ამბები Digital Product Testing & QA-ის კურსიდან

blog-detail-img

ვფიქრობ, რომ ტესტ გეგმაზე მუშაობის გამოცდილება Junior პოზიციაზე მიღებულ ნებისმიერ დავალებაზე მუშაობაში დამეხმარება

რადგან აქ ხარ, ალბათ უკვე იცი ვინ არის QA ტესტერი, თუმცა თუ არ იცი გეტყვი, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ციფრული პროდუქტის, ნებისმიერი მობაილ თუ ვებ აპლიკაციის ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისად მისი გამართული ფუნქციონირებაა.

ციფრულ პროდუქტებზე კი მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, ამიტომ ისიც არ იქნება გასაკვირი თუ გეტყვი, რომ QA სპეციალისტის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება საქართველოში 3000 ლარია.

ამ ბლოგში კი მინდა Digital Product Testing & QA-ის კურსდამთავრებული, ქეთი სუთიძე გაგაცნო, რომელმაც კომუნიკაციის სფეროდან ციფრული პროდუქტების სფეროში შემოსვლა გადაწყვიტა და მეგობრების რჩევით ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერის პროფესიით დაინტერესდა:

სანამ კურსზე დავრეგისტრირდებოდი, მინიმალური ინფორმაცია მქონდა მოძიებული testing-თან დაკავშირებით. თუმცა, ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ დამოუკიდებლად მიმეღო ის გამოცდილება, რაც კურსის განმავლობაში მივიღე.

ქეთისთვის სალექციო პროცესი საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული იყო, რაც მისი აზრით, ლექტორის დამსახურებაცაა. იგი გვიყვება, რომ ასევე მნიშვნელოვანი იყო სტუდენტების ჩართულობაც, რომლის საშუალებითაც საკითხები მაქსიმალურად ამომწურავი იყო. 

დავალებებზე მუშაობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია ამ კურსში. თეორიულ ცოდნას იყენებ პრაქტიკაში და შემდეგ, ლექტორთან ერთად განხილვის დროს აანალიზებ რა შეცდომები გაქვს, რა გაქვს გამოსასწორებელი და სხვა

თუ არ იცი გეტყვი, რომ კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული საიტისითვის უნდა მოამზადონ ტესტირების გეგმა, ტესტირების დიზაინის ტექნიკები და ტესტ ქეისები. 

ქეთი ფინალურ პროექტთან დაკავშირებითაც გვიზიარებს საკუთარ აზრს და ფიქრობს, რომ კურსის ფარგლებში კარგად დამუშავებული მასალა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ფინალური პროექტის სრულყოფილად შესასრულებლად:

პროექტზე მუშაობამ უფრო მკაფიო გახადა QA ინჟინერის საქმიანობა, გარდა ამისა, გავხდი უფრო თავდაჯერებული და ვფიქრობ, რომ ტესტ გეგმაზე მუშაობის გამოცდილება Junior პოზიციაზე მიღებულ ნებისმიერ დავალებაზე მუშაობაში დამეხმარება

თუ შენც ფიქრობ, რომ ციფრულ სამყაროში შემობიჯება გსურს, ქეთი გირჩევს, რომ Commschool-ს შემოუერთდე:

ვფიქრობ, რომ ეს კურსი მოიცავს ყველა იმ თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, რაც შეიძლება დაჭირდეს Junior Tester-ს. გარდა ამისა, Commschool-ში ჩაბარება ჩემთვის ასოცირდება სიახლეებისკენ სწრაფვასთან და ახალი მეგობრების შეძენასთან, რაც ჩემთვის ძალიან ღირებულია

თუ ქეთის ისტორიის წაკითხვის შემდეგ ხვდები, რომ უფრო მეტად  გსურს ჩაერთო ციფრული პროდუქტების განვითარების პროცესებში და 0-დან ისწავლო ან/და გაიღრმავო არსებული ცოდნა ამ სფეროში, გეტყვი, რომ კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

  • დაგეგმო და წარმართო ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა აქტივობა და ტესტირება
  • შეადგინო ტესტ ქეისები სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის გამოყენებით
  • გატესტო ვებ და მობაილ აპლიკაციები და API
  • შეარჩიო დამხმარე ინსტრუმენტები ტესტირების პროცესის ოპტიმიზაციითვის
  • უზრუნველყო QA პროცესების სწორი ინტეგრაცია პროექტში
  • ეფექტურად უზრუნველყო ხარვეზების მართვა
  • შეასრულო ხელმისაწვდომობის (Accessibility) ტესტირება
  • გამოიყენო Codeless UI ავტომატიზაციის ინსტრუმენტები

აქვე გეტყვი, რომ Digital Product Testing & QA-ის კურსზე მიღება დაწყებულია, მანამდე კი გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ 

ავტორი: ნინიკო ბერიძე

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება