N1 მობაილ ფრეიმვორკი - რა, როგორ და რატომ Flutter?

blog-detail-img

flutterკითხვით დავიწყებ: გაქვს გამოცდილება რომელიმე პროგრამირების ენასთან, როგორიცაა Java, C++, C#, Javascript, ან გესმის OOP კონცეფციების მნიშვნელობა, როგორიცაა კლასები, ობიექტები, მეთოდები, მემკვიდრეობითობა, აბსტრაქცია და ა.შ., ან გქონია შეხება ისეთი მობაილ დეველოპმენტის ფრეიმვორქთან, როგორიც არის Android, IOS, React Native, Xamarin ან სხვა?

თუ შენი პასუხი დადებითია, მაშინ იქნებ, იმაზეც გიფიქრია, რა ისწავლო შემდეგში, როგორ განვითარდე და კიდევ სად გამოიყენო საკუთარი უნარები? თუ, აქაც მომყვები, მაშინ ისევ გკითხავ – რას ფიქრობ Flutter-ზე?

თუ პირველად გესმის, ან არც თუ ისე დიდ ინფორმაციას ფლობ მასზე, მაშინ აგიხსნი – ეს არის ფრეიმვორკი, რომელიც გეხმარება შექმნა აპლიკაციები სხვადასხვა პლატფორმისთვის (Android, IOS და სხვა) მხოლოდ და მხოლოდ ერთი კოდით. თუ არ მენდობი, დაგუგლე. სხვათაშორის, Flutter-იც Google-ს მიერ შემუშავებული ფრეიმვორქია და სულ რაღაც ოთხი წლის არის. 

აბა, რას იტყვი? ვიდრე ამჯერადაც „ჰო“ ან „არა“-ზე შევჯერდებოდეთ, დაგისახელებ სხვა მიზეზებსაც, თუ რატომ შეიძლება დაინტერესდე Flutter-ით.

მოქნილია

იცი, რა არის Flutter-ის Biggest Flex? Flutter Cross-Platform ფრეიმვორკია, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი საშუალებით შეგიძლია Dart პროგრამირების ენის გამოყენებით აპლიკაცია სხვადასხვა პლატფორმისთვის შექმნა. FreeCodeCamp-ის 2020 წლის სტატიის მიხედვით, Flutter-ი შედარებით სხვა პროგრამირების ენებთან, მეტად განახლებული და გამარტივებულია.

მოთხოვნადია

2021 წლის Statista-ს დეველოპერული კვლევების მონაცემებით, სულ რაღაც ოთხ წელიწადში, გლობალური დეველოპერების 42%-მა გამოიყენა Flutter-ი, რაც მას აქცევს წლის ყველაზე ხშირად გამოყენებად მობილურ ფრეიმვორქად გლობალური მასშტაბით. მას იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Google, Ebay, Alibaba, BMW, EMAAR და სხვა.

მაღალანაზღაურებადია

თანამედროვე მსოფლიოში Flutter დეველოპერების საშუალო ანაზღაურება 50-დან 100 დოლარამდეა საათში. ამ მიმართულებით მუშაობა კი remote შეგიძლია, რაც საშუალებას მოგცემს სხვადასხვა ფრილანს პროექტი აიღო და გამოცდილება დააგროვო.

Linkedin-ის კვლევის მიხედვით, Flutter N1 Software უნარია, რასაც დეველოპერები სწავლობენ, Flutter კი მხოლოდ 4 წელია რაც ბაზარზე არსებობს

პერსპექტიულია

Flutter-ს ისწავლი ჩვენთანაც, Commschool-ში. კურსს გაუძღვება ნატალი ალიბეგაშვილი, რომელსაც პროგრამირების სფეროში 5-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი იკავებდა Unity, Software Engineer და Front-End დეველოპერის პოზიციებს. უთანამშრომლია სხვადასხვა ქართულ თუ საერთაშორისო კომპანიასა და სტარტაპთან, როგორიცაა Liberty Bank, Sparklab, Bonsters, Lomsa, VOIDA international და სხვა.

ნატალი ალიბეგაშვილს Flutter-ის გამოყენებით შექმნილი აქვს 7-ზე მეტი აპლიკაცია და ამჟამად Flutter Developer-ის პოზიციას იკავებს Sociosoftware-ში.

პროგრამა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკითაა დატვირთული – იმუშავებ სხვადასხვა დავალებასა და პროექტზე, რაც ცოდნის გამოცდილებად გარდაქმნაში დაგეხმარება. ასევე, პროგრამის განმავლობაში მიიღებ კონსულტაციებსა და რჩევებს კარიერული დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით, რასაც ქვემოთაც უფრო დეტალურად აგიხსნი.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ:

  • Dart პროგრამირების ენაზე კოდის დამოუკიდებლად წერას;
  • შექმნა საშუალო ზომის აპლიკაცია Flutter framework-ის გამოყენებით;
  • სწორი მიდგომებისა და პრაქტიკების ეფექტურად გამოყენებას რეალურ სამუშაო გარემოში.
 

კარიერული განვითარების კუთხით Commschool-ში მოქმედებს Alumni Club, რომელშიც კურსის წარმატებით დამთავრებისთანავე ავტომატურად ჩაირიცხები. იგი უზრუნველყოფს შენს მხარდაჭერას სამომავლო კარიერის განვითარებაში, დაგეხმარება მიიღო ექსკლუზიური სამუშაო შესაძლებლობები და გაიარო სტაჟირება პარტნიორ კომპანიებში.

დასაწყისშივე მიგანიშნე და აქაც შეგახსენებ კურსის წინაპირობებს. იგი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც ჰქონიათ გამოცდილება რომელიმე ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირების ენაში, როგორიცაა Java, C++, C#, Javascript, ესმით ან უმუშავიათ რომელიმე დეველოპმენტის ფრეიმვორკთან, როგორიც არის Android, IOS ან React Native, Xamarin ან სხვა.

ამიტომ, თუ დაინტერესდი და ფიქრობ – რატომაც, არა? ნუღარ დააყოვნებ, ადგილები ლიმიტირებულია.

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება