ამბები Data Analytics-ის კურსიდან - გიორგი ჭანტურიძე

blog-detail-img

ვფიქრობ, თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება, ადამიანმა სწავლის პროცესი არასდროს უნდა შეწყვიტოს

მონაცემთა ეკოსისტემა ბევრ სხვადასხვა როლს, სპეციალიზაციას და უნარს აერთიანებს, თუმცა მათი ყველას საერთო მახასიათებელი არის ის, რომ მონაცემთა ანალიტიკა ადამიანებს საშუალებას აძლევს, გააერთიანონ მათი კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება და შედეგად მოახდინონ რეალური გავლენა სხვადასხვა ინდუსტრიაზე.

თუ დაინტერესებული ხარ მონაცემთა ანალიტიკის სფეროთი, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში გაგაცნობ Data Analytics-ის კურსდამთავრებულს, გიორგი ჭანტურიძეს, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

გიორგი ანალიტიკის სფეროში უკვე მრავალი წელია მოღვაწეობს, თუმცა, როცა მისთვის თანდათან აშკარა გახდა, რომ დიდი მონაცემების დამუშავებისა და უკეთესად აღსაქმელად, სწორი სახით ვიზუალიზაციისთვის საჭირო იყო ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა SQL Server და Power BI, გადაწყვიტა მონაცემთა ანალიტიკის კურსის გავლა, რისთვისაც Commschool-ი აარჩია.

მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციისთვის SQL და POWER BI პრაქტიკულად განუყოფელი ნაწილებია. სწორედ ამ სინთეზის ერთ სივრცეში სწავლის შესაძლებლობამ გადამაწყვეტინა არჩევანი CommSchool-ზე შემეჩერებინა.

კურსის განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ ბიზნეს პრობლემის ანალიტიკურ პრობლემად ჩამოყალიბებას, შესაბამისი მონაცემების მოძიებას, მათ გაწმენდასა და დამუშავებას SQL-ის გამოყენებით, მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალიზაციას Power BI-ს გამოყენებით, მიღებული მიგნებების კომუნიკაციასა და ანალიტიკაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას. გიორგის თქმით, პრაქტიკულმა დავალებებმა და თეორიულმა ცოდნამ ძალიან დიდი გამოცდილება შესძინა.

კურსის გავლის შემდეგ შემიძლია დიდი მოცულობის მონაცემების, მათ შორის მონაცემთა ბაზების დამუშავება და დინამიური ვიზუალების შექმნა, რომელიც Report-ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს ყველა მნიშვნელოვანი KPI და მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ესაა ის, რისი მოლოდინიც მქონდა და ეს მოლოდინი კურსმა სრულად გაამართლა

ფინალურ პროექტზე საუბრისას გიორგიმ დეტალურად გაგვიზიარა, თუ როგორ მოიყვანა თავისი ჩანაფიქრი სისრულეში. პროექტის ფარგლებში მან იმუშავა მონაცემთა ანალიზის საბანკო სფეროში ეფექტურად გამოყენებაზე, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებს დაეხმარებოდა რისკების შეფასებაში, მოახდენდა ბანკში არსებული ვადაგადაცილებული სესხების ანალიზს, წარმოაჩენდა რისკების ოფიცრებისა და თითოეული მომხმარებლის პორტფელს და სპეციალურად შედგენილი Key performance indicator-ების საშუალებით დაეხმარებოდა სარისკო პორტფელის გამოყოფაში.

ფინალური პროექტის დასასრულებლად საკმაოდ გრძელი პროცესის გავლა გახდა საჭირო: ბიზნეს ამოცანის დასახვა, SQL-ით მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების შეფასება და რელევანტური ინფორმაციის ამოღება, დამუშავება და ისეთი ფორმით გადატანა Power BI-ში, რომელიც შეუზღუდავი ანალიზის საშუალებას მომცემდა. Power BI-მ კი საშუალება მომცა შემექმნა ანალიზისთვის საჭირო ცვლადები და ინდიკატორები, რომლებიც შემდეგ ვიზუალიზაციისთვის გამოვიყენე.

საბოლოო პროექტის მომზადებაში გიორგის განსაკუთრებით დაეხმარა სასწავლო კურსის განმავლობაში ანალიზის ყველა ეტაპთან დაკავშირებული პრაქტიკული დავალებები. მსგავსი პრაქტიკული დავალებები რომლის ამოხსნის პროცესშიც ლექტორისგან იღებდა უკუკავშირს ყველა კითხვაზე, დაეხმარა კურსის უფრო მცირე ნაწილებად დაყოფასა და გააზრებაში. შედეგად ყოველი ახალი საკითხის შესწავლისას თავდაჯერებული იყო, რომ წინა მასალა კარგად ჰქონდა ათვისებული და სრულად იყო კონცენტრირებული ახალი მასალის შესწავლაზე.

სწორედ ამ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას აპირებს ის კარიერული განვითარებისთვის. მათ, კი ვინც მონაცემთა სფეროში ხედავს საკუთარ თავს გიორგი ურჩევს:

თუ თვლით, რომ მონაცემები უბრალოდ რიცხვები არ არის და მათი სწორად გამოყენებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება, ამასთან გიყვართ პრობლემების გადაწყვეტა და არ ნებდებით სანამ ყველა პასუხს არ მიიღებთ, მაშინ მონაცემთა ანალიტიკა თქვენთვისაა.

ასე რომ, თუ გსურს ფეხი აუწყო ტექნოლოგიურ განვითარებას და მზად ხარ მონაცემები შენს სასიკეთოდ გამოიყენო, ქომსქულში გელოდებით!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება