ამბები Digital Advertising-ის კურსიდან

blog-detail-img

კურსის განმავლობაში ვისწავლე რეკლამირება სოციალურ ქსელებში, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, ბიუჯეტირება, რეკლამირების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი

თუ შენც გაინტერესებს სოციალური მედია, ხარ მარკეტინგის გუნდის წევრი ან/და საკუთარ ბიზნესს ფლობ და გინდა ისწავლო ციფრული რეკლამირება, მაშინ სწორ ადგილას ხარ, რადგან მინდა Digital Advertising-ის კურსდამთავრებულები გაგაცნო, რომლებიც საკუთარ გამოცდილებებს გაგიზიარებენ.

მარიამი Team Up-ის კონტენტ Lead მენეჯერია. როგორც იცი, კონტენტი ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ტიპია, რაც ბუნებრივია, ციფრულ არხებთან მუშაობასაც გულისხმობს. მარიამი კი სამუშაო პროცესში მიხვდა, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება აღარ აკმაყოფილებდა, ამიტომაც Commschool-ს შემოუერთდა და Digital Advertising-ის კურსის გავლა გადაწყვიტა:

იმის მიუხედავად, რომ ჩვენს კამპანიებზე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ედვერთაიზერები მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ, მივხვდი, რომ ჩემი კომპეტენცია ამ სფეროში საკმაოდ დაბალი იყო და უფრო მეტი ინფორმაცია მჭირდებოდა, რაც გუნდის ეფექტურად მართვაში დამეხმარებოდა

მარიამი სამსახურეობრივ მოვალეობებს დამოუკიდებლად უმკლავდებოდა და ინტერნეტისა და პირადი პრაქტიკის საშუალებით ითვისებდა ციფრულ რეკლამირებას. კურსის გავლის შემდეგ კი ფიქრობს, რომ ყოველი ახალი საკითხი იყო ინსპირაცია, როგორ შეიძლებოდა დაეგეგმა კამპანიები და შესაბამისად, პარალელურად საკუთარ საქმიანობაში გამოეყენებინა:

ედვერთაიზინგის სიღრმისეული ცოდნა მეხმარება უფრო სარგებლიანი ვიყო გუნდისთვის, კამპანიის სტრატეგიები დამოუკიდებლად და თავდაჯერებულად ავაწყო და შევქმნა რეალისტური მოლოდინები

მარიამი თავისი გამოცდილებით თვლის, რომ რეკლამის კარგად მუშაობაში გამბედაობა და პრაქტიკა მნიშვნელოვანია, რადგან მიღებული გამოცდილებით მიხვდები, შენს პრაქტიკაში რა როგორ მუშაობს. ის ასევე გირჩევს, რომ მზად იყო სიახლეებისთვის, მიიღო თეორიული ცოდნა და სასურველი შედეგის მიღებამდე არ შეწყვიტო პრაქტიკაში საკუთარი ცოდნის გატესტვა

ედვერთაიზინგი სუპერ საინტერესო მიმართულებაა, რომელიც სიზუსტისა და კრეატივის ნაზავია. სჭირდება ნებისყოფა, დეტალებზე ორიენტირება და მუდმივი განვითარება, რადგან ციფრული სამყაროს კლიმატი ძალიან სწრაფად იცვლება

მარიამი ამბობს, რომ თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან ურთიერთობის გამოცდილებამ მის მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ყოველი ლექცია იყო მოტივაცია, ციფრული რესურსების თაობაზე მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოეყენებინა საუკეთესო შედეგებისათვის. 

ანა ბახტაძე Drunk Octopus Distribution-ის მარკეტინგის სპეციალისტია. ანას Digital Advertising-ის კურსის გავლამდე ციფრულ რეკლამირებასთან შეხება არ ჰქონია. კურსის გავლის მიზანი კი კომპანიის ცნობადობის გაზრდა და სწორი აუდიტორიისთვის ხმის მიწვდება იყო. 

ანა მიიჩნევს, რომ Commschool-ის კურსის გავლა მნიშვნელოვანი იყო მისი კარიერისთვის. იგი თავის გამოცდილებასაც გვიზიარებს: 

 

კურსის განმავლობაში ვისწავლე რეკლამირება სოციალურ ქსელებში, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, ბიუჯეტირება, რეკლამირების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი

რეკლამის ეფექტურად მუშაობა დამოკიდებულია ბევრ წინაპირობაზე: 

მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სწორად მიაწოდო შენი სათქმელი, ასევე, სწორად შეარჩიო სამიზნე აუდიტორია, გამონახო საკომუნიკაციო გზა შენს აუდიტორიასთან და ბოლოს, შესთავაზო საინტერესო კონტენტი.

სანამ დაგემშვიდობები, მინდა გითხრა, რომ Digital Advertising-ის კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • სარეკლამო სტრატეგიის შედგენა
  • სამიზნე აუდიტორიის ეფექტურად განსაზღვრა
  • ბიუჯეტირება და შეზღუდული რესურსების ოპტიმალურად გამოყენება
  • რეკლამირება ყველაზე დიდ პლატფორმებზე: Facebook, Linkedin, Google
  • დამოუკიდებლად დანერგვა და სარეკლამო ხელსაწყოების გამოყენება
  • ეფექტურობის გაზომვა და ოპტიმიზაცია
  • გაშვებული სარეკლამო კამპანიების სწორი მონიტორინგი და რეპორტინგი (tracking & reporting VIA data studio)

ამგვარად, თუ შენც გინდა 0-დან ისწავლო ციფრული რეკლამირება, შემოგვიერთდი Digital Advertising-ის კურსს 27 ოქტომბერს ვიწყებთ!

ავტორი: ნინიკო ბერიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება