მარიამ ახალაძის ფინალური პროექტი - UX Research & Design-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

„ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო Commschool-ში მოსვლა"

Commschool-ში UX Research & Design-ის კურსდამთავრებულები კურსის ბოლოს ფინალურ პროექტს აგებენ. განსხვავებით სხვა კურსებისგან, სადაც ფინალური ნაშრომი მართლაც რომ კურსის ფინიშთან იგება, აქ ყველაფერი ცოტა არ იყოს, სხვაგვარადაა.

კურსდამთავრებულები ფინალურ პროექტზე მუშაობას ჯერ კიდევ პირველი ლექციიდან იწყებენ, სადაც სასურველი თემატიკის არჩევის შემდეგ, ნაშრომს 12 სალექციო კვირის განმავლობაში აწყობენ. თითოეული ლექციის შემდეგ მათ პრაქტიკული დავალებები ეძლევათ, რომელიც საბოლოოდ პროექტს უკავშირდება.

ამრიგად, კურსი მაქსიმალურად დატვირთულია პრაქტიკით. ფაქტობრივად, 3 თვის განმავლობაში კურსის მონაწილეები ლექტორთან კონსულტაციის პარალელურად უწყვეტად მუშაობენ ფინალურ ნაშრომზე, რომელიც საბოლოოდ დახვეწილი და კომპლექსურია იმდენად, რომ მისი ჩვენება თავისუფლადაა შესაძლებელი დამსაქმებლისთვის.

მარიამ ახალაძეც ჩვენი ერთ-ერთი კურსდამთავრებულია. წლების განმავლობაში ციფრულ პროექტებზე მუშაობისას გადაწყვიტა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაეფართოვებინა და სიღრმისეულად შეესწავლა UX&UI დიზაინი.

„როდესაც გადავწყვიტე ამ კურსის შესწავლა, ბევრი ალერნატივა იყო, თუმცა საბოლოოდ როდესაც სილაბუსს გადავხედე და ლექტორების გამოცდილებამაც საკმაოდ დამაინტერესა, გადავწყვიტე, რომ Commschool-ში ამეღო კურსი.“

და მან პირველივე კვირას აირჩია, შეემუშავებინა აპლიკაცია წიგნის მოყვარულთათვის.

ინსპირაცია მიიღო მეგობრისგან, რომელიც ერთ-ერთი წიგნის ბეჭდურ ვერსიას ეძებდა შესაძენად, მაგრამ ვერაფერს გახდა. სწორედ ამიტომ, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ სურდა ამ წიგნის თხოვება, თუკი ვინმეს ექნებოდა..

„იქიდან გამომდინარე, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე მეც არაერთხელ დავმდგარვარ, გადავწყვიტე, რომ მემუშავა აპლიაკაციაზე, რომელიც მომხმარებელს მისცემდა შესაძლებელობას, საკუთარი თავისთვის, ან პირიქით - სხვისთვის, ეთხოვებინა სასურველი წიგნების ბეჭდური ვერსიები.“

და არა მხოლოდ. აპლიკაციას სხვა მიზნებიც აქვს, მაგალითად:

„...გარდა ამისა, დამატებით მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებოდათ შეექმნათ წასაკითხი წიგნების სია, ჩართულიყვნენ სხვადასხვა გამოწვევაში და შეექმნათ საკუთარი თავისთვისაც სხვადასხვა ჩელენჯი.“

მას ასეთი ტიპის პროექტზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია და სწორედ ამიტომ ფინალური პროექტის აწყობის პროცესი მისთვის არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული, რასაც საბოლოოდ საინტერესოდ აფასებს.

„მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც არაერთ პროექტზე მიმუავია, როგორც UX დიზაინერმა პირველად ვიმუშავე ამ ტიპის პროექტზე და საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო. პროექტზე მუშაობის დროს აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ არასწორად მესმოდა, ბევრი რამ რეალურად არ იყო ისე, როგორც მე წარმომედგინა და რეალურად დავინახე რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კვლევას პროექტის წარმატებისთვის.“

სწორ ხედვას, რაც, მისივე თქმით, მარიამს ჩამოუყალიბდა, თან ახლდა სწავლის პროცესში სწორად შერჩეული გარემო და საკუთარი საქმის პროფესიონალი პირების ჩართულობა. დასაწყისში გითხარი, რომ ჩვენთან კურსი ძირითადად პრაქტიკულ ხაზს მიყვება, რაც ახალი მასალისა და უნარების ათვისებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

რაც შეეხება თავად კურსს, შევეცდები, რაც შეიძლება ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდო მასზე. ზოგადად, ხომ იცი, UX დიზაინი დროსთან ერთად სულ უფრო მზარდი და მოთხოვნადი მიმართულება ხდება. მაგალითად, საქართველოში UX დიზაინერების საშუალო ხელფასი 2600 ლარს შეადგენს.

ჩვენი კურსი განკუთვნილია ყველა დამწყები UX/UI დიზაინერებისთვის; ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ციფრული პროდუქტის შექმნაში. 

იგი დაფუძნებულია  მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის (HCD), კერძოდ, კი დიზაინერული აზროვნების პროცესზე (Framework-ზე) და იძლევა ცოდნას ყველა იმ მეთოდზე, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნაში გამოიყენება.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

„Commschool-ში იღებ მაქსიმალურ ცოდნას და, რაც ყველაზე მთავარია, ინფორმაცია, რომელსაც გაწვდიან ლექტორები, მხოლოდ და მხოლოდ თეორია არ არის - თვითონ ხედავ პრაქტიკაში რა, როგორ მუშაობს. ამას დამატებული თვითონ ლექტორების გამცდილებაც ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.“

ალბათ, გაინტერესებს, რა პერსპექტივა არსებობს კურსის დასასრულს დასაქმებისა და კარიერული განვითარების კუთხით, რაზეც Commschool-ში პასუხი ყოველთვის გექნება.

თუ არ იცი, გეტყვი, რომ ჩვენთან Alumni Club მოქმედებს. ეს არის კლუბი, რომელშიც ჩვენი ნებისმიერი კურსის გავლის შემდეგ ავტომატურად ჩაირიცხები. იგი დაგეხმარება შენთვის მისაღები, საინტერესო ვაკანსიის მოძებნაში, ასევე შეგიქმნის სტაჟირების გავლის შესაძლებლობას ჩვენს პარტნიორ კომპანიებში.

„მთელი კურსის ფარგლებში ყველა აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში.
სტუდენტებზე მაქსიმალურად ორიენტირებულები იყვნენ. უმნიშვნელო პრობლემები, რაც კი გვქონდა სტუდენტებს, მომენტალურად გვარდებოდა. უკუკავშირი სწრაფი და ხარისხიანი იყო.“

 

თუ კი თავადაც ხარ დაინტერესებული Commschool-ში UX Research & Design-ის გავლით, აი, ბმულს დაგიტოვებ.

შემოგვიერთდი!

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება