ამბები UI Design-ის კურსიდან - ოთო ცეცაძე

blog-detail-img

მომხმარებლის ინტერფეისის (UI) დიზაინი ფოკუსირებულია იმის წინასწარმეტყველებაზე, თუ რა შეიძლება დასჭირდეთ მომხმარებლებს და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ინტერფეისს ჰქონდეს ელემენტები, რომლებზეც მარტივი წვდომა და გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. UI აერთიანებს კონცეფციებს ინტერაქციის დიზაინიდან, ვიზუალური დიზაინიდან და ინფორმაციის არქიტექტურიდან.

იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტისა თუ ბიზნესის წარმატება უმეტესად მომხმარებლის გამოცდილებაზეა დამოკიდებული, UI დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ ბლოგში კი გაგაცნობ UI Design-ის კურსდამთავრებულ, ოთო ცეცაძეს, რომელიც გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს კურსის მიმდინარეობასა და ფინალურ პროექტზე.

UI Design-ის კურსის განმავლობაში სტუდენტები, ლექტორთან ერთად, სრულად განიხილავენ ყველა იმ ეტაპს და მეთოდს, რასაც ინტერფეისის დიზაინერის მოვალეობა და სამუშაოს სპეციფიკა ითვალისწინებს: ბრიფისა და კონცეფციის ანალიზიდან დაწყებული, კომპლექსური Wireframe-ის, დიზაინ სისტემის, Flow-ს, სტრუქტურის შემუშავებით, ტესტინგითა და პროტოტაიპის პრეზენტაციით დასრულებული.

სფეროში არსებული ტექნიკების შესწავლასთან ერთად, ოთოს თქმით, კურსის დადებითი ნაწილია მისი ინტერაქციული ლექციები, დატვირთული გაცვლითი ინფორმაციით.

რაც შეეხება ფინალურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სტუნდეტები დამოუკიდებლად მუშაობენ, ოთოსთვის ძალიან ცოცხალი და ორმხრივი პროცესი იყო, რომლის განმავლობაშიც სრულიად მზად იყო პროექტზე პასუხისმგებლობა აეღო. ბრიფის იმიტაცია მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნაწილი იყო კურსის განმავლობაში.

თითქმის სულ პროექტზე მეფიქრებოდა. რას როგორ გავაკეთებდი, მომეწონებოდა თუ არა, შეცოდმები მალე გამომესწორებინა და ასე შემდეგ, ძალინ ცოცოხალი და რეალური გამოვიდა ეს ყველაფერი, რამაც მოიტანა დიდი მნდომება და ინტერესი იმასადმი თუ როგორ შემექმნა ისეთი დიზაინი რომელიც მომხმარებელს მოეწონებოდა.

მე კი გეტყვი, რომ თუ დაინტერესებული ხარ UI Design-ით და გსურს პროფესიულ ცოდნასთან ერთად მიიღო უდიდესი მოტივაცია და გამოცდილება, ქომსქულში გელოდებით!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება