ეროვნული ბიბლიოთეკის რებრენდინგი - ქეთევან ამირაშვილის ფინალური პროექტი

blog-detail-img

ვიზუალური კომუნიკაციის ხელოვნება აუცილებელია, განსაკუთრებით იმ ბრენდებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაუკავშირდნენ თავიანთ სამიზნე აუდიტორიას – ამისთვის კი გრაფიკული დიზაინი შესანიშნავი გამოსავალია. მისი აქტუალობიდან გამომდინარე, გრაფიკული დიზაინერის საშუალო ხელფასი საქართველოში 2500 ლარია.

თუ დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში გაგაცნობ გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულს – ქეთევან ამირაშვილს, რომელიც თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

ქეთევანის თქმით, ის ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა გრაფიკული დიზაინით, როცა არც კი იცოდა ამ სფეროს შესახებ. მას ბავშვობიდან საკმაოდ კრეატიული ხედვა ჰქონდა და აინტერესებდა როგორ შეიძლებოდა, არსებული ყოველდღიური ამბებისგან რაღაც განსაკუთრებული შეექმნა.

ყველაფერი, რაც მაინტერესებს, საკმაოდ დიდი რაოდენობით იყრის თავს გრაფიკულ დიზაინში, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ კურსის გავლა. მინდა უფრო მეტი გავიგო ამ სფეროზე და საკუთარ შესაძლებლობებზე.

საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა ქეთევანმა Commschool-ში გადაწყვიტა. თუ არ იცი, გეტყვი, რომ Commschool-ის კურსები პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული, სწორედ ამიტომ აქ მიღებული ცოდნა, ქეთევანის თქმით: “კი არ გაჩერდა ერთ ადგილას, უბრალოდ გამოცდისთვის ნასწავლი მასალასავით, განვითარდა და ვიცი რა როგორ უნდა გავაკეთო.”

ყველაზე მნიშვნელოვანი, ნებისმიერი მიღებული ცოდნიდან, მისი სწავლის პროცესისგან დამოუკიდებლად გამოყენების შესაძლებლობაა, რამდენად გამოიყენებ ცოდნას, რა თქმა უნდა შენს უნარებზეც არის დამოკიდებული, მაგრამ თუ კარგად არ გასწავლეს ის, რაც არ იცი, უფრო მეტად გაჭირდება რაღაცები. Graphic Design-ის კურსმა ეს ნამდვილად შეძლო.

კურსის ბოლოს ქეთევანმა, სხვა სტუდენტების მსგავსად, ფინალური პროექტის ფარგლებში, რებრენდინგზე იმუშავა. ამისთვის მან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა აირჩია. 

წიგნზე უკეთესი, ალბათ უფრო მეტი წიგნია, და ადგილი, სადაც ეს წიგნები იყრის თავს. ეროვნული ბიბლიოთეკის რებრენდინგის პირველ გამოწვევას წარმოადგენდა თავად ამ ადგილის მნიშვნელობა და ასოციაცები.

პროექტზე მუშაობისას, ქეთევანმა მიზნად დაისახა ეროვნული მნიშვნელობის ადგილისა და წიგნის მოყვარულთა საყვარელი ნივთების გაერთიანება, რაც წარმატებით მოახერხა ეროვნული სიმბოლოებით ასოციაციების შექმნით.

ფინალურ ნაშრომში გავითვალისწინე ლექტორის რჩევები. შევცვალე დეტალები, ამ დეტალებმა ყველაფერი თავის თაროზე დაალაგა.

ასე რომ თუ ფიქრობ, რომ გრაფიკული დიზაინი სწორედ ის სფეროა, რომელშიც შემობიჯება გსურს, ქეთევანი გირჩევს: “მაქსიმალური დრო დუთმე საკუთარი უნარების განვითარებას, გაიღრმავე ცოდნა სხვადასხვა წყაროებიდან, არ შეუშინდე შეცდომებს, თუ რაღაც არ გამოგდის ხელი არ ჩაიქნიო და სცადე, მანამ  სანამ არ გამოგივა.  შენიშვნების და კრიტიკის მიღების უნარი გამოიმუშავე და საკუთარ თავზე, პიროვნულად არ მიიღო ისინი. შეიყვარე საქმე, რომელსაც აკეთებ. არ მიაფუჩეჩო და ცოტათი იმაზე მეტი გააკეთე, ვიდრე შეგიძლია.”

მე კი გეტყვი, რომ თუ შენთვის ქეთევანის ისტორია საინტერესო იყო და ნამდვილად გინდა გრაფიკული დიზაინის სწავლა, გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება