Commschool-დან Maverik-ში - ბექა მათიაშვილის კარიერული განვითარების გზა

blog-detail-img

ამ ბლოგში Content Management-ის  კურსდამთავრებულზე, ბექა მათიაშვილზე მინდა გიამბო, რომელიც Alumni Club-ის ფარგლებში კარიერულ განვითარებას კრეატიულ სააგენტო Maverik-ში განაგრძობს. 

უკვე სამი დღეა სტაჟირებას გავდივარ და მიღებული ცოდნის რეალიზება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. აქ არსებული გარემო კი ჩემი განვითარების ტემპს ზრდის, რაც საოცრად სასიამოვნოა.

ბექამ კურსის ფარგლებში თავისი შესაძლებლობების გამოსაცდელად ფინალურ პროექტზე იმუშავა, რომლის ფარგლებშიც განსხვავებული კონცეფციის მქონე ბრენდი, აკათისტო შექმნა.

ფინალურ პროექტზე მუშაობისას თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი. კურსის მიმდინარეობისას შესრულებული დავალებების შეჯამება სწორედ ფინალური პროექტი გახლდათ, რამაც ყველაზე მნიშვნელოვანი - თავდაჯერება შემძინა და ამავდროულად, მიღებული სქილების რეალიზებაში/განვითარებაში დამეხმარა.

ინდივიდუალურობა, შემოქმედებითობა, იდეებისა და ინიციატივების განხორციელების უნარი კონტენტ კრეატორისთვის უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევებია. სამუშაო გარემო, რომელიც შენს ფასეულობებთან ჰარმონიაშია, აუცილებელია პროფესიონალისთვის. ბექას  თქმით, სწორედ ქომსქულია ადგილი, სადაც თითოეული სტუდენტის შესაძლებლობებს სწორ მიმართულებას აძლევენ და მუშაობის პროცესს კომფორტულს ხდიან.  

ეს არის გარემო, სადაც ისწავლი პროფესიონალებისგან, იქნები თავისუფალი, შეინარჩუნებ ნიშას და გეცოდინება, როგორ მისცე კრეატიულ იდეებს სწორი მიმართულება

Content Management-ის კურსი, რომელზეც ბექა საუბრობს, განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს სოციალური მედია და ამ სფეროში ხედავს საკუთარ თავს, ვისაც აქვს საკუთარი ბრენდი ან ემუშავება სხვადასხვა ბიზნესს.

პროგრამის განმავლობაში მიიღებ საჭირო ცოდნას იმისთვის, რომ კონტენტ კამპანია შექმნა ნებისმიერ იდეაზე, სასურველ ბრენდზე / კომპანიაზე / სტარტაპზე, რომელსაც ექნება მთავარი მესიჯი, Background, Tone of Voice და Insight. რაც მთავარია, ისწავლი, როგორ ჩაუშვა იგი სხვადასხვა სოციალურ მედია არხში და გაეცნობი თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებულ განსხვავებულ მიდგომას. 

თუ შენც ჩაგითრია მარკეტინგის „ბრჭყვიალა, მიმზიდველმა და დაუსრულებელი შესაძლებლობების“ სამყარომ, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო, დიდხანს ნუ იყოყმანებ, Commschool-ში გელოდებით Content Management-ის კურსზე!

ავტორი: თაკო სიხარულიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება