გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის, თამარ ჯეჯელავას ფინალური პროექტი

blog-detail-img

ბლოგის დასაწყისი დაეთმობა ლაღიძის წყლებს – გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის ფინალური პროექტის თემას.

და მეც ვციტირებ:

„ჩემი ფინალური პროექტისთვის ავირჩიე ლაღიძის წყლები. რედიზაინის კუთხით ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ ლაღიძის წყლები არის ალბათ ყველასთვის, დიდისთვის თუ პატარისთვის, საყვარელი ბრენდი და ბავშვობის ტკბილ მოგონებებთან ასოცირებული.“

ალბათ, ახლა ასე თუ ისე გაირკვა, რატომ შეიძლება Commschool-ის ვებ-გვერდზე ბლოგი ლაღიძის წყლებზე იწერებოდეს. ეს არის გრაფიკული დიზაინის კურსის ფარგლებში შესრულებული ინდივიდუალური პროექტის იდეა, რომელიც თამარ ჯეჯელავას ეკუთვნის.

მოკლედ გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ: პროგრამა განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვისაც გრაფიკული დიზაინის შესწავლა სულ, სულ თავიდან, ნულიდან სურთ.  

ამასთან, კურსის გასავლელად არაა აუცილებელი გქონდეს შემოქმედებითი უნარები, როგორიცაა ხატვა, ხაზვა, ფოტოგრაფია და სხვა.

გრაფიკული დიზაინის კუსის დასრულების შემდეგ კი, შეძლებ:

  • Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ში რასტრულ და ვექტორულ დიზაინზე მუშაობას
  • დიზაინის ტექნიკურად, სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვას
  • ბრენდისთვის ვიზუალის შექმნას
  • ბრიფის ანალიზსა და მუდბორდების შექმნას
  • ლოგოს სკეჩებისა და დრაფტ ვერსიების გაკეთებას
  • სხვადასხვა მედია არხისთვის ვიზუალის მორგებას
  • დიზაინ-პროექტების სწორად დაგეგმვას

კურსის ბენეფიტები მხოლოდ ახალი უნარების გამომუშავებაზე არ სრულდება. Commschool-ში მოქმედი Alumni Club ყოველ კურსდამთავრებულს ეხმარება დასაქმებასა და პარტნიორ კომპანიებში სტაჟირების გავლაში.

და კიდევ ცოტა რამ ფინალურ პროექტზე:

გრაფიკული დიზაინის კურსის ბოლოს კურსდამთავრებულები ფინალურ პროექტად აკეთებენ რომელიმე ქართული ბრენდის რედიზაინს, მუშაობენ Photoshop/Illustrator-ში და კურსზე მიღებულ გამოცდილებას საბოლოოდ ერთ ნაშრომში კრავენ.

თამარმა კი, როგორც უკვე გავარკვიეთ, ლაღიძის წყლებზე ააგო საკუთარი ფინალური ნაშრომი, რაც მისთვის დასაწყისშივე დიდი გამოწვევა იყო.

„ბრენდი თავის მხრივ არის ისტორიის მატარებელი და ჩემთვის ეს ერთგვარი გამოწვევა იყო, რომ ჩემეული ვერსია ყოფილიყო თანამედროვე და ამოვდროულად არ დამეკარგა ბრენდთან ასოცირებული ემოციები. ასევე, ხაზი გამესვა ამ ბრენდის სიძველისთვის ახლებური ელემენტებით."

თუმცა, მუშაობით და შედეგით კმაყოფილია. ამბობს, რომ პროცესი ძალიან საინტერესო იყო.

„ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებდა დროის ფაქტორიც, ერთი სიტყვით, პროცესი თითქმის არაფრით არ განსხვავდებოდა რეალურ პროექტზე მუშაობისგან, რამაც, ვფიქრობ, დიდი გამოცდილება მომცა.“

ფინალურ პროექტზე მუშაობისას მას სჭირდებოდა მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის ერთი საკითხის ირგვლივ თავმოყრა, რამაც, მისი შეფასებათ, იგი კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასწია.

„ტექნიკურად შეიძლება ყველაფერი გესმოდეს, მაგრამ რთულია პრაქტიკასა და რეალობაში ამ ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება, რაც რეალურად გავაკეთეთ ფინალურ პროექტზე მუშაობისას.“

თამარის თქმით, პროქტის სრულყოფილად შესრულებისთვის აუცილებელია დროის მენეჯმენტი, რაც მოიაზრებს…

„განსაზღვრო თასქები, შეადგინო სამოქმედო გეგმა, გაითვალისწინო სხვა ფაქტორები და ამ ყველაფრისთვის დრო სწორად გადაანაწილო.“

რაც შეეხება გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს, თამარი ამბობს: „კურსი ძალიან მომეწონა!“

ყველაზე მეტად მისთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მასალის ახსნა და გააზრება არ ხდებოდა მშრალად. ყურადღება არა მხოლოდ ტექნიკურ, არამედ სხვა ისეთ საკითხებსაც ექცეოდა, როგორიცაა დროის მენეჯმენტი, პროექტის სწორედ დაგეგმვა, დაბრკოლებების ამოცნობა და გადაჭრის გზების მოძიება.

„ტექნიკური ნაწილის ათვისების დროს ხშირად განვიხილავდით ერთი და იმავე შედეგის მისაღებად ალტერნატიულ ვარიანტებს და მათ დადებით და უარყოფით მხარეებს კონკრეტულ სიტუაციებთან მიმართებით. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ფორმით მიღებული ინფორმაცია და ცოდნაა ის, რაც მუდმივად გაგვყვება."

როგორც იგი აღნიშნავს, კურსისა და მისი ლექტორის დახმარებით მას ჩამოუყალიბდა გრაფიკული დიზანერის პროფესიისთვის საჭირო ფიქრისა და აზროვნების უნარები.

სწორედ ამიტომ, Commschool-ში ჩაბარებას ურჩევს ყველას!

„ბევრი სხვა კურსი გამივლია და რითაც გამოვარჩევდი Commschool-ს არის ის, რომ მასალის და ინფორმაციის მიწოდება ხდება სიღრმისეულად და არა ზედაპირულად, რაც მაღალ ხარისხზე მიუთითებს. ეს კურსი მოგცემთ იმას, რასაც ვერ მოძებნით Google-სა და YouTube-ში.“

დასასრულისთვის გამოყო კურსის შიგნით შექმნილი კეთილგანწყობილი გარემო და ის შესაძლებლობები, რაც კურსდამთავრებულებს უქმნის საშუალებას მუშაობისას საკუთარი მაქსიმუმი გამოიყენონ.

კურსზე ხელახალი ჩარიცხვის პროცესი დაიწყო, ამიტომ თუ მასზე დარეგისტრირებას გადაწყვეტ, იჩქარე. ადგილები ლიმიტირებულია.

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება