IT ბიზნეს ანალიტიკოსი: პროფესია, უნარები, კარიერული გზა

blog-detail-img

მაშინ, როდესაც ტექნოლოგიების ეპოქა ახალ-ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესი უფრო კომპლექსური ხდება. ამ სირთულეს კი ბუნებრივია, ახალ-ახალი პროფესიების გაჩენა ახლავს თან, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი IT ბიზნეს ანალიტიკოსია. 

ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვი, რომ 2019 წლიდან დღემდე ამ პროფესიაზე მოთხოვნა 11%-ით არის გაზრდილი, საქართველოში კი IT ბიზნეს ანალიტიკოსის საშუალო ანაზღაურება 3500 ლარია.

ამ ბლოგში კი მინდა უფრო დეტალურად გესაუბრო IT ბიზნეს ანალიტიკოსის პროფესიაზე, მის მოვალეობებსა და კარიერული განვითარების  გზაზე.

ვინ არის IT ბიზნეს ანალიტიკოსი?

IT ბიზნეს ანალიტიკოსი ციფრული პროდუქტის (აპლიკაცია, საიტი) განვითარების გუნდის წევრია, რომელიც ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებს ბიზნესსა და IT გუნდს შორის, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იგი ბიზნეს მოთხოვნებს თარგმნის IT სპეციალისტებისთვის გასაგებ ენაზე და პირიქით, ამიტომ მას საქართველოში “ბიზნეს თარჯიმანსაც” უწოდებენ. 

 
IT ბიზნეს ანალიტიკოსის ფუნქცია-მოვალეობები

ბუნებრივია, გარდა თარჯიმნობისა, IT ბიზნეს ანალიტიკოსს სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მოვალეობებიც აკისრია, როგორიცაა:

● ბიზნესის მოთხოვნების განსაზღვრა და აღწერა

● პროდუქტის არსებული მდგომარეობის ანალიზი

● პროდუქტის განვითარების მომავლის განსაზღვრა – ამ ნაწილში IT ბიზნეს ანალიტიკოსი გეგმავს თემატურ შეხვედრებს დაინტერესებული მხარეებისთვის (პროდუქტის დამკვეთი, დეველოპერები და სხვ.), რათა მათთან ერთად გაანალიზოს პროდუქტის სამომავლო განვითარება და ეფექტური კონტროლისთვის ეტაპობრივად მიიღოს უკუკავშირი.

● თითოეული ბიზნეს მოთხოვნის ტექნიკური გუნდისთვის თარგმნა და  პროცესის კონტროლი მათ სრულ შესრულებამდე.

ასე და ამგვარად, IT ბიზნეს ანალიტიკოსის როლი საკმაოდ საპასუხისმგებლოა, თუმცა დამეთანხმები, რომ კარიერულ გზაზე არსებულ სირთულეებთან გამკლავების პროცესი ყოველთვის დიდი წარმატებისკენ გიკვალავს გზას.

უნარ-ჩვებები

მართალია, IT ბიზნეს ანალიტიკოსზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ საქართველოში კვალიფიციური კადრების რაოდენობა მცირეა. ამიტომ, თუ ფიქრობ, რომ ამ სფეროში განვითარება და წარმატების მიღწევა გსურს, მაშინ ისეთი უნარებიც უნდა გქონდეს, როგორებიცაა: 

● ანალიტიკური აზროვნება

● გადაწყვეტილების მიღების უნარი

● პრობლემის გადაჭრის უნარი 

კარიერული განვითარება

რაც შეეხება კარიერულ განვითარებას, IT ბიზნეს ანალიტიკოსის კარიერული გზა სწორხაზოვანი ნამდვილად არ არის და რადგან მას საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს გუნდთან, ეს ერთგვარი მობილობის საშუალებას აძლევს ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა Product Owner, Project Manager და ა.შ 

ამიტომ თუ ფიქრობ, რომ ისეთი პროფესია უნდა აირჩიო, რომელიც სხვადასხვა მხარეს მოგზაურობის შესაძლებლობას მოგცემს, ვფიქრობ IT Business Analysis შენთვისაა. გარდა ამისა, ეს სფერო შენგან მხოლოდ ციფრული პროდუქტების შექმნისა და მისი მართვის პროცესის მიმართ ინტერესს მოითხოვს.

ავტორი: თათა ვახტანგაშვილი

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება