ტერაბანკის რედიზაინი - ნინო მახოშვილის ფინალური პროექტი

blog-detail-img

ყველას ვურჩევ COMMSCHOOL-ს, რადგან 100%ით გაამართლა ჩემი მოლოდინები.

გრაფიკული დიზაინერი ხელოვანია, რომელიც ვიზუალურ კონტენტს კონკრეტული შეტყობინების კომუნიკაციისათვის ქმნის. წარმატებული პროექტის განსახორციელებლად მას უნდა შეეძლოს დიზაინის მიზნის კარგად გააზრება, თუ რას ემსახურება ის და რა მესიჯი უნდა მიიტანოს მომხმარებლამდე.

ეს კარგად იცის ნინო მახოშვილმა, ჩვენმა კურსდამთავრებულმა, რომელმაც Commschool-ის პროგრამა Graphic Design for Beginners წარმატებით დაასრულა, კურსის ბოლოს კი დამოუკიდებელ პროექტზე, ტერაბანკის რედიზაინზე იმუშავა.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი გარემოა შექმნილი ქომსქულში იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეალური ცოდნის მიღება უნდათ და აქვთ ამის სურვილი. დაწყებული არაჩვეულებრივი, პროფესიონალი ლექტორით, დამთავრებული პროგრამის ორგანიზატორებით, რომლებიც ყველაფერში გვერდით გვედგნენ და გვეხმარებოდნენ, რაც სწავლის პროცესს კომფორტულსა და მოქნილს ხდიდა - ამისთვის უდიდესი მადლობა თითოეულ მათგანს.

პირველი, რის გამოც ნინო კონკრეტულად ქომსქულში სწავლაზე დაფიქრდა, იყო არაერთი კომპეტენტური ადამიანისგან გაწეული რეკომენდაცია. ამას დაემატა ის ფაქტი, რომ კურსის კომფორტულად გავლა შეეძლო ონლაინ, რაც მისი დატვირთული რეჟიმისთვის იდეალური აღმოჩნდა. 

ყოველთვის მინდოდა ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პროფესიონალი, საკუთარი საქმის კარგად მცოდნე ადამიანებისგან რჩევების მიღება, გამოცდილების გაზიარება. რაღაც დონეზე მქონდა შეხება და გარკვეული გამოცდილებაც, თუმცა ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო საკმარისი და ვეძებდი ისეთ სასწავლებელს, რომელიც მომცემდა საშუალებას, ცოდნა გამეღრმავებინა და სრულიად ახალ საფეხურზე გადავსულიყავი. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ქომსქული, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, ცოდნის სხვა საფეხურზე გადამიყვანა. მივხვდი, აქ მოსვლამდე რამდენი რამ არ მცოდნია.

გაინტერესებს, რა ხდის გრაფიკული დიზაინის კურსს Commschool-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროგრამად? იგი დასაქმების მაჩვენებლით, კურსდამთავრებულთა კმაყოფილების დონით (100%) და ლექტორების პროფესიონალიზმით სრულიად აჭარბებს მოლოდინებს. 

კურიკულუმი სამ ნაწილად იყოფა: Adobe Photoshop-ის სწავლა, Adobe Illustrator-ის დახელოვნება და ბოლოს რებრენდინგზე მუშაობა, რის შედეგადაც, როგორც ნინო ამბობს, ნებისმიერი დავალების შესრულებაა შესაძლებელი, დაწყებული ტექნიკური მხრიდან, დამთავრებული იდეების გენერირებით. ნინო განსაკუთრებით მადლიერია კურსის განმავლობაში მენტორისაგან მიღებული რჩევებისა და გაზიარებული გამოცდილების გამო:

ლექტორი გვიზიარებდა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, დიზაინის სფეროში არსებულ თანამედროვე ტრენდებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას. ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული იყო ჩემთვის ის, რომ საკუთარი გამოცდილების და წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის საფუძველზე გვასწავლიდა ის ყველაფერს.

კურსის გამორჩეული ნაწილია ფინალურ პროექტზე მუშაობა. იგი Commschool-ის თითქმის ყველა სტუდენტისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, როგორც კარიერული, ასევე პიროვნული განვითარების ჭრილში. ეს გამოცდილება გაძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკაში გამოავლინო შენი უნარები და მოემზადო სამომავლო გამოწვევებისთვის. ამაზე ნინოს პროექტიც მეტყველებს, რომლის ფარგლებშიც ტერაბანკის ახალი დიზაინი ქართულ ბაზარს ოსტატურად მოარგო. 

ფინალურ პროექტზე მუშაობა განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა, რადგან უნდა გვემუშავა უკვე ჩამოყალიბებული და ცნობადი რომელიმე ბრენდის რედიზაინზე, რაც საკმაოდ რთული ამოცანა იყო, ვინაიდან აქამდე ასეთი სირთულის პროექტზე არ მიმუშავია. პროექტის ყველა დეტალი უნდა გათვალო და გაიაზრო, მოძებნო საჭირო რესურსები ინტერნეტში, მერე შენს იდეებს და კონცეფციას მოარგო, სტილისტურად და აზრობრივად გამართო. თან აქამდე ამის გამოცდილება არ მქონია და ძალიან დიდი მონდომებით შევუდექი საქმეს. ლექტორის რჩევები და მითითებები ძალიან დამეხმარა და შედეგიც მივიღე.

ნინომ ასევე აღნიშნა Commschool-ის გუნდი და ადმინისტრაცია, რომლის ყოველი წევრი მუდამ მზადაა, დაგეხმაროს განვითარებაში – როგორც პროგრამის მსვლელობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგაც. 

ადმინისტრაციას რაც შეეხება 10 ქულით შევაფასებ, ძალიან კმაყოფილი ვარ მათი ყურადღებით და ოპერატიულობით. განსაკუთრებული მადლობა ლანას, რომელიც მუდამ მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ვისთვის არის გრაფიკული დიზაინის კურსი? მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს გრაფიკული დიზაინი 0-დან, გადადგას პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში და დამოუკიდებლად შეძლოს შემდგომი განვითარება. ასე რომ, თუ საერთოდ არ გქონია შეხება გრაფიკულ დიზაინთან, თუმცა გაქვს დიდი სურვილი და მოტივაცია, რომ შეისწავლო დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია, დიდიხანს ნუ შეყოვნდები. პროგრამის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

გელოდებით გრაფიკული დიზაინის კურსზე! ქვემოთ ბმულს გიტოვებ და აბა, წარმატებები!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება