Content Management-ის კურსიდან TBC Insurance-ში - გვანცა გელოვანის კარიერული განვითარება

blog-detail-img

გვანცა გელოვანი Content Management-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც კურსის დასრულების შემდეგ ლექტორის რეკომენდაციით კონტენტ მენეჯერის პოზიცია “თიბისი დაზღვევაში” დაიკავა. 

გვანცა თავის კარიერულ განვითარებაზე გვიყვება:

Content Management-ის კურსის დასრულების შემდგომ მალევე მივიღე რამდენიმე შემოთავაზება ძალიან კარგი კომპანიებისგან, საბოლოოდ კი არჩევანი შევაჩერე “თიბისი დაზღვევაზე”, რომელმაც ჩემთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. ახლა უკვე “თიბისი დაზღვევაში” ვმუშაობ კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე ძალიან კარგ გუნდთან ერთად.

აქვე გეტყვი, რომ Commschool-ში ნებისმიერი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კარიერულ მხარდაჭერას იღებ. ჩვენი პარტნიორი კომპანიები, Redberry, JWT METRO, HOLMES&WATSON და სხვა, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს გაძლევენ. გაეცანი ანანო ჭელიძის ბლოგს, რომელიც Content Management-ის კურსის დასრულებისთანავე Redberry-ს გუნდს შეუერთდა.

Commschool-ის ამ კურსით ბევრი რამ ვისწავლე, ასევე ჩემი ცოდნა და შესაძლებლობებიც გამოვავლინე, რაც დამეხმარა საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში და ახალი სამსახურის პოვნაში.

ლექციის მიმდინარეობის დროს ჩანიშნულ აპლიკაციებს, პატარა ხრიკებს, თუ სხვადასხვა საინტერესო კამპანიებს მუდამ თავიდან ვავლებ თვალს და მუშაობის პროცესში ხშირად ვიყენებ. ამ კურსმა დამანახა მრავალფეროვანი შესაძლებლობები კონტენტის შექმნის და გამოყენების” – ამბობს გვანცა

გვანცასთვის კურსზე მიღებული გამოცდილება ღირებული აღმოჩნდა, მიიღო ახალი ცოდნა/გამოცდილება და უნარებიც განივითარა:

“კურსისა და საოცარი ლექტორის, ლიანას დახმარებით, შემიძლია სრულყოფილი კამპანიის დაგეგმვა პრობლემის პოვნიდან მის ამოხსნამდე და ასევე მისი განხორციელებაც, რადგან კურსმა საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასების საშუალება მომცა”

გვანცა დეტალურად მოგვიყვება ფინალური პროექტის შესახებ, რომელიც თავისი მცირე ბიზნესისთვის გააკეთა:

“ფინალური პროექტისთვის ავირჩიე ჩემი მცირე ბიზნესი „ლივლივი“, რომელიც ქმნის აბრერშუმის თავსაბურავებს მრავალფეროვანი პრინტებით და ასევე მომავალში სხვა უამრავი პროდუქტის დამატებას აპირებს. “ლივლივის” ფერადმა, ქართული უძველესი ორნამენტებით მოხატულმა თავსაბურავებმა, კონტენტის მხრივ საინტერესო გაშლის საშუალება მომცა – ამ კამპანიის რეალურად განხორციელებას აუცილებლად ვაპირებ და უკვე ვგეგმავ. საბოლოო ჯამში, გამართული და სრულყოფილი კამპანიის შექმნა და აღსრულება თუ მოვახერხე, ეს მთლიანად Commschool-ის, ლექტორის და იმ სტუდენტების დამსახურება იქნება, რომლებიც არასდროს იშურებდნენ რჩევებს.

როგორც გვანცა ამბობს, ბრენდმა თავისი გზა აბრეშუმით დაიწყო და ახლა მიდის სხვა მრავალფეროვნებისკენ, ამიტომ მან კამპანიის მთავარ იდეად აქცია – “აბრეშუმის გზა, ანუ გზა მრავალფეროვნებისკენ“:

“კამპანიის მიზანია საქართველოში მცხოვრები ადამიანების ცნობიერების ამაღლება და მათთვის ქართული კულტურის სხვა კუთხით ჩვენება. ჩვენი კულტურული თუ ეთნიკური მრავალფეროვნების დადებითი მხარეების წარმოჩენა. ასევე ეთნიკური უმცირესობების თემის წინ წამოწევა და მათი როლის ჩვენება ქართული კულტურის განვითარებაში”.

გვანცას მოლოდინები გაუმართლდა და Content Management-ის კურსისგან მიღებული გამოცდილებითა და ხელმძღვანელის ყურადღებიანობით ძალიან კმაყოფილია:

“არ ველოდი ასეთ პროფესიონალ, მეგობრულ და დაუზარელ ლექტორს, რომელმაც ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. კურსს მთლიანობაში ეტყობოდა, მის უკან რამხელა შრომა და სიყვარული იდგა. მრავალფეროვანი ინტერესების მქონე ჯგუფელების გამოცდილების გაზიარებამ კი ერთიორად გაზარდა კურსისგან მიღებული სარგებელი”.

გვანცასთვის “ქომსქულელობა” წარმატებასთან და პროფესიონალიზმთან ასოცირდება, ამიტომ უყოყმანოდ ურჩევს ყველა მსურველს აქ ჩაბარებას:

“აუცილებლად ვურჩევ ყველა ჩემს მეგობარს Commschool-ს და მეც ვაპირებ კიდევ სხვა კურსის გავლას. დასრულების დღიდან ლექტორი და სკოლა გვიგზავნის უამრავ ვაკანსიას და გვიწევენ რეკომენდაციებს, რაც ძალიან სასიამოვნოა.

რომ არა Commschool, ამდენ კარგ შემოთავაზებას ვერ მივიღებდი.
ქომსქულელობა შესაძლებლობაა საკუთარი იდეების და უნარების გამოსავლენად, რასაც შენი ლექტორი აუცილებლად შეამჩნევს და სათანადოდ დაგიფასებს.

იყო „ქომსქულელი“ ჩემთვის ნიშნავს, იყო წარმატებული, შენი საქმის პროფესიონალი, იცნობდე უამრავ საინტერესო ადამიანს და მუდამ გრძნობდე მხარდაჭერას სკოლისგან. წარმატებული „ქომსქულელობა“ ყველა კარს გაგიღებს!”
.

Commschool-ში Content Management-ის კურსის გავლა 14 ლექციაშია შესაძლებელი, კურსის ბოლოს კი გეცოდინება, თუ როგორ დაგეგმო და აღასრულო კონტენტ კამპანია დამოუკიდებლად, როგორ ჩაშალო კონტენტ კამპანია სხვადასხვა მედია არხებში, როგორ შექმნა ბლოგი დამოუკიდებლად ან ფოტო და ვიდეომასალა ბრენდისთვის, როგორ დაგეგმო გადაღება დამოუკიდებლად, განსაზღვრო, როგორ ეურთიერთო შენს აუდიტორიას, როგორ იმუშაო სწრაფად და ეფექტიანად და ა.შ.

Commschool-ში ყველა კურსდამთავრებულისთვის ფუნქციონირებს Alumni Club, რომლის ფარგლებშიც ისინი სკოლის პარტნიორი კომპანიებისგან – Holmes & Watson, Adjarabet, Redberry, JWT Metro – იღებენ ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, სტაჟირებებსა და კონსულტაციებს. აქვე, შეგიძლია გაეცნო ერთ-ერთი Content Management-ის კურსდამთავრებულის, ანანო ჭელიძის, კარიერული განვითარების გზასრომელიც კურსის დასრულებისთანავე “Redberry”-ის გუნდს შეუერთდა.

ასე რომ, თუ შენც გაინტერესებს Content Management და გინდა, გვანცას მსგავსად შეძლო კონტენტის შექმნა, ამისთვის მხოლოდ შენი მოტივაციაც საკმარისია. შეგიძლია ახლავე გაიარო კურსზე რეგისტრაცია და შენც გახდე წარმატებული “ქომსქულელი”!


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება