Commschool-დან Maverik-ში - ნია პატარაიას კარიერული განვითარება

blog-detail-img

შემიძლია ვთქვა, რომ კურსის გავლამდე თითქმის არაფერი ვიცოდი, თუმცა ახლა ვიცი, რისი კეთებაც მინდა და საიდან უნდა დავიწყო განვითარება. ამ მხრივ კურსმა ერთგვარი მიმართულებაც მომცა.

თუ შენც გაინტერესებს სოციალური მედია, ხარ მარკეტინგის გუნდის წევრი ან/და საკუთარ ბიზნესს ფლობ და გინდა ისწავლო ციფრული რეკლამირება, მაშინ სწორ ადგილას ხარ, რადგან მინდა Digital Advertising-ის კურსდამთავრებული, ნია პატარაია გაგაცნო, რომელიც კურსზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.

კურსის გავლამდე ნიას უკვე ჰქონდა კონტენტისა და ქოფირაითინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ამ კურსის გავლა კი ციფრულ მარკეტინგში ცოდნის გაღრმავების მიზნით გადაწყვიტა. 

Შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კურსმა მომცა ის ცოდნა, რაც დამწყებ ედვერთაიზერს სჭირდება. ასევე ვარ მეტად თავდაჯერებული, მაქვს პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სფეროში.

ნია სალექციო პროცესსაც საკმაოდ საინტერესოდ აღწერს.

სალექციო პროცესი იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო, ინფორმაციულად დატვირთული, რასაც შესაბამისი პრაქტიკული დავალებები მოჰყვებოდა.

ბოლოს კი ნია კურსის შემდგომ მიღებულ ცოდნაზე, გამოცდილებასა და მომავალ გეგმებზე გვესაუბრა.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კრეატიული სააგენტოებიდან დამიკავშირდნენ და რომელიმე მათგანში გავივლი სტაჟირებას ედვერთაიზინგის მიმართულებით.

სანამ დაგემშვიდობები, მინდა გითხრა, რომ Digital Advertising-ის კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • სარეკლამო სტრატეგიის შედგენა
  • სამიზნე აუდიტორიის ეფექტურად განსაზღვრა
  • ბიუჯეტირება და შეზღუდული რესურსების ოპტიმალურად გამოყენება
  • რეკლამირება ყველაზე დიდ პლატფორმებზე: Facebook, Linkedin, Google
  • დამოუკიდებლად დანერგვა და სარეკლამო ხელსაწყოების გამოყენება
  • ეფექტურობის გაზომვა და ოპტიმიზაცია
  • გაშვებული სარეკლამო კამპანიების სწორი მონიტორინგი და რეპორტინგი (tracking & reporting VIA data studio)

ამგვარად, თუ შენც გინდა 0-დან ისწავლო ციფრული რეკლამირება, შემოგვიერთდი Digital Advertising-ის კურსს 16 თებერვალს ვიწყებთ!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება