ნუცა ჩხიკვაძის ფინალური პროექტი- 25 60 60-ის რებრენდინგი

blog-detail-img

ბედნიერებაა, როცა შეგიძლია არა მხოლოდ შენს კრეატიულობასა და იდეებს გამოადგე, არამედ სხვასაც დაეხმარო აზრების ვიზუალიზებაში.

სწორედ ამ ბედნიერების საპოვნელად და თავისი შესაძლებლობების რეალიზებისთვის აირჩია ნუცა ჩხიკვაძემ Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი. თუ ეს სფერო შენი ინტერესის ნაწილიცაა და უკეთ გარკვევა გსურს, მინდა ამ ბლოგში ნუცას გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებზე გესაუბრო.

მანამდე კი გეტყვი, რომ გრაფიკული დიზაინი არის ვიზუალური შინაარსის შექმნის პროცესი, რომელიც გვეხმარება აუდიტორიასთან კომუნიკაციაში. აქედან გამომდინარე, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, ის კიდევ უფრო რელევანტური სფერო ხდება. 

ნუცა პროფესიით მარკეტერია, თუმცა, მისი თქმით, ბავშვობიდან უყვარდა კრეატიული ფიგურების შექმნა, რისთვისაც ადრე PowerPoint-სა და Canva-ს იყენებდა. ნუცა მალევე მიხვდა, რომ საკუთარი იდეების უკეთესად რეალიზაციისთვის საჭირო იყო გრაფიკული დიზაინი შეესწავლა. 

მინდოდა ჩემი იდეისთვის მეთვითონვე შემესხა ხორცი და ვიზუალურად ზუსტად ისე გადმომეტანა, როგორც წარმოვიდგენდი. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამ კურსის გავლა დიდი ინტერესითა და მოტივაციით.

კურსის ძიების პროცესში, ნუცასთვის მნიშვნელოვანი იყო ლექტორის კომპეტენცია, სილაბუსი და ალუმნების უკუკავშირი. Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსის კურსდამთავრებულების 100%-იანმა კმაყოფილების დონემ, ლექტორის 7+ წლიანმა გამოცდილებამ და სიღრმისეულმა სილაბუსმა კი, არჩევანი გაუმარტივა. 

როდესაც ყოველდღიურობაში, ინტერნეტ სივრცეში, ქუჩებში ხვდები სხვადასხავა რეკლამას, ბანერებს, მოგწონს რამდენიმე და სწორედ ამ „რამდენიმეს“ ავტორს ხედავ გარფიკული დიზაინის კურსის ლექტორების სიაში და ხვდები, რომ გაქვს შესაძლებლობა სწორედ მასთან გაიარო და გადადგა პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით, ინტერესი და სურვილი Commschool-ის მიმართ ამან ერთიორად გამიზარდა.

აქვე გეტყვი, რომ კურსის ბოლოს, სტუდენტები ინვიდიდუალურად მუშაობენ ფინალურ პროექტზე. ნუცამ რებრენდინგისთვის ყველასათვის ნაცნობი კომპანია ’25-60-60′ აირჩია. 

ზოგადად მიყვარს გამოწვევები, თვითონ იდეაც კი, რომ ამ ბრენდს ვირჩევდი უკვე მომწონდა

ნუცას თქმით: “სადაც კრეატივია საჭირო თავს უზომოდ ბედნიერად და თავისუფლად ვგრძნობ, შესაბამისად პროცესები თავიდანვე საინტერესო და სასიამოვნო იყო.” 

პროექტის ფარგლებში, ბევრი კვლევისა და ძალისხმევის შემდეგ, ნუცამ შეძლო ‘ახალი სიცოცხლე’ მიენიჭებინა ბრენდისთვის. მან იმუშავა ლოგოზე, ბრენდის ელემენტებზე, პატერნსა და მოქაფებზე.

გრაფიკულ დიზაინს ჩემებურად ვუყურებ, ბედნიერებაა, როცა გაქვს - შესაძლებლობა, ნიჭი და უნარები, რომ იდეა აქციო რეალობად. ვისაც სურს გააგრძლოს კარიერა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით უბედნიერესი ადამიანია, ვინაიდან მას აქვს წინ მთელი მრავალფეროვანი და შრომატევადი პროცესები, რომელსაც სჭირდება უწყვეტი სწავლა და განვითარება.

მათთვის კი, ვინც გრაფიკული დიზაინითაა დაინტერესებული, ნუცა Commschool-ს უწევს რეკომენდაციას: “ზოგადად როცა კომპანია ყურადღებას გაქცევს და ინტერესდება რამე ხომ არ მჭირდება, მთხოვს უკუკავშირს, ფიდბექების გაზიარებას ხვდები რომ ის შენზე ზრუნავს და თავს უფრო კომფორტულად გრძნობ. ვაფასებ მომხმარებელთა ურთიერთობის სწორ მიდგომებს.”

ასე რომ, თუ დაინტერესებული ხარ გრაფიკული დიზაინით და  გსურს კრეატივისა და იდეების სამყაროში ბედნიერება იპოვო, Commschool-ში გელოდებით!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება