UX Research & Design - საბა გოგოლაძის ფინალური პროექტი

blog-detail-img

იმისათვის რომ საიტზე ინტერაქცია შენთვის მაქსიმალურად სასიამოვნო და მარტივი იყოს უამრავი ადამიანი მუშაობს, მათ შორის კი ერთ-ერთი UX დიზაინერია, რომელიც თვალს ადევენებს თანამედროვე ტენდენტიების, შეისწავლის არსებულ მოთხოვნებსა და რეალობას და ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე ქმნის დიზაინს, რომელიც გვიმარტივებს ონლაინ როტაციას.

ამიტომ თუ UX Research & Design-ით ხარ დაინტერესებული, გეტყვი რომ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა UX Research & Design-ის კურსდამთავრებული, საბა გოგოლაძე გაგაცნო, რომელიც ფინალური პროექტისა და კურსზე მიღებული გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.

საბა ფიქრობს, რომ “ციფრული პროდუქტის შემქნის პროცესში UX research არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც პროდუქტის დასახვეწად და სრულყოფილად ჩამოსაყალიბებლად არის საჭირო“, ამიტომ რამდენიმე წლის წინ ამ სფეროთიც დაინტერესდა, თუმცა საკუთარი ძალებით სწავლის შემდეგ მაინც გამოცდილ მენტორებთან გადაწყვიტა კურსის გავლა:

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკუთარი ძალებით აქტიურად ვიყავი დაკავებული UX Research შესწავლით, თუმცა გარკვეული დროის შემდგომ გადავწყვიტე, რომ საკუთარი სახსრებით ვერ ვახერხებდი უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას და სურვილი მქონდა პროფესიონალი მენტორების მიერ წაყვანილი კურსი გამევლო

დარწმუნებული ვარ იცი, რომ თეორიული ცოდნის მიღმა აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილების ქონაც, რომელიც UX Research & Design-ის კურსზე დავალებების სახით აქვთ სტუდენტებს.

როგორც საბა გვიყვება, მიუხედავად აქამდე არსებული ცოდნისა, კურსის განმავლობაში შექმნილი პრაქტიკული დავალებების ფონზე უკეთ გაერკვია UX დიზაინერის პროფესიაში და ახალი უნარებიც განავითარა.

ჩემთვის ახალი და ძალიან საინტერესო იყო გამოყენებადობის ტესტირებასთან დაკავშირებული რეპორტის შედგენის დავალება, ასევე უკეთ გავიაზრე სკრინერისა და გაიდის სწორი შედგენის ფორმა და მისი როლი კვლევის ეტაპზე

აქვე გეტყვი, რომ კურსის ბოლოს კურსდამთავრებულებს აქვთ საბოლოო დავალება – ფინალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც საბამ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის შექმნილი აპლიკაციის დიზაინზე იმუშავა, რომლის საშუალებითაც ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა გაყიდონ საქართველოში წარმოებული პროდუქცია და სხვადასხვა წარმოებასთან დაკავშირებული პროდუქტი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბამ პლატფორმას დაუმატა  გაფილტვრის სისტემა, რომლის მიზანიც  მომხმარებლებისთვის პროცესის გამარტივებაა, რათა უფრო მოკლე დროში შეძლონ მათ სიახლოვეს არსებული პროდუქციის პოვნა და შეძენა.

"აღნიშნული პლატფორმა დაეხმარებოდა ფერმერებს მოეხდინათ მათი პროდუქტის მარტივი რეალიზაცია, ხოლო მომხმარებლებს - სასურველი პროდუქტის უმოკლეს დროში პოვნასა და შეძენაში. "

აქვე მინდა გითხრა, რომ LinkedIn-ის გამოკითხვის მიხედვით, UX Research & Design N3 უნარ-ჩვევაა, რასაც დღეს ადამიანი უნდა ფლობდეს, ამიტომ არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ საქართველოში UX დიზაინერის საშუალო ხელფასი 2600 ლარია.

კურსის გავლის შემდეგ კი შეგეძლება:

  • ციფრული პროდუქტის შექმნა დიზაინერული აზროვნების მეთოდოლოგიით
  • Მომხმარებლის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება & ანალიზი

  • კვლევიდან მიღებული ინსაითების გათვალისწინებით პროდუქტის კონცეფციისა და დიზაინის შემუშავება/ გაუმჯობესება

  • პროტოტიპის შექმნა

  • Პროტოტიპის გამოყენებადობის ტესტირება და გაზომვა

  • ციფრული პროდუქტის გუნდთან მუშაობა

ასე რომ, გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება