ამბები Data Analytics-ის კურსიდან - მარლენ მესაბლიშვილი

blog-detail-img

კურსი დაფუძნებული იყო პრაქტიკული სამუშაობზე და მათი დეტალური განხილვით, რაც ჩემი აზრით, ყველაზე ფასეული რამ იყო კურსზე

გიფიქრიათ რა არის მონაცემები ანალიტიკის გარეშე?  ანალიტიკის გარეშე მონაცემები არის მხოლოდ რიცხვები, რომელთაც არანაირი დამატებითი ღირებულების მოტანა არ შეუძლიათ. სწორედ ამაში მდგომარეობს Data Analytics-ის ხიბლიც. მონაცემთა ანალიტიკოსის როლი სწორედ ის არის, რომ დიდი რაოდენობის ნედლი ინფორმაცია თარგმნოს ისეთ მიგნებებში, რომლებიც კომპანიებს ღირებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებენ. 

ამ ბლოგში კი მინდა Data Analitycs-ის კურსდამთავრებული მარლენ მესაბლიშვილი გაგაცნოთ, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრება. 

ვფიქრობ, რომ მათემატიკური ანალიზი კარგად გამომდის და ზოგადად ძალიან მომწონს რიცხვებთან და ლოგიკურ საკითხებთან მუშაობა. ვფიქრობ, ჩემს შესაძლებლოებს ყველაზე მეტად შეესაბამებოდა მონაცემებთან მუშაობა და გამიჩნდა სურვილი მესწავლა მონაცემთა ანალიტიკა.

მარლენი კურსზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ გვესაუბრა და ისიც გაგვიზიარა, რომ მისი აზრით, Junior ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობა უკვე შეუძლია.

კურსის განმავლობაში შევიძინე საკმაოდ დიდი გამოცდილება, ვისწავლე მონაცემებთან მუშაობის ტექნიკა, ლექტორების გამოცდილების გაზიარების ხარჯზე. ვფიქრობ კურსის დასრულების შემდეგ სრულყოფილად შევძლებ ჯუნიორ ანალიტიკოსის ფუნქციების დონეზე სამუშაოს შესრულებას.

მარლენი იმასაც აღნიშნავს, რომ ლექციები ინტერაქციული იყო და სტუდენტები ლექტორების მხირდან საკმაოდ ამომწურავ პასუხებს იღებდნენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე.

ვფიქრობ, ლექტორები არიან საკმაოდ კვალიფიციური და კომპეტენტურები.

თუ არ იცი გეტყვი, რომ სტუდენტები კურსის ბოლოს ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რომელზეც მუშაობაშიც მარლენს კურსის ჩანაწერების ყურება ძალიან დაეხმარა. 

ფინალურმა პროექზე მუშაობამ დამანახა რეალურ პირობებში მუშაობისას რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდე და ასევე რა გამოსავალი არსებობს მათ მოგვარებისთვის. კურსის განმავლობაში სავარჯიშოებზე მუშაობის ტექნიკამ გამიადვილა აღნიშნული პრობლემების მარტივად მოგვარება.

ამდენად, თუ Data Analytics-ის შესწავლა შენთვის საინტერესო ჩანს და ამ მიმართულებით ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა გსურს, გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება