ამბები Digital Product Testing & QA-ის კურსიდან

blog-detail-img

Digital Product Testing & QA-ის კურსის გავლის შემდეგ შემძლია დავგეგმო და წარვმართო ტესტირება, შევადგინო ტესტ ქეისები, გამოვიყენო სხვადასხვა დიზაინ ტექნიკები, გავტესტო ვებ და მობაილ აპლიკაციები, უზრუნველვყო ხარვეზების მართვა და ა.შ.

თუ საკუთარ თავზე არ გამოგიცდია, გაგებული მაინც გექნება, რომ ახალ iOS 16-ს უამრავი ხარვეზი ჰქონდა, რომელთა გამოსწორებაც სწორედ QA ინჟინერის “ტვირთი” არის. უფრო ზუსტად რომ გითხრა, Digital Product Testing & QA არის სფერო, რომელიც აკონტროლებს და ტესტავს ვებ-გვერდის გამართულად მუშაობას. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები კი, პასუხს აგებენ, ციფრული პროდუქტის ხარისხსა და უხარვეზობაზე.

ამ ბლოგში კი მინდა Digital Product Testing & QA-ის კურსდამთავრებული, გიორგი დოლმაზაშვილი გაგაცნო, რომელიც Alumni Club-ის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ კომპანია, Exactpro-ში, Junior QA Engineer-ის პოზიციაზე დასაქმდა. 

გიორგის თქმით,  Digital Product Testing & QA უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა ამ პროფესიის შესწავლა და Commschool-ის კურსდამთავრებულების გუნდსაც შემოუერთდა. გიორგი კურსის შესახებაც გვიზიარებს შთაბეჭდილებებს: 

უშუალოდ სალექციო პროცესი ძალიან საინტერესო იყო თავისი თეორიული მასალითა და პრაქტიკული დავალებებით, ლექტორის დამსახურებით ლექცია მიმდინარეობდა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში, დალვალებების განხილვითა და ყველა კითხვაზე კომპეტენტური პასუხის გაცემით, სიამოვნებით დავესწრებოდი კიდევ ერთხელ!

კურსის ბოლოს სტუდენტები მუშაობენ ფინალურ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული საიტისითვის უნდა მოამზადონ ტესტირების გეგმა, ტესტირების დიზაინის ტექნიკები და ტესტ ქეისები.

გიორგი ამბობს, რომ ფინალურ პროექტზე მუშაობამ კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნის თავმოყრის შესაძლებლობა მისცა:

ფინალურ პროექტზე მუშაობა იყო საკმაოდ შრომატევადი. ჩემთვის ყველაზე შრომატევადი, ყველაზე დასამახსოვრებელი და ასევე ძალიან მნიშნვნელოვანი იყო ტესტირების გეგმაზე მუშაობა, რადგან გეგმაზე მუშაობამ კიდე დამატებითი გამოცდილება შემძინა. კარგი გეგმის ქონა ნიშნავს, რომ შეგიძლია კარგი სტრატეგია დასახო, ეს ორი კი ერთად ნიშნავს რომ შენ შეგიძლია ტესტირების პროცესი ეფექტურად მართო და პროდუქტის ხარისხი უზურნველყო!

გიორგისთვის სალექციო პროცესი საინტერესო და შრომატევადი გამოდგა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით. იგი ამბობს, რომ თავისუფლად შეუძლია დაგეგმოს და წარმართოს  ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა აქტივობა და ტესტირება:

დღეს თავდაჯერებულად შემიძლია ვთქვა რომ ვარ Junior QA Engineer, უკვე რამოდენიმე კომპანიაც კი დაინტერესდა ჩემი რეზიუმეთი

digital product testing & qa
როგორ უნდა გახდე QA ინჟინერი (ტესტერი)?

Digital Product Testing & QA

თუ გიორგის ისტორიის წაკითხვის შემდეგაც გინდა, რომ ჩაერთო ციფრული პროდუქტების განვითარების პროცესებში და 0-დან ისწავლო ან/და გაიღრმავო არსებული ცოდნა ამ სფეროში, გეტყვი, რომ კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

  • დაგეგმო და წარმართო ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა აქტივობა და ტესტირება
  • შეადგინო ტესტ ქეისები სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის გამოყენებით
  • გატესტო ვებ და მობაილ აპლიკაციები და API
  • შეარჩიო დამხმარე ინსტრუმენტები ტესტირების პროცესის ოპტიმიზაციითვის
  • უზრუნველყო QA პროცესების სწორი ინტეგრაცია პროექტში
  • ეფექტურად უზრუნველყო ხარვეზების მართვა
  • შეასრულო ხელმისაწვდომობის (Accessibility) ტესტირება
  • გამოიყენო Codeless UI ავტომატიზაციის ინსტრუმენტები

აქვე გეტყვი, რომ Digital Product Testing & QA-ის კურსზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლია. მანამდე კი გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ 

ავტორი: ნინიკო ბერიძე

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება