"ფინალურმა პროექტმა დამარწმუნა, რომ ვიპოვე საქმე, რომელიც ჩემია" - ელენე გოგშელიძე

blog-detail-img

წარმოიდგინე, შენი ინსპირაცია ძველი, გაფუჭებული ქურა რომ გამხდარიყო… 

არ ვიცი, რამდენად მარტივად წარმოიდგენ, თუმცაღა ელენე გოგშელიძის შემთხვევაში სწორედ ამ ნივთით დაიწყო კრეატიული მოვლენათა ჯაჭვი, რომელსაც ბოლომდე 
გაყვა

მე კი ამ ბლოგში სწორედ ამ „ბოლო“-ზე მოგიყვები, რომელიც 
Content Management-ის კურსის ფარგლებში ფინალურ ნაშრომს წარმოადგენს.

აქვე, მოკლე ინკურსი: Content Management არის Commschool-ის პროგრამა, რომელიც ეძებს, აღმოაჩენს და უნარების უკეთ განვითარებაში ეხმარება ამჟამინდელ ან მომავალ შემოქმედებს.

მისი გავლის შემდეგ, შეძლებ:

  • განსაზღვრო რა დროს, როგორი კონტენტია საჭირო შენი აუდიტორიისთვის
  • დაგეგმო და აღასრულო კონტენტ კამპანია დამოუკიდებლად და ჩაშალო სხვადასხვა სოციალურ მედია არხში
  • დამოუკიდებლად შექმნა ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალა ბრენდისთვის – გაიაზრო ყოველ ნაბიჯზე რა სჭირდება შენს კონკრეტულ საქმეს

კურსის ბოლოს  სტუდენტები ასრულებენ ფინალურ ნაშრომს, რომელიც საშუალებას აძლევს გამოავლინონ საკუთარი ფანტაზია და კრეატიული იდეები რეალობად აქციონ.

ელენე გოგშელიძემ კი დავალებას წარმატებით გაართვა თავი. ის კი არა, მისი თქმით,
იდეა მასთან თავისით მივიდა, პირდაპირ სახლში და პირდაპირ მამის ხელიდან, ძველი, გაფუჭებული ქურის სახით, რომელსაც გადაგდებას უპირებდნენ. 

სევდიან, არავისთვის საჭირო ქურას ელენემ მარტივად მოუძებნა ახალი ცხოვრება: დედასთან ერთად შეღება, ორნამენტები მიახატა და მისგან ვინტაჟური ნივთი მიიღო. ქურა ბედნიერია და მასთან ერთად იდეაც კრეტიული.

ელენემ გადაწყვიტა ძველი, მოწყენილი ნივთებისთვის ახალი ვიზუალი მიეცა, გაელამაზებინა და ლამაზ, ვინტაჟურ პროდუქტად ექცია. 

„მაშ, იდეა მქონდა, აი სახელის მოფიქრება კი ნამდვილად გამიჭირდა, გადავხედე მითოლოგიურ პერსონაჟებს, ბერძნულ ფილოსოფიას, ზოგის ჟღერადობა არ მომწონდა, ზოგის არსი, საბოლოოდ კი, ლექსიკონში მივაგენი ულამაზეს სიტყვას - რარიტეტს, რომელის ნიშნავს, დაძველებულ და იშვიათ ნივთს.“

ამგვარად დაიბადა რარიტეტი, რომელზე მუშაობის პროცესზეც იგი ყვება: 

„პირველად ცხოვრებაში ვმუშაობდი და სიამოვნებას ვიღებდი, მიკვირდა, თავისით რომ მომდიოდა იდეები, ქუჩაში რომ დავდიოდი, ჩემთვის პატარ-პატარა copy-ს ვიგონებდი. ზუსტად ფინალურმა პროექტმა დამარწმუნა, რომ ვიპოვე საქმე, რომელიც ჩემია.“

 ქუჩაში ხელოვნების ძიების თავგადასავლები არა მხოლოდ ფინალურ ნაშრომზე მუშაობის პერიოდში, არამედ კურსის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა:

„კურსის შემდეგ, ქუჩაში დანახულ უმნიშვნელო რეკლამებსაც კი ვუღრმავდები, ვფიქრობ, მე როგორ გავაკეთებდი იმავე ვიზუალს, რას დავამატებდი , ან მოვაკლებდი.“

ელენე Commchool-ის დამსახურებას „უდიდეს“-ად აფასებს და ამბობს, რომ სწორედ მისი წყალობით შეძლო სრული თავისუფლება მიეცა საკუთარი ფანტაზიისთვის.

გამოყო
კურსის ლექტორიც, რომელიც მისი თქმით, მუდამ მზად იყო სტუდენტებამდე სიღრმისეურად მიეტანა ინფრომაციის ყოველი დეტალი.

„ამ ყველაფრის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ნებისმიერს ვურჩევდი და უკვე დიდი ხანია ვურჩევ Commschool-ში სწავლას, რადგან ეს არის ადგილი, სადაც შენ ნამდვილად იპოვი შენს თავს.“ 

თუ შენც გაინტერესებს, როგორ შეიძლება მოძებნო საკუთარი თავი Commschool-ში, ნუღარ დააყოვნებ, შემოგვიერთდი.

აი, აქვე ბმულიც: 

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება