ამბები Intro to Front-end Development-ის კურსიდან - გიორგი ქათამაძე

blog-detail-img

როცა დრო გამომიჩნდა და დავიწყე ფიქრი ახალი პროფესიის შესწავლაზე, შევამჩნიე, რომ პროგრამისტობა საკმაოდ პრესტიჟული, თანამედროვე და მაღალანაზღაურებადი საქმიანობაა და გადავწყვიტე დამეწყო სწავლა.

სამყაროს გაციფრულების პარალელურად, პროგრამირების შესწავლა და პროგრამისტებზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. Front-end Developer უზრუნველყოფს დიზაინების შექმნას მომხმარებლის ინტერფეისისა და გამოცდილების გამოყენებით. ანუ Front-end არის ის, რასაც მომხმარებელი ხედავს, უკავშირდება და გამოცდის. ის ძირითადად მოიცავს ვებსაიტისა და აპლიკაციების იმ ნაწილებს, რომლებიც მომხმარებლისთვის ხილულია.

Commschool-ის კურსი კი სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სილაბუსს, რომლითაც  კურსდამთვარებულთა 100%-იან კმაყოფილების დონეს უზრუნველყოფს. ამ ბლოგში კი მოგიყვები Intro to Front-end Development კურსდამთავრებულის, გიორგი ქათამაძის გავლილი გზის შესახებ.

კომპიუტერული მეცნიერება სულ მიზიდავდა, მაინტერესებდა რისი გაკეთება შეიძლებოდა იმისთვის, რომ მცოდნოდა კომპიუტერთან სასაუბრო ენა, რა დავალებების მიცემას შევძლებდი და როგორ ავამუშავებდი. მაგრამ, თავისუფალი დროის არ ქონის გამო ვერ ვსწავლობდი.

გიორგის ყოველთვის ჰქონდა ინტერესი კომპიუტერიული მეცნიერების მიმართ, სწორედ ამიტომ, როდესაც თავისუფალი დრო გამოუჩნდა დაიწყო მისი დამოუკიდებლად შესწავლა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ პროფესიის შესწავლის გარკვეულ ეტაპზე საჭიროა მენტორი, რომელიც გაგიზიარებს სწორ პრაქტიკებსა და მაგალითებს, რათა იპოვო საკუთარი თავი სფეროში. ამისთვის კი მან ქომსქული აირჩია.

რეგულარულად დროის დათმობა, სწორი დავალებების და სავარჯიშოების მოძიება, მასალის გააზრება და უბრალოდ სხვისი აზრის მოსმენა საჭიროა ნებისმიერი პროფესიის შესწავლისთვის, ამიტომაც გადავწვიტე Intro to Front-end Development-ის კურსის გავლა

front_end_back_end_blog-01-1024x640

გიორგის თქმით, კურსმა სრულიად გაამართლა მისი მოლოდინები. სწორად გათვლილი პირობები, მასალა და დრო კი მისთვის პროგრამას  უფრო საინტერესოს ხდიდა; ხოლო გამოცდილი და სტუდენტზე ორიენტირებული ლექტორი და მონდომებული, ყურადღებიანი კოორდინატორები – სასიამოვნო სამუშაო გარემოს. მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა JavaScript-ის ნაწილი. პროფესიულ ცოდნასთან და გუნდური მუშაობის სპეციფიკის შესწავლასთან ერთად, გიორგისთვის ეს კურსი მოტივაციის წყარო აღმოჩნდა.

ინფორმაციის სწორად მოძიება, გამოცდილების გაზიარება, გუნდური მუშაობა სხვა სტუდენტებთან ერთად დავალებებზე, განსაკუთრებულად დროის დათმობა იმაზე თუ ვის რა გაუჭირდა, და ამასთან ერთად სტრატეგიის სწორი გათვლა არის ის უნარები რომლის შეძენაც მოვახერხე ამ კურსის განმავლობაში და ვფიქრობ ეს ყველაფერი გამომადგება მომავალ საქმიანობებშიც.

რაც შეეხება ფინალურ პროექტს, გიორგიმ იმუშავა საიტის შექმნაზე, სადაც შეეცადა პროექტი ყოფილიყო მთელი კურსის შეჯამება და გამოეყენებინა ყველა ის ხერხი რაც კურსის განმავლობაში შეისწავლა. 

ვფიქრობ კიდევ არის თემები, რომლებსაც შევისწავლიდი კარიერის აწყობამდე მაგრამ, ვიცი რომ აუცილებლად დავიმკვიდრებ თავს ამ სფეროში. ყოველ შემთხვევაში მაინც მთავარია, რომ აკეთო ის, რაც გიყვარს.

მათ კი, ვინც Front-end Development-ითაა დაინტერესებული, გიორგი ურჩევს: თუ ხარ დამწყები, არ გაქვს გამოცდილება და გაინტერესებს ეს სფერო მაშინ Commschool-ი საუკეთესო არჩევანია. კარგი და მეგობრული გარემო სადაც შეძლებ ცოდნის და უნარების შეძენას, ასე ვთქვათ პირველი ნაბიჯების გადადგმას. პროგრამირება მოიცავს უამრავ მიმართულებას, არა მარტო Front-end-ს, რაც შეიძლება დამაბნეველი იყოს, მაგრამ, ამ კურსის შემდეგ ზუსტად გეცოდინება რა განხრით გინდა კარიერის აწყობა.”

მე კი გეტყვი, რომ Front-end Developer-ზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, ამიტომ ახლა კარგი დროა დეველოპერობას დაეუფლო. შემოგვიერთდი, Intro to Front-end Development-ის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება