა საინტერესო სილაბუსი, რომელიც პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას მოიცავს. კურსის განმავლობაში ისწავლი სარეკლამო სტრატეგიის შედგენას, სამიზნე აუდიტორიის ეფექტურად განსაზღვრას, რეკლამირებას ყველაზე დიდ პლატფორმებზე (Facebook, Linkedin, Google), გაშვებული სარეკლამო კამპანიების სწორ მონიტორინგსა და რეპორტინგს. 

კურსის პირველივე ლექციაზე მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ლექციები ძალიან დატვირთული, აქტიური და დინამიური იყო.

როგორც უკვე გითხარი, პროგრამა პრაქტიკულ სწავლებაზე არის დაფუძნებული. სწორედ ეს კომპონენტი იყო ანასთვის ყველაზე გამორჩეული. დავალებების შესრულებისას სტუდენტებს უწევდათ უშუალოდ შეექმნათ რეკლამები სხვადასხვა პლატფორმაზე. ამის გარდა, მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სარეკლამო კამპანიების ბიუჯეტირების, ოპტიმიზაციისა და შეფასებების შესახებ მიღებული ინფორმაცია. ანას თქმით, ის აუცილებლად გამოიყენებს ამ ცოდნას მომავალ საქმიანობაში.

ციფრული რეკლამირების კურსი

14 ლექცია / 42 საათი/ 7 კვირა

ვისთვის არის კურსი?

ციფრული ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად მისი მნიშვნელობაც იზრდება ბიზნესის წარმატების საქმეში. ანას აზრით, ამ ტენდენციის გათვალისწინებით, სამომავლოდ კომპანიებს გაუჭირდებათ მათი პროდუქტების რეალიზება ციფრული რეკლამის გარეშე. ამიტომ, ამ სფეროს სპეციალისტებზე მოთხოვნა უფრო და უფრო მოიმატებს.

ამ თვალსაზრისით, თუკი ციფრული მარკეტინგი შენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, სწორედ ახლა არის კარგი დრო, შეისწავლო ეს პროფესია. კურსი ნებისმიერი ადამიანისთვისაა, რომელსაც სურს ნულიდან შეისწავლოს ციფრული რეკლამირება. მათ, ვინც დაინტერესებულია სოციალური მედიით, არის მარკეტინგის გუნდის წევრი ან/და ფლობს საკუთარ ბიზნესს, კურსი დაეხმარება უკეთ გაეცნოს ტექნიკებს, რომელთა საშუალებით საუკეთესო შედეგებს მიიღებს.

ლექტორის ინფორმაციის გადმოცემის უნარი, მისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც დაუზარებლად გვიზიარებდა, ვფიქრობ, არის ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს კურსის წარმატებას.

ასე რომ, თუკი Digital Advertising-ის სწავლა გსურს სფეროს პროფესიონალი ლექტორის დახმარებით, მაშინ ეს კურსი შენთვისაა.

კარიერა Digital Advertising-ის მიმართულებით

გარდა თეორიული მასალისა და პრაქტიკული ცოდნის მიღებისა, Commschool სტუდენტებს კარიერულ მხარდაჭერასაც სთავაზობს. ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, საუკეთესო კურსდამთავრებული გაივლის გარანტირებულ სტაჟირებას პარტნიორი კრეატიული სააგენტოდან ერთ-ერთში.

ანამ კურსი საუკეთესო შედეგებით დაასრულა და მიიღო შემოთავაზება Digital Advertiser-ის პოზიციაზე ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში. რადგანაც უკვე დასაქმებული იყო ერთ-ერთ კომპანიაში, მასზე უარი განაცხადა. თუმცა ფიქრობს, რომ დამწყები მარკეტერებისთვის ეს საუკეთესო გამოცდილება იქნება.

სამომავლოდ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში მიღებული ცოდნის გამოყენებას ვგეგმავ. ხშირად მიწევს სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა და მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზებების შეფასება და შედეგების მონიტორინგი. ვფიქრობ, შეძენელი ცოდნა დამეხმარება ჩემი როლის უკეთ შესრულებაში, კამპანიების შედეგების ანალიზსა და გაუმჯობესებაში.

ამგვარად, თუკი შენთვის საინტერესოა ციფრული რეკლამირება და გსურს ამ მხრივ ცოდნისა და გამოცდილების მიღება, შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება