ნატა ნოზაძის ფინალური პროექტი - UX Research & Design-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

Commschool-ის UX Research & Design-ის კურსის განმავლობაში სტუდენტები კვლევის ჩატარებიდან პროტოტიპის შექმნა-გატესტვის ჩათვლით, მთელ UX პროცესს ნაბიჯ-ბანიჯ გადიან. კურსის ბოლოს ისინი ქმნიან ფინალურ პროექტს, რომელიც მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანასა და რეალური ამოცანების გადაჭრას ემსახურება.

ამ ბლოგში UX-ის კურსდამთავებულის, ნატა ნოზაძის ფინალურ ნაშრომს გაგაცნობთ, რომელმაც სამოგზაურო აპლიკაციის პროტოტიპი შექმნა.

პროტოტიპი:

თუმცა მანამდე, შენთვის ერთ-ერთი  საინტერესო ნაწილი, ალბათ, კურსის შემდგომ შენი კარიერული პოტენციალია და ჩვენც ამით დავიწყებთ. Alumni Club-ის შესახებ, შესაძლოა, უკვე გსმენია კიდეც. მასში ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულები ავტომატურად ირიცხებიან, ეს კი მათ Commschool-ის ისეთი პარტნიორი კომპანიების ვაკანსიაზე აძლევთ ექსკლუზიურ წვდომას, როგორიც Adjarabet, Redberry, JWT Metro, Space, GPI Holding, ლიბერთი ბანკი და ა.შ. არიან. კლუბში რომ მოხვდე, საკმარისია Commschool-ის ნებისმიერი კურსი წარმატებით დაამთავრო. ამდენად, UX-ის კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შენც ამ კლუბის წევრი გახდები ისევე, როგორც ნატა. ახლა დროა, სწორედ ნატას ნაშრომი გაგიზიაროთ.

UX-ის სტუდენტებს ფინალური პროექტისთვის შეთავაზებული ალტერნატივების გარდა, თავისუფალი თემის აღების საშუალებაც აქვთ. ნატამ სწორედ ეს გააკეთა და გადაწყვიტა, მის ფარგლებში სამოგზაურო აპლიკაციაზე ემუშავა:

არჩევანი “თავისუფალ თემაზე” შევაჩერე და ვიმუშავე სამოგზაურო აპლიკაციის კვლევასა და დიზაინზე. ეს იდეა UX-ის კურსამდეც მქონდა და გადავწყვიტე, რომ Commschool მშვენიერი ადგილი იყო მიზნის განსახორციელებლად"

კვლევის მეთოდი:

ნატას მიზანი საქართველოს საკურორტო-საფეხმავლო ზონების შესახებ ტურისტულად საინტერესო დეტალების ერთ აპლიკაციაში თავმოყრა და მომხმარებელზე ორიენტირებული ტურის შედგენა იყო:

“უფრო კონკრეტულად, ჩემი საფინალო აპლიკაცია ეხება ტურიზმს საქართველოში. აპლიკაცია მომხმარებელს მისი ინტერესების შესაბამისად უგეგმავს ტურს. საქართველოს საფეხმავლო ადგილების შესახებ ხშირად რთულია ინფორმაციის მოძიება, ამ აპლიკაციის მეშვეობით კი მინდოდა ყველა ასეთი დეტალი ცნობილი გამხდარიყო.”

ერთ-ერთი პერსონა:

თუმცა ასეთი დეტალების იდენტიფიცირებისთვის, პირველ რიგში, მას კვლევა უნდა ჩაეტარებინა. ნატას თქმით, UX კვლევის პროცესი მთელი ფინალური პროექტის გამორჩეულად საინტერესო ნაწილი აღმოჩნდა:

“პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, განსაკუთრებით უშუალოდ ინტერვიუს პროცესით მოვიხიბლე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი კვლევის თემა მოგზაურობა იყო, რესპონდენტები ხალისით მიყვებოდნენ თავიანთ ცუდ და კარგ გამოცდილებებს”

პროტოტიპი:

 

ნატას თქმით, კურსისა და ფინალური პროექტის დახმარებით მან მომხმარებლის საჭიროებების ობიექტურად შეფასებისა და აღმოჩენის უნარები შეიძინა:

”დიზაინერისთვის ძალიან მარტივია, მიჰყვეს საკუთარ შეხედულებს და გადაავიწყდეს მთავარი აუდიტორია – მომხმარებელები. ჩემთვის ეს კურსი ზუსტად იმ გზაზე დამაბრუნებელი იყო, სადაც ჩემს სუბიექტურ აზრს ბევრად ნაკლები მნიშნელობა აქვს, ვიდრე მათ აზრს, ვისთვისაც პროდუქტს ვქმნი.”

პროტოტიპი:

ამდენად, მან სწორედ თავისი კვლევის შედეგებზე დაყრდობით შეიმუშავა პროტოტიპი, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა სამომხმარებლო საჭიროებებზე მიმართული:

“მომხმარებლების იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რომლებიც კვლევამ გამოავლინა, ვიმუშავე პროტორიპზე, რამაც გააღრმავა ჩემი ცოდნა და აღქმა იმისა, თუ რეალურად რა სურთ მათ, რაზე ღირს დროის ხარჯვა და რაზე – არა.”

რეკომენდაცია:

ნატას შეფასებით, ფინალური პროექტის სპეციფიკა მას მთელი კურსის განმავლობაში შეძენილი ცოდნის თავმოყრასა და ერთიან გააზრებაში მიეხმარა:

”ყველაზე მეტად კურსის პრაქტიკულობა მომეწონა. ლექციებზე მოსმენილი ყოველი ინფორმაცია გამოვიყენე და გავიაზრე საფინალო პროექტზე მუშაობისას. ასეთი პრაქტიკული დავალება ძალიან გამომადგა იმ ცოდნის შესაკრებად, რაც მეგონა, რომ აქა-იქ მეფანტებოდა ლექციების შემდგომ”

ამ ყველაფრის ფონზე, ნატა Commschool-ის UX-ის კურსს რეკომენდაციას უწევს:

“კურსს სხვებსაც აუცილებლად ვურჩევდი. ყველა ჩამოთვლილ მიზეზთან ერთად, მომწონდა, როცა ჩემგან კურსის შეფასება აინტერესებდათ – კურსის განვითარების მოტივაციას ვგრძნობდი “

ნატას გამოცდილებამ თუ შენც გაგიჩინა UX-ის მიმართ ინტერესი, მაშინ მოკლედ კურსის შესახებაც გეტყვით. კურსი 24 სამსაათიან ლექციას აერთიანებს და მისი გავლის შემდეგ შენ შეძლებ, დამოუკიდებლად ჩაატარო კვლევა, მიღებული ინსაითების გათვალისწინებით შეიმუშავო პროდუქტის კონცეფცია და დიზაინი, საბოლოოდ კი კონცეფცია პროტოტიპად აქციო და მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული პროდუქტიც შექმნა.

თუკი შენ UI ან დამწყები UX დიზაინერი ხარ, ანდა უშუალოდ მონაწილეობ ციფრული პროდუქტის შექმნაში (product owner ან product manager ხარ), მაშინ წინაპირობებს აკმაყოფილებ და რეგისტრაციაც თავისუფლად შეგიძლია.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება