COMMSCHOOL-ში დაწყებული წარმატების ისტორიები – ამბები Content Management-ის კურსიდან

blog-detail-img

Content Management-ის კურსის თითოეული ლექცია სამ საათიანი თავდავიწყება იყო. შემოქმედებისთვის ნამდვილი სიამოვნების კორიანტელია.

იცოდი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში შთაგონების გაჩენისთვის ძალიან ხშირად კონტენტ კრეატორებს უნდა უმადლოდე? ყოველ ჯერზე, როდესაც სოციალურ ქსელში სქროლვისას თვალს რაღაც მოგწყვეტს, ყოველ ჯერზე, როდესაც შენს ყურადღებას სახასიათო დეტალი მიიპყრობს, გახსოვდეს, რომ ინტერესის ნაპერწკალი შენში სწორედ ბრენდის კონტენტ კამპანიამ ააგიზგიზა. 

ჩვენთან, Commschool-ში, მიგვაჩნია, რომ კონტენტია ყველაფერი და კონტენტია ყველგან. შესაბამისად, დაგეგმილი კონტენტით ბევრი დიადი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი, მთავარია მიზანს მოახვედრო. როგორც კონტენტ მენეჯმენტი კურსის ლექტორი, ლიანა მეტრეველი ამბობს: 

მხოლოდ უხილავი იდეის იმედად ვერ ვიქნებით. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ფიქრის პატერნის ჩამოყალიბება, იმ ბრენდის სიღრმისეულად შესწავლა, რომლისთვისაც მუშაობ. იდეის მოსვლას ნამდვილად ვერ გააკონტროლებ, მაგრამ შეგიძლია გააკონტროლო გზა, რომლითაც ამ იდეამდე მიხვალ.

ჰოდა, მოემზადე, შემოგვიერთდები თუ არა, ამ გზის გაკვალვის პროცესში მარტო აღარ იქნები. მნიშვნელობა არ აქვს, რა არის შენი მოტივაცია – საკუთარი ბრენდის კონტენტ სტრატეგიის შექმნა გსურს, სოციალურ მედია არხს მართავ და ინსპირაციას ეძებ, პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადები ციფრულ მარკეტინგში თუ კიდევ რაიმე სხვა – თუ კონტენტის შემოქმედთა სამყაროს ნაწილი გინდა გახდე, შენი ისტორიის დასაწყებად უკეთეს ადგილს ვერ იპოვი. 

თუმცა, სანამ შენს ისტორიაზე გადავალთ, ალბათ დაგაინტერესებს, სხვებისაც მოისმინო. იმ ადამიანების, რომლებმაც ერთ დროს გაბედეს, ყველაფერი 0-დან დაეწყოთ, დღეს კი, მზად არიან, საკუთარი წარმატება გაგვიზიარონ და Commschool-ის მხარდაჭერის შესახებაც გვესაუბრონ.

ჩვენი კურსდამთავრებული, სალომე ვეკუა, ყველა დამწყებ შემოქმედს ურჩევს, არ ინერვიულონ გამოცდილების სიმცირის გამო. მისი აზრით, მთავარია, გქონდეს საკუთარი თავისა და იმ პროფესიონალი ადამიანების ნდობა, რომლებიც მზად არიან, დაგეხმარონ გამოწვევების გადალახვაში. 

თუ მოცემულ საქმეში ახალბედა ხართ და ამ ზღვაში ცურვას ახლა სწავლობთ, თამამად გეტყვით, რომ ქომსქული თქვენი მაშველია, რომელიც არა თუ გადაგარჩენთ, არამედ ცურვას გასწავლით. თავდაპირველად ძალიან ბევრი კითხვა შეგაწუხებთ, მაგრამ პასუხებს, ლექციების, დავალებებისა და საოცარ ლექტორთან ინტერაქციის დროს იპოვით, რადგან ქომსქულში ყველაფერია იმისთვის, რომ თქვენ არაფრისგან ყველაფრის შექმნა ისწავლოთ.

ნინი ფაცაციას აზრით კი, ამ პროგრამის მსგავსი, თავისი ხარისხითა და სტრუქტურით, მარტივად არ მოიძებნება. სწორედ ამიტომ, დარწმუნებულია, რომ კურსის განმავლობაში მიღებული გამოცდილება მალე აისახება დაგეგმილი პროექტების შედეგებში მისი კარიერის გზაზე.

ძალიან რთულია დღეს იპოვო ასეთი სრულყოფილი და მოწესრიგებული კურსი, სადაც ყოველი ლექცია ისეთი დრაივია, რომ მთელი კვირა, სადაც და რა სიტუაცუაშიც არ უნდა იყო, შემოქმედებითი იდეები თან დაგყვება. ლექცია რომ მთავრდება, იმ ღამესვე იწყება იდეებიის ფორმირება, არღვევ ჩარჩოებს, თავს აძლევ უფლებას ფრთები გაშალო. იდეები შეიძლება აქამდეც მომდიოდა, მაგრამ ამ კურსმა მასწავლა ეს იდეა როგორ არ უნდა გავატანო ქარს და შევძლო მისი სწორად მიტანა აუდიტორიამდე.

ფინალური პროექტი რეალურ პროექტს მაქსიმალურად მიმსგავსებული ელემენტია, რომელზეც „ქომსქულელები“ კურსის ბოლოს მუშაობენ, საკუთარი თავსა და შესაძლებლობების გამოსაცდელად. ნინო ყანჩაველიც Content Management-ის კურსდამთავრებულია, რომელიც კურსის გავლამდე თვლიდა, რომ „კონტენტის სამყაროსგან“ შორს იყო, პროგრამის დასრულების შემდეგ კი, საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ განსხვავებული background-ისა და შიშების მიუხედავად, შეეძლო რაღაც არაჩვეულებრივის შექმნა. 

პირველ ლექციაზე ვთქვი, სხვა პლანეტიდან ვარ, ძალიან შორს კონტენტის სამყაროსგანთქო, მაგრამ კურსის დასრულებისას მივხვდი, რომ ზუსტად იმ პლანეტაზე ვარ, სადაც უნდა ვიყო. Commschool-მა მომცა მთავარი, თვითრწმენა და მოტივაცია. თუ გგონია, რომ რაღაცას ვერ შეძლებ, არ გაქვს საკმარისი აკადემიური ცოდნა ან თუნდაც მდიდარი და კრეატიული ფანტაზია კონტენტის კეთებისთვის, ეს კურსი ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა მოხვდე.

ნინომ ფინალური პროექტი კომპანია “თამაშობანასთვის” გააკეთა, საბოლოოდ კი მის გუნდსაც შეუერთდა. აქვე მის ფინალურ პროექტსაც გაჩვენებთ:

ფინალური პროექტის სახით უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო ელენე საბიაშვილმაც,  რომელმაც ვაქცინაციის თემაზე კონტენტ კამპანია შექმნა და კონტენტი სხვადასხვა სოციალურ არხში ჩაშალა. მისთვის „ქომსქულელობა“ დაკავშირებულია პასუხისმგებლობის გრძნობასთან და უდიდეს სიამაყესთან, რომელსაც დამსახურებულად განიცდის. 

ყველგან ვიტყვი, რომ საუკეთესო კურსია, რაც ბოლო დროს გავიარე. დაღლილი დღის ბოლოს, როცა მეგონა, არაფრის ძალა არ მქონდა, სამსაათიანი ლექცია ისე მთავრდებოდა, დამშვიდობება მიძნელდენოდა. კურსის განმავლობაში დავიმუხტე დადებითი ენერგიებით, ვისწავლე ბევრი ახალი რამ და ბევრიც გავიხსენე. და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პროდუქტიულად, შემოქმედებითად ვიგრძენი თავი და მომემატა პროფესიული თავდაჯერებულობა.

ელენეს თქმით, ფინალურ პროექტზე მუშაობა მისთვის, ემოციური, მაგრამ ამავდროულად საპასუხისმგებლო და საინტერესო იყო. აქვე მის პროექტსაც შეგიძლია თვალი გადაავლო:

თუმცა, ჩვენი კურსდამთავრებულები ყველაზე დიდი ენთუზიაზმით ხშირად სწორედ იმ გარემოზე გვესაუბრებიან, სადაც ეს ორი თვე გაატარეს. იმ ადამიანებზე, რომლებიც განვითარების გზაზე მათთან ერთად დგამენ ნაბიჯებს, იმ გუნდზე, რომლის წევრნიც გახდნენ. Commschool ის ადგილია, სადაც შეუძლებელი არაფერია, თუ გაქვს მონდომება. როგორც კონტენტის კურსდამთავრებული, დავით მიგინეიშვილი, გეტყოდა:

ქომსქული საკუთარი თავთან დაახლოების, თავიდან აღმოჩენის, შესწავლის, მოტივაციის ერთი დიდი წყაროა. ადგილია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ქმნის შესაძლებლობებს და გიბიძგებს, რომ ის, რაც წარსულში არ გამოვიდა, ახლიდან - ახალი შემართებით დაიწყო. ეს კურსიც ზუსტად ესაა. საოცარი გარემო, რომელსაც ქომსქულის მთლიანი გუნდი ავსებს, გაკეთებინებს პირდაპირი მნიშვნელობით ჯადოქრობებს. გარწმუნებს, რომ ის, რაც (იდეაში) არ შეგეძლო, თურმე ყველაზე მაგრად გამოგდის, თურმე შენი ყველაზე დიდი შესაძლებლობაა.

თუ შენც თვლი, რომ ამ გუნდის წევრობა გამოგადგება, მოდი, Content Management-ის პროგრამაზეც გეტყვი ერთ-ორ სიტყვას. კურსზე მიმოვიხილავთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმებს (facebook, instagram, tiktok, youtube), განვიხილავთ კამპანიებს, სად, რომელ არხში რა ენითაა ლაპარაკი მიზანშეწონილი, ვისმენთ ერთმანეთის აზრს, ვდაობთ გემოვნებაზე და ა.შ. რაც მთავარია, ერთმანეთში და ირგვლივ ყველაფერში ვეძებთ და ვპოულობთ ინსპირაციას. ვსწავლობთ, როგორ უნდა ვმართოთ იგი სწორი გზით. 

კურსის ბოლოს კი გექნება იმდენი ცოდნა, რომ ნებისმიერ იდეაზე, სასურველ ბრენდზე/კომპანიაზე/სტარტაპზე გააკეთებ კონტენტ კამპანიას, რომელსაც ექნება მთავარი მესიჯი, ბექგრაუნდი, tone of voice, ინსაითი. ისწავლი, როგორ ჩაუშვა იგი სხვადასხვა სოც. არხში, სპეციფიკური მიდგომით. პროგრამის დამთავრების შემდეგ, ამაყად შეგეძლება, თქვა, რომ შენს კომპეტენციებში შედის:

ამასთან ერთად, იცოდი, რომ შენი და Commschool-ის ურთიერთობა კურსის დასრულებასთან ერთად არ შეწყდება? ჩვენთან მოქმედებს Alumni Club. ეს არის კლუბი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებული ავტომატურად ხვდება Commschool-ის ნებისმიერი კურსის გავლის შემდეგ. იგი ეხმარება კურსდამთავრებულებს მათთვის მისაღები და საინტერესო ვაკანსიის მოძებნაში, ასევე უქმნის სტაჟირების გავლის შესაძლებლობებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიაში.

აქვე ჩვენი კლუბის ერთ-ერთ წევრს, ელენე გოგშელიძეს გაგაცნობ. ელენემ მეგობრის რეკომენდაციით დაიწყო ჩვენთან სწავლა, მანაც არაერთ თავის მეგობარს მოაგნებინა გზა ჩვენკენ, ბოლოს კი თავადვე შეუერთდა Commschool-ის მარკეტინგის გუნდს და ჩვენთან ამჯერად პროფესიულ განვითარებას განაგრძნობს.

Commschool-მა პირდაპირი მნიშვნელობით სრულად შეცვალა ჩემი კარიერული მიმართულება, გამხადა უფრო თავდაჯერებული, აღმოვაჩინე ჩემში ისეთი უნარები, რაც აქამდე არც ვიცოდი, რომ მქონდა. Commschool-ის დახმარებით, კურსის გავლიდან ზუსტად სამ კვირაში საფინანსო ინსტიტუტიდან სრულად გადავედი მარკეტინგში. კითხვაზე, რატომ ვურჩევ სხვებს აქ სწავლას, პასუხი მარტივია – აქ ხარისხი და პროფესიონალიზმი გაერთიანებულია პატარა, მაგრამ საოცრად ყურადღებიან გუნდში

მე კი, საბოლოოდ გირჩევ, ნუ დაყოვნდები, შემოგვიერთდი კონტენტ მენეჯმენტის კურსზე. ქვემოთ ბმულს გიტოვებ და „აბა, წარმატებებით“ დაგემშვიდობები!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება