Angular-ის კურსდამთავრებულის, ანა როგავას ფინალური პროექტი

blog-detail-img

ფინალურ პროექტზე მუშაობა ის გამოწვევა იყო, რომლის შედეგადაც პროგრამირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა გამოვიმუშავე - Breaking Problems Into Smaller Pieces.

ზოგჯერ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება მუშაობის ყველაზე რთული და ამავდროულად, ყველაზე საინტერესო ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს. ეს ჩვენი კურსდამთავრებულის, ანა როგავას სიტყვებია. ანა, რომელმაც Angular-ის კურსი წარმატებით დაასრულა, ყველაზე დიდი ენთუზიაზმით ფინალური პროექტის შექმნის პროცესს იხსენებს. თუ არ იცი, ეს რას ნიშნავს, შეგახსენებ, რომ ფინალური პროექტი Commschool-ის თითქმის ყველა სტუდენტისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, როგორც კარიერული, ასევე პიროვნული განვითარების ჭრილში. ეს გამოცდილება გაძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკაში გამოავლინო შენი უნარები და მოემზადო სამომავლო გამოწვევებისთვის.

Angular-ის კურსის შემთხვევაში, სტუდენტი თავად ირჩევს სასურველ თემატიკას (მაგალითად, ფილმების, მუსიკის, წიგნების, კურსების ან ნებისმიერი სასურველი თემატიკის კატალოგს) და აკეთებს აპლიკაციას Angular framework-ის დახმარებით ქართულ და ინგლისურ ენებზე. ანა საკუთარ შთაგონებაზეც საუბრობს:

დავალება Art ნამუშევრების კატალოგის შექმნა იყო. ინსპირაცია კი პარდოს მუზეუმიდან ავიღე. კატალოგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოძებნოს სასურველი ნამუშევარი, შეინახოს თავის გალერეაში და შეაფასოს იგი. ყველაზე მეტად სწორედ ამ პროექტზე მუშაობის პროცესი მომეწონა, რადგან ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი სქილი შევიძინე

Previous slide
Next slide

ალბათ, შენც დაგაინტერესდა, რა არის Angular და რატომაა დღეს იგი პოპულარული არჩევანი. იგი 2016 წელს შეიქმნა Google-ის მიერ და მისი გაუმჯობესება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. Angular Framework შესაძლებელს ხდის TypeScript-Based Responsive Single-Page აპლიკაციების (SPA) აწყობას, სწორედ ამიტომ, იგი საოცრად მოთხოვნადია თანამედროვე ბაზარზე (N3 Front-end framework github-ის გამოკითხვის მიხედვით). კითხვაზე, რატომ Angular, ანა პასუხის საკუთარ ვერსიას გვთავაზობს:

Angular-ის შესწავლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ის არის ძალიან საინტერესო, პერსპექტიული, მოთხოვნადი, პოპულარული. ის არის მოქნილი, რაც ამარტივებს ვებ აპლიკაციის შექმნის პროცესს.

როგორც თავად გვითხრა, წარსულში დაგროვებული უარყოფითი გამოცდილების გამო, ამ სფეროს შესასწავლად შესაფერის აკადემიას დიდი დაკვირვებითა და სიფრთხილით ეძებდა. შემდეგ კი, ონლაინ სივრცეში Commschool-ს წააწყდა:

მეგობრის რეკომენდაციით დავესწარი ქომსქულის ლაივს სოციალურ ქსელში, ლაივში შეხვედრის შემდეგ კი დავრწმუნდი: ეს სწორედ ის კურსი იყო, რომელიც მჭირდებოდა.

და, აი ასე, ანა ჩვენთან აღმოჩნდა. თუ ეს სფერო გაინტერესებს, შენც შეგიძლია მის ნაბიჯებს მიჰყვე. Angular-ის კურსი განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვინც უკვე რაღაც დონეზე შეისწავლა HTML, CSS და JavaScript, და უნდა კონკრეტულად Angular Framework-ით გააგრძელოს Front-End Development-ის შესწავლა. ასევე დეველოპერებისთვის, ვინც სხვა ტექნოლოგიებზე მუშაობს და აინტერესებთ Angular.

პროგრამის განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება Angular-ის მთავარი კონცეფციების ღრმად შესწავლაზე. დიდი დრო დაეთმობა TypeScript-ის და RxJS-ის სიღრმისეულ გარჩევას და ჩვენებას, თუ რატომ არის ღირებული ტიპიზაცია (TS) და რეაქტიული პარადიგმა (RxJS). მისი დასრულების შემდეგ შეგეძლება:

ანა ამბობს, რომ საბოლოოდ კურსი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა: იგი დატვირთული იყო როგორც თეორიული, ასვეე პრაქტიკული დავალებებით. ყველაზე მეტად კი სწავლის პროცესიდან გამოარჩევდა ლექტორისგან მიღებულ ცოდნას, კონკრეტულად, Best-practice მაგალითებს, რის შედეგადაც საფინალო ნაშრომზე მუშაობისას ძალიან ბევრი დროის დაზოგვა მოახერხა. მისი თქმით, როგორც ახალბედას ამ სფეროში, ეს გამოცდილება განსაკუთრებით გამოადგა კარიერულ განვითარებაში:

იქიდან გამომდინარე, რომ დამწყები დეველოპერი ვარ, კურსზე მიღებული ცოდნა ჩემთვის წარმატების გარანტია გახდა. კურსის დამთავრებიდან მალევე მივიღე რამდენიმე შემოთავაზება, საბოლოოდ კი არჩევანის წინაშე დავდექი. ყველაზე დადებითი კი ის არის, რომ კურსზე მიღებული ცოდნით მარტივად შევასრულე შერჩევის ეტაპისთვის მოცემული დავალებები.

ამასთან ერთად, ანა ადმინისტრაციისა და სტუდენტების  ურთიერთობის შესახებაც გვიყვება. ჩვენი გუნდის ჩართულობის ხარისხს შემდეგნაირად აფასებს:

სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად ადევნებდა თვალს კურსის მიმდინარეობას, გვეკითეხოდა თუ რამდენად კმაყოფილები ვიყავით და ერთგვარ ფიდბექს იღებდა ჩვენგან, რამაც კიდევ უფრო დადებითად განმაწყო ქომსქულის მიმართ. რაც შეეხება ლექტორს, იგი ძალისხმევას არ იშურებდა, რათა ჩვენთვის ამომწურავი ინფორმაცია მოეწოდებინა, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მისგან რაც შეიძლება მეტი გვესწავლა ამ 2 თვის განმავლობაში.

Commschool-ის გუნდი სტუდენტების სამომავლო განვითარებაზე ზრუნვას არც კურსის დამთავრების შემდეგ წყვეტს. ჩვენთან ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელშიც კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება ნებისმიერი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, სტაჟირებებსა და კონსულტაციებს ისეთი პარტნიორი კომპანიებიდან, როგორიცაა Sweeft Digital, Omedia და სხვა.  

ქომსქული არის ადგილი, სადაც შეგიძლია შენი უნარები მაქსიმუმამდე გაზარდო; ადგილი, რომელიც ზღვა შესაძლებლობებს გაძლევს.

შემოგვიერთდი პროგრამაზე!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება