ამბები UX Research & Design-ის კურსიდან - სოფიო დიდბერიძე

blog-detail-img

ციფრული სამყაროს სწრაფი განვითარება მუდმივ სიახლეებს გვთავაზობს როგორც მომხმარებლებს, ისე ციფრულ პროდუქტებზე მომუშავე ადამიანებს, რათა ჩვენი, როგორც მომხმარებლების გამოცდილება ონლაინ სივრცეში უფრო და უფრო დახვეწილი და სასიამოვნო ხდება. 

UX დიზაინერი კი არის ადამიანი, რომელიც თვალს ადევნებს თანამედროვე ტენდენციებს, შეისწავლის არსებულ მოთხოვნებსა და რეალობას და ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე ქმნის დიზაინს, რომელიც გვიმარტივებს ონლაინ როტაციას. 

ახლა კი დროა სოფიო დიდბერიძე გაგაცნო, რომელმაც UX კვლევისა და დიზაინის კურსი იმიტომ აიჩია, რომ პროფესიულ საქმიანობაში საიტებზე დიზაინზე მუშაობა დაიწყო, რადგან მიხვდა, რომ Youtube-დან მიღებული ცოდნა საკმარისი არ იყო. Commschool-ის შესახებ კი სრუალად შემთხვევით, LinkedIn-დან გაიგო, კურსს და სილაბუსს გაეცნო და განაცხადიც შემოიტანა.

მანამდე მხოლოდ საბაზისო ცოდნა მქონდა, კურსის განმავლობაში კი საკუთარ პროექტზე მუშაობამ, მომხმარებლის კვლევამ და ანალიზმა ის საჭირო უნარები მასწავლა, რაც უმთავრესია ამ სფეროში მუშაობისთვის.

სოფიო იმასაც ამბობს, რომ კურსი დაეხმარა გაეანალიზებინა თუ როგორ უნდა გაიწეროს პროექტი ტექნიკურად სწორად და რა სახის კვლევების ჩატარებაა აუცილებელი მუშაობის დაწყებამდე.

თუ მანამდე პირდაპირ პროექტის ტექნიკურ ნაწილზე დავიწყებდი მუშაობას, ახლა პროექტის დაწყებამდე კვლევის ბევრ საფეხურს გავდივარ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ ტექნიკურ ნაწილზე მუშაობას

სოფიოს აზრით, ამ კურსის გავლა საჭიროა ყველასთვის, ვინც ციფრულ პროექტებზე მუშაობს, რადგან ციფრული სამყაროს სწრაფი განვითარება მუდმივ სიახლეებს მოიცავს

და ბოლოს, თუ ქომსქულს აირჩევთ ამ კურსის გასავლლად, აქ დაგხვდებათ პროფესიონალების ძალიან კარგი გუნდი

მე კი გეტყვი, რომ კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • ციფრული პროდუქტის შექმნა დიზაინერული აზროვნების მეთოდოლოგიით
  • Მომხმარებლის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება & ანალიზი
  • კვლევიდან მიღებული ინსაითების გათვალისწინებით პროდუქტის კონცეფციისა და დიზაინის შემუშავება/ გაუმჯობესება
  • პროტოტიპის შექმნა
  • Პროტოტიპის გამოყენებადობის ტესტირება და გაზომვა
  • ციფრული პროდუქტის გუნდთან მუშაობა

ასე რომ, გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება