თამარ ნასყანი- კარიერული განვითარება

blog-detail-img

Commschool-ში მიღებული ცოდნიდან გამომდინარე, ვარ იქ სადაც ახლა ვარ.

ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, გრაფიკულმა დიზაინმა  დიდი მნიშვნელობა შეიძინა. კომერციულ სამყაროში დიდი უპირატესობა ენიჭება მას, რადგან გავლენას ახდენს თითოეულ პროდუქტთან ინტერაქციის გადაწყვეტილებაზე.

გრაფიკული დიზაინი Commschool-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კურსია. მის პოპულარობას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: დასაქმების მაჩვენებელი, კურსდამთავრებულთა კმაყოფილების დონე (100%), ლექტორების მრავალწლიანი გამოცდილება და ა.შ. ამ ბლოგში კი ჩვენი კურსდამთავრებულის – თამარ ნასყანის წარმატების გზაზე მოგიყვები.

ფინალური პროექტის ჩაბარების შემდეგ, სადაც თამარმა პური გულიანის რებრენდინგზე იმუშავა, ის Commschool-ის ტოპ 3 კურსდამთავრებულს შორის მოხვდა, რის შემდეგაც Alumni Club-ის ფარგლებში სტაჟირება გაიარა Redberry-ში. 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოვხვდი ტოპ მოსწავლეებს შორის, და მომეცა საშუალება სტაჟირება გამეარა ერთ-ერთ საუკეთესო სააგენტოში, Redberry-ში.

Commschool-ში მიღებული ცოდნით თამარმა შეძლო საკუთარი კომპანიისთვის შეექმნა რებრენდინგი. ხოლო Redberry-ში საშუალება მიეცა, ემუშავა ძალიან ბევრ საინტერესო კომპანიაზე, შეექმნა პოსტები სოციალური მედიისთვის, ასევე პოსტერები და პრინტები. თამარის 3 თვიანმა შრომამ შედეგი გამოიღო და დღეს ის უკვე რედბერის გუნდის წევრია, როგორც ჯუნიორ გრაფიკული დიზაინერი.

3 თვიანი სტაჟირების შემდეგ, Redberry-ში შემომთავაზეს დარჩენა და კარიერის გაგრძელება ჩემს სფეროში.

რადგან თამარმა სწორედ Commschool-ში დაიწყო პირველად გრაფიკულ დიზაინთან ურთიერთობა, ის გვიზიარებს შთაბეჭდილებებს მისი კარიერული წინსვლის შესახებ:

რადგან 6 თვის წინ პირველად დავიწყე დიზაინთან ურთიერთობა, საერთოდ არ მქონდა მოლოდინი , რომ ასე სწრაფად განვითარდებოდა ჩემი კარიერული წინსვლა და ვიმუშავებდი ერთ-ერთ საუკეთესო სააგენტოში, როგორიც არის Redberry. ეს ზუსტად Commschool-ის დამსახურებაა, აქ მომეცა საშუალება გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები, მეტად თავდაჯერებული გამვხდარიყავი და მქონოდა რწმენა რომ თუ მოინდომებ ნამდვილად მიაღწევ სასურველ შედეგს.

ასე რომ, თუ შენც გსურს სასურველი შედეგის მიღწევა და მზად ხარ შეაბიჯო კრეატივის სამყაროში, შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება