"დიზაინი დაშლილი ფაზლივით იყო, რის განხორციელებასა და სწორი მიმართულების მიცემაში Commschool დამეხმარა" - ტატა მჭედლიშვილის ფინალური პროექტი

blog-detail-img

შენი ცოდნის რეალიზებაში ხშირად, შესაძლოა, ერთადერთი რამ გიშლიდეს ხელს – ამ ცოდნის არასაკმარისი ორგანიზებულობა. საკმარისია მისი დალაგება და სრული სურათის დანახვა შეძლო, რომ გარდატეხაც სახეზე იქნება. ტატა მჭედლიშვილისთვის, რომელმაც Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი დაამთავრა, კურსმა სწორედ ეს როლი შეასრულა:

“აქამდე ჩემი ცოდნა თითქოს დაშლილი ფაზლივით იყო. მის აწყობასა და მისთვის სწორი მიმართულების მიცემაში დიდი წვლილი Commschool-მა შეიტანა.”

ტატამ შეძენილი უნარების პროფესიული გამოყენება კურსის განმავლობაშივე დაიწყო, ამ პროცესში კი ლექტორის თანადგომა არ აკლდა:

“კურსის განმავლობაში პარალელურად რამოდენიმე კერძო პროექტზეც ვიმუშავე, რომლებზეც კონსულტაციას ლექტორთან გავდიოდი და კარგი შედეგიც მივიღე.”

თუმცა Commschool თავის სტუდენტების კარიერულ წარმატებას სხვაგვარადაც, Alumni Club-ის დახმარებით უწყობს ხელს. ვიდრე ტატას ფინალურ ნაშრომს გაგიზირებდეთ, რამდენიმე სიტყვას სწორედ მის შესახებ გეტყვით. 

Alumni Club-ში Commschool-ის ყველა წარმატებული კურსდამთავრებული ავტომატურად წევრიანდება. კლუბის წევრების უპირატესობა კი ისაა, რომ ისინი წვდომას ჩვენი პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე იღებენ; ამ კომპანიებს შორის შენ ისეთებს წააწყდები, როგორიც, მაგალითად Holmes & Watson, Adjarabet, Redberry თუ JWT Metro არიან. იმისთვის რომ კლუბს შენც შეუერთდე, საკმარისია, Commschool-ის ნებისმიერი კურსი წარმატებით დაამთავრო – მათ, შორის, გრაფიკული დიზაინის კურსიც. გაეცანი ბარბარე რუხაძის ბლოგს იმ გზის შესახებ, რომელიც გრაფიკული დიზაინის კურსიდან JWT METRO-ში გაიარა.

ტატამ ფინალურ ნაშრომად კაფე “ორნამენტ ექსპრესის” ლოგოს რედიზაინი შეასრულა:

Before&After

ტატას დიზაინთან შეხება აქამდეც ჰქონია, თუმცა Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის იმგვარი ცოდნა, რომელიც მას ამოცანების უფრო მარტივად გადაჭრაში დაეხმარებოდა, Commschool-ში შეიძინა: 

“კურსამდე რამდენიმე პროექტზე მიმუშავია, მაგრამ ძირითადად ხელით ვხატავდი, რაც ძალიან დიდ დროს მართმევდა. არ მეგონა, ასე მარტივად თუ შეიძლებოდა ამ ყველაფრის გადაწყვეტა, რაც უდაოდ ლექტორის - ვანოს დამსახურებაა.”

ტატა იმ ატმოსფეროსაც უსვამს ხაზს, რაც Commschool-ში დახვდა:

აღსანიშნავია ის მეგობრული და ყურადღებიანი გარემო, რაც Commschool-ში აღმოჩნდა.

საბოლოოდ კი, როგორც ტატა ამბობს, ის უკვე მზად არის, სხვებსაც თამამად ურჩიოს Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი:

Commschool-ში მეც სხვების რჩევით მოვხვდი და ახლა თავად შემიძლია, თამამად ვურჩიო ყველას, ვისაც უნდა, რომ შეისწავლოს გრაფიკული დიზაინი.

Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსის გასავლელად არავითარი წინასწარი ცოდნა არ არის აუცილებელი. კურსი მოგცემს Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის ტექნიკურ ცოდნას და ბევრად მეტსაც: შენ შეძლებ დიზაინის სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვასა და ბრენდინგის პრინციპების დაცვით ვიზუალის შექმნას. ასევე, შეიძენ კლიენტთან ურთიერთობის, ბრიფის ანალიზისა და დიზაინ-პროექტის დაგეგმვის უნარებსაც. ამ ყველაფრისთვის კი მხოლოდ 14 სამსაათიანი ლექცია დაგჭირდება.

ტატას კურსი არსებული ცოდნის დალაგებასა და პროფესიაში რეალიზებაში დაეხმარა. თუ ორთვიანი ინტენსიური შრომისთვის მზად ხარ და თან ყველაფრის ნულიდან შესწავლისა და კარიერული წინსვლა გინდა, გრაფიკული დიზაინის კურსზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლია.

ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება