5 მიზეზი რატომ უნდა ისწავლო Digital Product Testing & QA

blog-detail-img

თუ გაქვს მოტივაცია, გადადგა პირველი ნაბიჯები IT სამყაროში ან უკვე საქმიანობ ამ მიმართულებით და გსურს ახალი უნარები შეიძინო, ან თუ გაქვს სურვილი, ჩაერთო ციფრული პროდუქტების განვითარების პროცესში და 0-დან შეისწავლო ან/და გაიღრმავო არსებული ცოდნა, მაშინ ეს ბლოგი შენთვის საინტერესო იქნება, რადგან აქ იპოვი მიზეზებს, რის გამოც Digital Product Testing & QA შენთვის ღირებული იქნება.

მოთხოვნადია

ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, ადამიანი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს, დღეში დაახლოებით, შვიდ საათს,  ონლაინ სივრცეში ატარებს, სწორედ აქ  გეგმავს და ახორციელებს ონლაინ შეხვედრებს, ვაჭრობს, იძიებს, განათავსებს ინფორმაციას და სწავლობს, ამიტომ  მნიშვნელოვანია, რომ ეს ოპერაციები სწრაფად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდეს.

პროდუქტის შექმნის პროცესში კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიცია პროგრამის უზრუნველყოფის ინჟინერია, რადგან სწორედ იგია ციფრული პროდუქტის მარტივ, შეუფერხებელ და სასიამოვნო მოხმარებაზე პასუხისმგებელი პირი. QA ინჟინერის მთავარი მოვალეობაა, გამოიკვლიოს და შეისწავლოს რამდენად გამართულად მუშაობს პლატფორმის თითოეული ფუნქციონალი.

მაღალანაზღაურებადია

კარგი ანაზღაურება, ალბათ, QA ინჟინერის ერთ-ერთი მომხიბლავი მხარეა:  2021 წელს ინფორმაციული ტექნოლოგიები ყველაზე ანაზღაურებად სფეროდ იქნა მიჩნეული, ციფრული პროდუქტების მიმართულებით კი საქართველოში ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციაზე საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 3000 ლარია; ხოლო თუ ფრილანს პლატფორმებსაც გამოიყენებ, კიდევ უფრო გაზრდი შენს შემოსავალს, მაგალითად, Upwork-ზე QA ინჟინერის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 25 დოლარია.

მზარდია

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სერვისების ბაზარზე 2021 წელს რეკორდული ზრდის ტემპი 11,92% დაფიქსირდა, ამასთანავე, 2025 წლამდე მოსალოდნელია ბაზრის 34,49 ბილიონი დოლარით ზრდა.

გამოწვევებითა და კრეატიულობითაა სავსე

თუ “ტონუსში” ყოფნა და სიახლეები გსიამოვნებს, მაშინ ეს პროფესია შენთვისაა, რადგან სამუშაო პროცესში მუდმივად ახალი რაღაცების ძიება და პრობლემების გადაჭრა მოგიწევს,  რაც მარტივი საქმე არაა, მაგრამ გარკვეულწილად შენგან კრეატივსაც მოითხოვს.

ხელმისაწვდომია

საერთო ჯამში, რა მიზნითაც არ უნდა გინდოდეს Digital Product Testing & Qa-ის შესწავლა, ერთი რამ უცვლელია: მის შესასწავლად მხოლოდ ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნაა საჭირო. საკმარისია, ამის სურვილი და ცოდნის მისაღები კარგი წყარო გქონდეს. ამ მხრივ კი შეიძლება შენთვის Commschool-ის Digital Product Testing & QA-ის კურსი საინტერესო აღმოჩნდეს.

კურსის ფარგლებში ისწავლი:

  • როგორ დაგეგმო და წარმართო ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა აქტივობა და ტესტირება
  • შეადგინო ტესტ ქეისები სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის გამოყენებით
  • გატესტო ვებ და მობაილ აპლიკაციები და API
  • შეარჩიო დამხმარე ინსტრუმენტები ტესტირების პროცესის ოპტიმიზაციითვის
  • უზრუნველყო QA პროცესების სწორი ინტეგრაცია პროექტში
  • ეფექტურად უზრუნველყო ხარვეზების მართვა
  • შეასრულო ხელმისაწვდომობის (Accessibility) ტესტირება
  • გამოიყენო Codeless UI ავტომატიზაციის ინსტრუმენტები

რაც მთავარია, კურსის გასავლელად არანაირი წინაპირობა არ გჭირდება და ამ ყველაფრის ათვისებას 42 საათიან ლექციაში მოახერხებ, რაშიც ლექტორი ბექა  საზუაშვილი დაგეხმარება. ბექას ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს, ამჟამად კი ტესტირების გუნდს ხელმძღვანელობს Digital Area-ში 

ამდენად, თუკი Digital Product Testing & QA-ის შესწავლა შენთვის საინტერესო ჩანს და ამ მიმართულებით ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა გინდა, შემოგვიერთდი 

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება