Content Management-ის კურსიდან Redberry-ში - ანანო ჭელიძის კარიერული განვითარების გზა

blog-detail-img

Comschool აქტიურად ეხმარება თავის კურსდამთავრებულებს მათთვის საინტერესო ვაკანსიების მოძიებაში” – ანანო ჭელიძე Commschool-ის Content Management-ის კურსდამთავრებულია, რომელიც კურსდამთავრებულთა კლუბის ფარგლებში, Redberry-ის გუნდს შეუერთდა. ამ ბლოგში სწორედ ანანოს კარიერული წინსვლის შესახებ ისტორიას გაგიზიარებთ.

კურსდამთავრებულთა კლუბი თავის წევრებს შესაძლებლობას აძლევს,  მიიღონ ექსკლუზიური სამუშაო შეთავაზებები, სტაჟირების შესაძლებლობები და კონსულტაციები Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან. ეს პარტნიორი კომპანიებია: Holmes & Watson, Adjarabet, Adjara Sport, Redberry, JWT Metro ა.შ. 

ანანოს, რომელიც “Redberry”-ის გუნდს შეუერთდა, Commschool-ში მიღებული გამოცდილებით, მუშაობის პროცესში გზის გაკვალვაც გაუმარტივდა:

“უკვე ერთი თვეა, რაც სააგენტოში ვმუშაობ და ჩემი ყოველდღიური თასქების შესრულებისას, Content Management-ის კურსზე მიღებული ინფორმაციები ძალიან მეხმარება”.

ანანომ Commschool მეგობრების რეკომენდაციით აღმოაჩინა და Content Management-ის კურსი ონლაინ გაიარა, რომელსაც “Redberry”-ის კონტენტ დირექტორი – ლიანა მეტრეველი უძღვებოდა. 

“კურსის მსვლელობისას, ლექტორის მიერ მოცემული ჯგუფური დავალებები და რეალური პროექტების განხილვა, Content Creator-ის პრაქტიკულ საქმიანობაში უკეთ ჩახედვის შესაძლებლობას გვაძლევდა. ინტერაქციით დატვირთული სალექციო საათები მხიარულად და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კურსი ონლაინ იყო, არაფრის დანაკლისი არ მიგრძვნია”.


ანანო Commschool-ში მიღებული შედეგებით კმაყოფილია და რეკომენდაციას უწევს მას:

“ვფიქრობ, რომ ვისაც თავის სფეროში ცოდნის გაღრმავება უნდა ან ახალი პროფესიის შესწავლას გეგმავს, “თბილისის კომუნიკაციის სკოლა” იდეალური ადგილია ამ ნაბიჯების გადასადგმელად”.

თუ შენც დაინტერესდი Commschool-ში Content Management-ის კურსით, იცოდე, რომ სულ 16 ლექციაში ანუ 2 თვის განმავლობაში მიღებული ცოდნით, სკოლისგან დასაქმების რეალური შესაძლებლობები მოგეცემა. ასე რომ, შეგიძლია შემოგვიერთდე!


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება