თამთა ბლაგიძის ფინალური პროექტი - UX Research & Design-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

UX Research & Design-ის შესწავლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ პროექტის მსვლელობას მომხმარებლის კუთხითაც დავაკვირდე, დავინახო სუსტი და ძლიერი მხარეები, შევაფასო და გავაანალიზო ესა თუ ის თასქი პროცესების გამარტივებისა და საუკეთესო შედეგების მიღების მიზნით.

Commschool-ში UX Research & Design-ის კურსზე თუ მოხვდები, ბევრ საინტერესო აღმოჩენას გააკეთებ. ერთ-ერთი მათგანია ფინალური პროექტი. პირველივე ლექციის შემდეგ, საშუალება გექნება, აირჩიო შენთვის საინტერესო თემატიკა და კურსის მსვლელობისას იგი ფინალურ პროექტად გარდაქმნა. ეს გამოცდილება კი როგორც პიროვნულ, ასევე სამომავლო კარიერულ წინსვლაში ძალიან დაგეხმარება. მაგრამ მხოლოდ მე ნუ დამიჯერებ, იმ ადამიანის სიტყვას ენდე, რომელმაც ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა: დღევანდელ ბლოგში ამ თემაზე ჩვენი კურსდამთავრებული, თამთა ბლაგიძე გვესაუბრება. 

თამთა უკვე რამდენიმე წელია IT Program Manager-ის პოზიციაზე მუშაობს და როგორც თქვა, მუდმივად ცდილობს აღნიშნული სფეროს ირგვლივ ცოდნა გაიღრმავოს და უნარები განავითაროს. იგი ყვება, თუ რატომ აირჩია UX Research & Design.

რატომ UX Research & Design-ის კურსი?

ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თამთასთვის მომდევნო ნაბიჯი Commschool-ში შემოერთება აღმოჩნდა:

ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი კურსი ვნახე, თუმცა ქომსქულის მიერ შემოთავაზებული ვერსია ნამდვილად საუკეთესო იყო. პირველ რიგში, ძალიან აკადემიურად ჩამოყალიბებულმა სილაბუსმა მომხიბლა, შემდგომ გამოცდილ მეგობრებსაც დავეკითხე რჩევა და აი, ასე აღმოვჩნდი თქვენთან.

თამთა კურსის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და უნარებზეც საუბრობს. მისი თქმით, გასული სამი თვე საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი გამოდგა. დაგროვებული თეორია და პრაქტიკა როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე ცხოვრებისეულ ასპექტშიც ეხმარება:

განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ კურსზე მიღებული ცოდნა, არა მხოლოდ გარკვეულ პროექტებზე მუშაობის პროცესში, არამედ ყოველდღიურ საქმიანობაში გამომადგება. მეტიც, საქმიანობის გარდა ადამიანების შესწავლისა და დაკვირვების დროს ბევრ ნიუანსს გავიხსენებ კურსიდან. უფრო კონკრეტულად გამოვყოფდი რისერჩის ნაწილს - კვლევის მეთოდების დეტალური გაცნობა და ინტერვიუების ნაწილი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.

ამ საუბარში, იქნებ შენც დაგაინტერესა UX Research & Design-ის კურსმა და საერთოდაც, ამ სფერომ? საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ციფრულმა პროდუქტებმა ბევრი ყოველდღიური საქმე ჩაანაცვლა, გაჩნდა საჭიროება, რომ ეს პროდუქტები მაქსიმალურად მორგებული იყოს ადამიანების მოთხოვნებს და შესაძლებლობებს. პროდუქტებიდან მიღებული გამოცდილება (UX) ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია წარმატებისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ სფეროში კომპეტენტური კადრის ყოლა.

სწორედ ამიტომ, Commschool-ში მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა საჭირო ცოდნითა და უნარით მოგამარაგოთ. ჩვენი პროგრამა დაფუძნებულია მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის (HCD), კერძოდ, კი დიზაინერული აზროვნების პროცესზე (Framework-ზე) და იძლევა ცოდნას ყველა იმ მეთოდზე, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნაში გამოიყენება.

UX კვლევა და დიზაინი: პროგრამის შესახებ

კურსი გათვლილია დამწყები UX დიზაინერებისთვის, UI დიზაინერებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ციფრული პროდუქტის შექმნაში (პროდუქტის ოუნერები, პროექტის მენეჯერები და ა.შ.). მისი გავლის შემდეგ შეგეძლება:

და რა თქმა უნდა, კიდევ ერთი რამ: საკუთარი ფინალური პროექტის ამაყი მფლობელი იქნები! თამთა აღნიშნავს, რატომ იყო ეს პროცესი მისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ღირებული:

პროექტზე მუშაობა ორმაგად საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან ეს არ იყო უბრალოდ „რაღაც მოვიფიქრო ფინალური პროექტისთვის“. ეს არის იდეა, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვამუშავებდი, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც კონკრეტული საქმიანობის განვითარებასა და რაც მთავარია გამარტივებას ემსახურება. შესაბამისად, ჩემი გულწრფელი და ძალიან დიდი სურვილია ეს პროექტი იქცეს რეალობად. აქამდე თუ პროექტი მხოლოდ ჩემს გონებაში იყო წარმოდგენილი, კურსის საშუალებით უკვე ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგი, რომ უფრო რეალურად დამენახა სრული სურათი, შემეფასებინა ძლიერი და სუსტი მხარეები, ჩემს ახლადმიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით კი ახალი შემართებით ვაგრძელებ იდეის დამუშავებას.

მიუხედავად იმისა, რომ თამთას საქმიანობა  IT პროგრამების მენეჯერობას მოიცავს და კონკრეტულად UX Research & Design-ის პოზიციაზე მუშაობა არც აქვს გათვლილი, მისთვის ეს გამოცდილება უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. როგორც ამბობს, ერთ რამეში დარწმუნებულია: იმ მიზნებისთვის, რატომაც გადაწყვიტა ამ საქმიანობის შესწავლა, კურსზე მიღებული ცოდნა კარიერულ განვითარებაში ძალიან დაეხმარება. სხვებს კი ურჩევს, არ დააყოვნონ ჩვენთან შემოერთება…

რეკომენდაციები:

დიდი სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას Commschool-ს მათთან, ვისაც UX Research & Design-ის შესწავლის სურვილი აქვს, ან უბრალოდ ჩემი კოლეგები არიან და ისინიც ჩემსავით ფიქრობენ, რომ ეს მიმართულება ყოველდღიურ საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.

მის ენთუზიაზმს მრავალი მიზეზი აქვს, თუმცა, როგორც ამბობს, Commschool-ის ადმინისტრაციის მხრიდან პროცესში ჩართულობამ და მხარდაჭერამ უდიდესი როლი ითამაშა:

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუდმივად ვგრძნობდი ყურადღებას ადმინისტრაციის მხრიდან. დაწყების ეტაპიდან დასრულებამდე ყოველთვის მქონდა შეგრძნება იმისა, რომ არ ვარ ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი, რომელიც უბრალოდ კურსს გაივლის და წავა. მსგავსი ტიპის დამოკიდებულება განსაკუთრებით მახარებს.

მართლაც, ჩვენთან თანამშრომლობა მხოლოდ კურსით არ შემოიფარგლება. თუ არ იცი, გეტყვი, რომ Commschool-ში მოქმედებს Alumni Club. ეს არის კლუბი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებული ავტომატურად ხვდება Commschool-ის ნებისმიერი კურსის გავლის შემდეგ. იგი ეხმარება კურსდამთავრებულებს მათთვის მისაღები და საინტერესო ვაკანსიის მოძებნაში, ასევე უქმნის სტაჟირების გავლის შესაძლებლობებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიაში.

თუ ეს ყველაფერი შენთვის საინტერესოდ ჟღერს, მაშინ, ქვემოთ ბმულს გიტოვებ. აბა შენ იცი, შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება