COMMSCHOOL-ში დაწყებული წარმატების ისტორიები – ამბები UX Research & Design-ის კურსიდან

blog-detail-img

ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც წაუშლია მოუხერხებელი აპლიკაცია, დაუტოვებია დამაბნეველი ვებ-საიტი… დღევანდელ ბაზარზე მხოლოდ ის ციფრული პროდუქტები ინარჩუნებენ რელევანტურობას, რომლებიც მაქსიმალურად არიან მორგებულნი ადამიანების მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, User Experience-ზე, ანუ ადამიანის გამოცდილებაზე დაკვირვება, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია წარმატებისთვის. გასაკვირი არ არის, რომ Forrester-ის რეპორტის, „The Six Steps For Justifying Better UX”, მიხედვით, UX დიზაინში დახარჯული ყოველი 1 დოლარი  100$-ად ბრუნდება კომპანიაში. 

ამ ფონზე, UX დიზაინერს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. მის ერთ გადაწყვეტილებას შეუძლია, კომპანია დავიწყებას მისცეს, ან პირიქით, ბაზრის ლიდერად აქციოს. ამ ადამიანების გარეშე, ჩვენი ონლაინ სივრცე ერთ ღამეში გახდებოდა ხარვეზიანი და არაკომფორტული. ზუსტად ეს გარემოება აყალიბებს UX Research & Design-ის სფეროს კარიერად, რომლის ხელიდან გაშვებაც არ მოგინდება.

თუ გაინტერესებს, საიდან დაიწყო, შენთვის იდეალური გამოსავალი მაქვს: COMMSCHOOL-ის UX Research & Design-ის კურსზე საჭირო შთაგონებას იპოვი. პროგრამა გათვლილია დამწყები UX დიზაინერებისთვის, UI დიზაინერებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ციფრული პროდუქტის შექმნაში (პროდუქტის ოუნერები, პროექტის მენეჯერები და ა.შ.). ამას გარდა, კურსი მათთვისაცაა, ვისაც თუნდაც კვლევის მიმართულებით ჰქონია გამოცდილება, ან დიზაინთან ჰქონია შეხება და ახლა უნდა, რომ თანამედროვე ციფრული პროფესია ისწავლოს. 

სამი თვის განმავლობაში მოივლი UX პროცესების სრულ ციკლს – მიიღებ ცოდნას მიზნის ჩამოყალიბებისა და პროექტის დაგეგმვის, ასევე აუდიტორიის განსაზღვრისა და ევრისტიკებით კონკურენტის კვლევის შესახებ. ამასთან ერთად, შენს კომპეტენციაში შევა ინტერვიუების ჩატარება (სკრინერის შექმნა, გაიდის მომზადება), პერსონების შექმნა, story board-ის, პროტოტიპის შექმნა, ტესტირება (სკრინერი, გაიდი, ტექნიკური მომზადება) და პრეზენტაციადაგროვილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების წყალობით, კურსის ბოლოს თავისუფლად შეგეძლება:

თუ კიდევ დაგრჩა რაიმე სახის ეჭვი, მინდა გაგახარო, რომ ბლოგის ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავდივართ. იმედია, წარმატების ისტორიები, რომელთაც ჩვენი კურსდამთავრებულებისგან მოისმენ, დარჩენილ კითხვებზეც გაგცემს პასუხებს.

თუ არ იცოდი, გეტყვი: სტუდენტები ქმნიან ფინალურ პროექტს, რომელიც მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანასა და რეალური ამოცანების გადაჭრას ემსახურება. ჩვენი ერთ-ერთი კურსდამთავრებულის, ნატა ნოზაძის, პროექტი სამოგზაურო აპლიკაციის პროტოტიპია –  “მოიარე, შეიგრძენი, დაასკანერე საქართველო”. ნატას თქმით, კურსისა და ფინალური პროექტის დახმარებით მან მომხმარებლის საჭიროებების ობიექტურად შეფასებისა და აღმოჩენის უნარები შეიძინა:

დიზაინერისთვის ძალიან მარტივია, მიჰყვეს საკუთარ შეხედულებს და გადაავიწყდეს მთავარი აუდიტორია – მომხმარებელები. ჩემთვის ეს კურსი ზუსტად იმ გზაზე დამაბრუნებელი იყო, სადაც ჩემს სუბიექტურ აზრს ბევრად ნაკლები მნიშნელობა აქვს, ვიდრე მათ აზრს, ვისთვისაც პროდუქტს ვქმნი.

 

ირაკლი ჭუმბურიძემ კი თავის ფინალურ ნაშრომში ცხოველთა ტინდერი, „გარიგება“ აქცია ციფრულ პროდუქტად. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი დადებითი ფაქტორი ირაკლისთვის სწორედ ის იყო, რომ შეძლო, მთელი UX პროცესი პრაქტიკაში გადმოეტანა:

ამ კურსში მთავარი ვფიქრობ ისაა, რომ ერთი პროექტის ყველა ეტაპს თავიდან ბოლომდე გადიხარ ისე, როგორც ჩვეულებრივ გადის UX მკვლევარი/დიზაინერი. იღებ პროფესიულ რჩევებს და უფრო ადვილია სირთულეების თავის გართმევა. ხედავ, საიდან იწყებ და სად მიდიხარ.

რაც შეეხება მარიამ ახალაძეს, მან სწავლის პირველივე კვირას აირჩია, შეემუშავებინა აპლიკაცია წიგნის მოყვარულთათვის – “SHELTONS”. მარიამის თქმით, დიზაინერისათვის შესაფერისი ხედვის ჩამოყალიბებაში დაეხმარა სწავლის პროცესში სწორად შერჩეული გარემო და საკუთარი საქმის პროფესიონალი პირების ჩართულობა.

Commschool-ში იღებ მაქსიმალურ ცოდნას და, რაც ყველაზე მთავარია, ინფორმაცია, რომელსაც გაწვდიან ლექტორები, მხოლოდ და მხოლოდ თეორია არ არის - თვითონ ხედავ პრაქტიკაში რა, როგორ მუშაობს. ამას დამატებული თვითონ ლექტორების გამცდილებაც ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.

ანი იაშვილმა კი შექმნა “Momo” – აპლიკაცია, რომელიც ქალაქის ერთი პუნქტიდან მეორეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გამგზავრებისას ყველა მარშრუტსა და მიმართულებაზე ინფორმაციას მოგაწვდის. კითხვაზე, ვის ურჩევდა პროგრამაზე შემოერთებას, ანი პასუხობს:

Commschool-ის დიზაინის კურსი იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურთ, გამოსცადონ ციფრული პროდუქტის თავიდან ბოლომდე შექმნის პროცესი, რომლის პარალელურადაც ასევე მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას UX კვლევებისა და დიზაინ პრინციპების შესახებ.

კიდევ ერთმა კურსდამთავრებულმა, თამარ გვერდწითელმა, ფინალური პროექტის სახით იმუშავა აპლკაციაზე, რომელიც დაკარგული ცხოველების პატრონებს სავარაუდო მპოვნელებთან, ხოლო ცხოველების გამჩუქებლებს მჩუქებლებთან აკავშირებს. თამარი ამბობს, რომ მუშაობის პროცესი მისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა: მოახერხა, პრაქტიკაში გადმოეტანა კურსის განმავლობაში ნასწავლი თითოეული ნაბიჯი.

ზუსტად ის მივიღე, რაც მინდოდა - ამ საქმიანობის პროცესის თანმიმდევრობაში ჩავიხედე და მაქსიმალური ინფორმაცია მივიღე არსბული ეტაპებისა და ტექნიკების შესახებ. ამასთან, მქონდა საშუალება ამ სფეროში რეალურად მომუშავე ადამიანებთან კომუნიკაციისა, რომლებსაც ყოველდღიური საქმიანობის დეტალების შესახებ უამრავ შეკითხვას ვუსვამდი. Commschool-ში მოსვლას სხვებსაც ნამდვილად ვურჩევდი, რადგან აქ ძალიან ორგანიზებულად და პროფესიონალურად უდგებიან საქმეს.

თუ შენც გხიბლავს იდეა, რომ UX Research & Design-ის სამყაროში შეაბიჯებ, პროფესიონალთა გარემოცვაში დააგროვებ საჭირო უნარებს და ამ ყველაფრის ბოლოს რაღაც განსაკუთრებულსაც შექმნი, გირჩევ, არ დააყოვნო – შემოგვიერთდი პროგრამაზე, რეგისტრაცია უკვე შეგიძლია. ქვემოთ ბმულს გიტოვებ, აბა, წარმატებები!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება