Content Management-ის კურსდამთავრებულის ფინალური პროექტი - სალომე დუმბაძე

blog-detail-img

ვინტაჟური ტანისამოსის ბრენდზე მოგიყვები, რომელსაც Dumbass-ს (!) დაარქვეს. 

ალბათ, ბლოგის ამგვარი დასაწყისი ცოტა გეუცნაურა, და იცი?

„ეგ არის, ჩემი მიზანიც მიღწეულია, დაგაფიქრეთ, რას შეუძლება აკეთებდეს ბრენდი, რომლის სახელიც არის Dumbass”

ამგვარად გვაცნობს სალომე დუმბაძე, Content Management-ის კურსდამთავრებული, საკუთარი ფინალურ პროექტს. სწორედ ამ თემას დაეთმობა ბლოგი, სადაც სალომეს გამოცდილებებზე, შთაბეჭდილებებსა და, რაც მთავარია, Dumbass-ზე მოგიყვები.

ვფიქრობ, სიტყვა ‘უცნაური’ უნდა შეიცვალოს ‘გასაოცარი’-თ, რადგან როდესაც ინსპირაციას სტერეოტიპებსა და დამცინავ სიტყვებში ხედავ, შემდეგ იგი ზედაპირზე ამოგაქვს და მისგან კრეატიულ, ლამაზ პროდუქტს ქმნი, გაკვირვებაზე მეტად აღფრთოვანებას იმსახურებს.

სალომე ის ადამიანი იყო, ვისაც ყოველთვის აწუხებდა საზოგადოების მხრიდან „უგემოვნოდ“ ჩაცმული ადამიანების განსჯა-გაკრიტიკებისა და მათზე დაცინვის ტენდენცია. არ მოსწონდა, როდესაც „გემოვნებიანად“ ჩაცმას მატერიალური შესაძლებლობების ქონა-არ ქონას მიაწერდნენ და მეორადი სამოსის ტარებას სამარცხვინოდ თვლიდნენ. პროექტი Dumbass კი სწორედ იმას ებრძვის, რაც სალომეს არ მოსწონს.

იგი მიზნად ისახავს მეორადი ტანსაცმელი გახდეს საზოგადოებისათვის ნორმალიზებული ჩაცმის სტილი. ამასთან, ყველა ინდივიდს, ვისაც კი სურვილი აქვს კარგად გამოიყურებოდეს, საშუალებას აძლევს ჩაიცვას ბიუჯეტურად და აღარ გახდეს განსჯის ობიექტი.

ყველაფერი კი ერთ დიდ კონტენტში!

„დღეს კონტენტს აბსოლუტურად სხვაგვარად აღვიქვამ, როგორც უფრო ღრმა, დიდი შინაარსის და დატვირთვის მქონე პროფესიას.“

სალომე ფინალურ პროექტზე მუშაობის გამოცდილებას დაუვიწყარს არქმევს, სიამოვნებით რომ გაიმეორებდა, ისეთს. შემდეგ კი უშუალოდ სწავლის პროცესზე გვიყვება:

„ყველაზე კარგი/სწორი გადმოცემა ამ ყველაფრისა იქნება თუ ვიტყვი, რომ დამწყები კონტენტ კრეატორობიდან თვე ნახევრის განმავლობაში პრაქტიკული მუშაობის გამო, გავხდი კარგი გამცოდილების მქონე კონტენტ კრეატორი, რომელსაც კარგად შეუძლია განვლილი კურსის და ლექტორის წყალობით სარეკლამო ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების/ფაქტების გააზრებისა და აღქმის საშუალებით, შექმნას კონტენტ კამპანია, რომელიც ყველაზე გიჟურ და არა რეალურ იდეასაც კი რეალობად აქცევს.“

კურსი და ლექტორები? რომელი კურსი და ლექტორები?

Commschool-ის Content Management-ის კურსი განკუთვნილია ყველა მომავალი თუ უკვე მყოფი შემოქმედისთვის.

მისი გავლის შემდეგ, შენც სალომეს მსგავსად, შეძლებ:

  • განსაზღვრო რა დროს, როგორი კონტენტია საჭირო შენი აუდიტორიისთვის
  • დაგეგმო და აღასრულო კონტენტ კამპანია დამოუკიდებლად და ჩაშალო სხვადასხვა მედია არხში
  • დამოუკიდებლად შექმნა ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალა ბრენდისთვის – გაიაზრო ყოველ ნაბიჯზე რა სჭირდება შენს კონკრეტულ საქმეს

სალომე კი, მეტსაც გეტყვის:

„ეს ის კურსია, რომლისგანაც შეუძლებელია რაიმე ერთი გამოარჩიო და იმ ერთს პრიორიტეტი მიანიჭო, რადგან ვფიქრობ თვითონ კურსი და ამ კურსზე სწავლა არის გამორჩეულობა და პრიორიტეტულობა!“

კითხვაზე პასუხს, ურჩევდა თუ არა ის სხვებსაც ჩვენთან ჩაბარებას, ის იწყებს სიტყვით „უდავოდ“ და ჩვენ, Commschool-ში ვფიქრობთ, რომ ‘ეგ არის, მიზანი მიღწეულია!’

„უდავოდ ვურჩევდი ყველას გაიარონ ეს კურსი თუ სურთ დაინახონ, რეალურად რას გულისხმობს კონტენტი, როგორია სწორი კონტენტი და რატომ არის საჭირო კონტენტის მენეჯმენტი!”

 

ისღა დამრჩა, რომ თუკი ჩვენი კურსით დაინტერესდი, გიტოვებ ბმულს, სადაც მასზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებ. უფრო, უფრო მეტად დაინტერესების შემთხვევაში, კი ამავე ბმულიდან შეძლებ კურსზე ჩარიცხვასაც. 

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება