'მომავალი წლიდან შემეძლება...' - გოჩა დარჯანია და ელენე მეტრეველი

blog-detail-img

წლის დასასრულს ისევე როგორც სხვებმა, ალბათ შენც შეაჯამე საკუთარი წელი, გაანალიზე ის, თუ რა შეძელი და დაიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა გინდა რომ შეძლო მომავალი წლიდან. 

ამ ბლოგში კი მინდა Commschool-ის კურსდამთავრებულები, გოჩა დარჯანია და ელენე მეტრეველი გაგაცნო, რომლებიც წელს ჩვენთან ერთად აჯამებენ და გვიზიარებენ იმას, თუ რა შეეძლებათ მომავალი წლიდან 🚀

ელენე მეტრეველი React-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც კურსის დასრულების შემდეგ კარიერული განვითარება Scandiweb-ში React Developer-ის პოზიციაზე განაგრძო. ამ ამბავში კი ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ელენე React-ის შესწავლამდე სხვა სფეროში ვითარდებოდა, ამიტომ 2022 წლის მიმოხილვისას ამბობს, რომ:

მთავარი რამ, რისი შესრულებაც შევძელი იყო საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ შემეძლო ჩემი ჰობი გადამექცია რეალურ პროფესიად. ჩემთვის პროფესიის შეცვლის გადაწყვეტილების მიღება მარტივი პროცესი არ იყო. ბევრი რამის უკან დატოვება მომიწია, მათ შორის ძველი შეხედულებების.

როგორც ხედავ, ელენე არ შეუშინდა ახალ სფეროში ნაბიჯების გადადგმას, მეტიც ის ამბობს, რომ კურსის გავლის შემდგომ მისთვის უფრო ადვილი გახდა სხვადასხვა ტექნოლოგიის შესწავლა და დამოუკიდებლად განვითარება

ქომსქულში მიღებული ცოდნა გამომადგა არა მხოლოდ ჩემი პირველი სამსახურის დაწყებაში, არამედ ახალი ტექნოლოგიების ათვისებაშიც

ელენე 2023 წლის მიზნებსაც გვიზიარებს და ამბობს, რომ ‘ახლა ჩემი მიზანია ყოველმხრივ შემდგარი Senior გავხდე.‘ გარდა ამისა, ელენეს უნდა, რომ ახალ ცოდნასთან ერთად ბიზნეს ადმინისტრირების ბექრაუნდიც გამოიყენოს და ღირებული ტექ სტარტაპი შექმნას ღირებული პროდუქტით.

Მომავალი წლიდან შემეძლება გადავდგა ნაბიჯები ტექ სტარტაპის შექმნისკენ

ახლა კი მინდა Introduction to Programming-ის კურსდამთავრებული, გოჩა დარჯანია გაგაცნო, რომელიც კარიერულ განვითარებას Procredit Bank-ში განაგრძობს. გოჩა Comschool-ში მიღებულ გამოცდილებასაც იხსენებს და ამბობს, რომ  “გავხდი მეტად თავდაჯერებული,
რაც ვფიქრობ დამსაქმებელთან გასაუბრების დროს მნიშვნელოვანია.

გოჩა ასევე ამბობს, რომ Commschool-ში მიღებული ცოდნა დაეხმარა გაენალიზებინა მისთვის გაურკვეველი ისეთი საკითხები,
რომლებსაც პროექტებზე მუშაობისას აწყდებოდა. ამიტომ, მისთვის 2022 წელი შეიძლება ითქვას, რომ სირთულეების დაძლევის წელი აღმოჩნდა.

ისევე როგორც შენ, გოჩასაც აქვს კონკრეტული მიზნები მომავალი წლისთვის. მას სჯერა, რომ 2023 წელს უფრო მეტ  ისეთ ცოდნას დააგროვებს, რომელიც კომპანიებს მიზნების მიღწევაში დაეხმარება, ამიტომ ამბობს, რომ:

მომავალი წლიდან შემეძლება გავხდე ჯუნიორ დეველოპერი და თავი გავართვა ყველა დავალებას.

ვფიქრობ, ელენესა და გოჩას ისტორია შენთვის სწორედ იმ მოტივაციის მომცემი იქნება, რომელსაც ასე ელოდი და თუ ეს ასეა, გადადგი პირველი ნაბიჯი და აირჩიე რა შეგეძლება 2023-ში ✊🏼

ავტორი: მარი ბენიაიძე

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება