ამბები Content Management-ის კურსიდან - ნინიკო ჯაყელი

blog-detail-img

მიყვარს ცვლილებები და იმ სფეროში ყოფნა, რომელიც ძალიან ცოცხალი და მოძრავია, ჩემთვის დიდი კომფორტია.

ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში მრავალი ახალი პროფესია და შესაძლებლობა იქმნება ყოველდღიურად. მუდმივი ცვლილებების პარალელურად საჭირო ხდება არსებული პროგრესი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ და რაიმე ღირებულად ვაქციოთ. კონტენტი ჩვენი ყოველდღიურობის დიდი ნაწილია, შეიძლება გაიგო, შეხედო და აღიქვა მრავალფეროვნად, ამიტომაც კონტენტია ყველაფერი და კონტენტია ყველგან.

ამ ბლოგში გაგაცნობ Content Management-ის კურსდამთავრებულს – ნინიკო ჯაყელს, რომელიც გვიზიარებს ქომსქულში მიღებულ გამოცდილებასა და შესაძლებლობებს.

ქომსქულში მოსვლამდე ნინიკოს გამოცდილება ჰქონდა ქოფირაითინგსა და სოციუალურ მედია მენეჯმენტში, რამაც გადააწყვეტინა ახალი ნაბიჯი გადაედგა ამ სფეროში. Content Management-ის კურსი ნინიკომ დაინახა როგორც თავისი შესაძლებლობების გაზრდის საშუალება, ამიტომაც არჩევანის გაკეთება მისთვის რთული არ ყოფილა.

Content Management-ით დავინტერესდი მას შემდეგ, რაც გავიაზრე, რომ მჭირდებოდა რაღაც უფრო მეტი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ჩემი შესაძლებლობების ზრდა და გაფართოება.

ყოვლისმომცველი სილაბუსის, კურსდამთავრებულთა 100% კმაყოფილების დონისა და ლექტორის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ნინიკომ Commschool-ი აირჩია და მისი თქმით, თითოეულ ლექციაზე რწმუნდებოდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში.

ნინიკო გვიზიარებს კურსის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და სამომავლო პერსპექტივებს. განსაკუთრებით ღირებული იყო მისთვის დავალებების შესრულების პროცესი, რომლის დროსაც ბევრი რამ ისწავლა, როგორც ხარისხიანი Content-ის შექმნაზე, ისე – საკუთარ თავზეც. დავალებების შესრულებას კი უფრო ღირებულს ხდიდა ლექტორის საინტერესო უკუკავშირი, სწორი აქცენტებით.

ამ გამოცდილების გამოყენებას, პირველ რიგში, ჩემი უნარების დასახვეწად და სუსტი მხარეების გასაუმჯობესებლად, შემდეგ კი კარიერული განვითარებისთვის ვაპირებ.

კურსის განმავლობაში განხილული ქეისებიდან და პლატფორმებიდან ნინიკო თავის ფავორიტებს გვიზიარებს: “პლატფორმებიდან გამოვარჩევდი TikTok-ს, რადგან აქამდე, პროფესიული მხრივ ყველაზე ნაკლები შეხება მქონდა მასთან, შესაბამისად, საინტერესო გამოწვევა იყო სხვადასხვა ტექნიკის აღმოჩენა და მათზე მუშაობა.” “Voskhod Agency-ს „Rain vs Lie” კამპანია – ყველაზე მეტად მომეწონა და მახვილგონივრულობით დამამახსოვრა თავი.”

რაც შეეხება ფინალურ პროექტს, რომელიც Commschool-ის კურსების განუყოფელი ნაწილია, სტუდენტებმა იმუშავეს მინი კამპანიაზე. ამ კამპანიისთვის ნინიკომ აირჩია – ბათუმი, რადგან სურდა სხვა თვალითა და კუთხით გადმოეცა ბათუმური ხასიათები, ემოციები და ის უძვირფასესი დეტალები, რომლებიც ამ ქალაქს მისთვის ყველაზე განსაკუთრებულს ხდიდა. ლექტორის სწორი ფიდბექებითა და კურსის განმავლობაში შესწავლილი თულებით ნინიკომ მოახერხა კამპანია რამდენიმე არხზე, სწორი ფორმატით გაეშალა.

კურსი დამეხმარა უფრო ღრმად ჩამეხედა კონტენტის შექმნის შიდა სამზარეულოში და დამენახა ყველა ის საინტერესო და შრომატევადი პროცესი, რაც შეიძლება თუნდაც 6 წამიანი, პატარა რეკლამის უკან იდგეს

ნინიკო უკვე იყენებს კურსზე ნასწავლ ტექნიკებსა და მიდგომებს საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებაში. ამასთანავე, ყველას, ვისაც კონტენტ მენეჯმენტი აინტერესებს, ურჩევს კურსის გავლას, რადგან მისი თქმით ქომსქულში მიიღო არა მხოლოდ სწორი ცოდნა და პრაქტიკა, არამედ საიმედო და მეგობრულ გარემო.

იმდენად მრავალფეროვანი, ენერგიული და სახალისო იყო ჩვენი შეხვედრები, რომ სიმართლე გითხრათ, გული მწყდება კურსი რომ დავამთავრე. ყველას, ვისაც აქვს ამ სფეროში განვითარების სურვილი, ყოყმანის გარეშე ვურჩევდი ამ კურსს.

ასე რომ, თუ გსურს კონტენტ სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგა – ქომსქულში გელოდება ინტენსიური, პრაქტიკაზე დაფუძნებული, საინტერსო ლექციები და ადამიანები. შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება