IT Project Management-ის კურსიდან Junior IT პროექტ მენეჯერობამდე - ნინო რამიშვილის კარიერული განვითარება

blog-detail-img

ვფიქრობდი, რომ კურსის გავლა საუკეთესო გზა იქნებოდა ამ სფეროს უკეთესად შესწავლისათვის, დამწყების დონეზე მაინც, მაგრამ შედეგმა მოლოდინს, ნამდვილად გადააჭარბა. როგორც კურსი, ასევე პროფესიაც აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და დეტალური.

ტექნოლოგიების განვითარებამ შექმნა ახალი პორფესიული სფეროები, რომლებიც ზოგჯერ კომბინაციაში ხვდება უკვე არსებულ სფეროებთან. ერთ-ერთი ასეთი პროფესიაა – IT Project Management, რომელზე მოთხოვნაც ყველაზე სწრაფად იზრდება 33%-იანი მაჩვენებლით. საქართველოში კი IT პროექტების მენეჯერების საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 5000₾-ია.

ამ ბლოგში კი გაგაცნობ IT PM-ის კურსდამთავრებულს – ნინო რამიშვილს, რომელიც გვიზიარებს კურსის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

როგორც უკვე გითხარი, IT PM პროექტების მართვის ერთ-ერთი განშტოებაა. ნინოს, რომელსაც პროექტების მართვაში გარკვეული გამოცდილება ჰქონდა, სურდა თავისი პროფესიისთვის უფრო ვიწრო მიმართულება მიეცა. IT სფეროსადმი ინტერესისა და პროექტების მართვის გამოცდილების კომბინაცია გადაწყვიტა, ამისთვის კი ქომსქული აირჩია.

ვიფიქრე, რომ უკვე არსებული გამოცდილება და პირადი ინტერესების გაერთიანება იქნებოდა ის, რაც დამეხმარებოდა წარმატების მიღწევაში. ვფიქრობდი, რომ კურსის გავლა საუკეთესო გზა იქნებოდა ამ სფეროს უკეთესად შესწავლისათვის, დამწყების დონეზე მაინც, მაგრამ შედეგმა მოლოდინს, ნამდვილად, გადააჭარბა.

ნინოს თქმით, Commschool-ის კურსში სწორედ ის ნაბიჯებია გაწერილი და ჩამოთვლილი, რაც უნდა გაიაროს ადამიანმა, რათა გახდეს IT- პროექტ მენეჯერი. მისი აზრით, პროფესიული ცოდნის მიღებასთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ლექტორის მიერ გაზიარებული ზოგადი წარმოდგენა საერთაშორისო ბაზარზე გამეფებული სტანდარტისა და საქართველოში არსებული რეალობისა თუ პრაქტიკების შესახებ.

ეს კურსი თანაბრად ერგება ყველას გამოცდილების მიუხედავად, რადგანაც აქ ვისწავლე ზუსტად ის ზოგადი მეთოდოლოგია და შევიძინე ცოდნა იმ ზოგად ხელსაწყოებზე, რაც შეიძლება, რომ ადამიანს დასჭირდეს მუშაობის პროცესში.

კურსის დასრულებისას სტუდენტები დამოუკიდებლად მუშაობენ ფინალურ პროექტზე, რაც ნინოსთვის სასიამოვნო გამოწვევა იყო. პროგრამის განმავლობაში დეტალურად გავლილი თულებისა და მეთოდების დახმარებით, ასევე ლექტორის ინდივიდუალური ფიდბექების საშუალებით ნინომ წარმატებით იმუშავა ფინალურ პროექტზე, რომელიც, მისი აზრით, პორტფოლიოს შედგენისას ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით – დასაქმების თვალსაზრისით. 

რეალურად ვფლობდი ყველა იმ ინსტრუმენტსა და ცოდნას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ჩამოაყალიბო პროექტის სხეული და გადაჭრა დასახული ამოცანა. საჭირო იყო მხოლოდ უშუალოდ ქეისის სტრუქტურაში გარკვევა და შესაბამისად დალაგება. პროცესი გამოდგა ჩამთრევი და შრომატევადი, თუმცა ბოლოს კმაყოფილი დავრჩი საკუთარი ნამუშევრით და პრეზენტაციაც წარმატებით ჩავაბარე.

ნინოს თქმით, კურსის განმავლობაში საჭირო პროფესიულ ცოდნას იღებ, რაც ნათლად გიქმნის წარმოდგენას იმაზე თუ ვინ და როგორი გინდა, რომ იყო, როგორც პროფესიონალი. თუმცა IT PM-ით დაინტერესებულ ადამიანებს ურჩევს, რომ უფრო მეტ ინფრომაციას გაეცნონ და ლიმიტირებული დრო მაქსიმალურად სწორად გამოიყენონ – სწორი კითხვების დასმით.

მოტივაცია, მოტივაცია და კიდევ ერთხელ მოტივაციაა საჭირო, რათა სალექციო მასალა დროულად აითვისონ, რაც შემდგომ ფინალურ დავალებაში და სამსახურშიც გამოადგებათ.

საბოლოოდ კი ნინო გვიზიარებს: “რეალობაშიც,  სამსახურში აყვანის პროცესში აქტიურად დამჭირდა კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარები. ჩემი კომპანიის მხრიდან მოცემული დავალებაც საკმაოდ მსგავსი იყო თემატიკითა და მოთხოვნით, ამიტომაც ერთხელ მიღებულმა გამოცდილებამ საქმე წინ წამიგდო და ნაადრევადაც კი დავხურე task-ი. საბოლოო რჩევა კი მაინც ერთი იქნება და ეს არის შრომა.”

ასე რომ, თუ მზად ხარ თანმიმდევრულად, მოკლე დროში შეისწავლო IT Project Management, Commschool-ში გელოდებით!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება