თორნიკე გორდეზიანის ფინალური პროექტი - Motion Design-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

Commschool-ის Motion დიზაინის კურსდამთავრებულებს შორის ერთ-ერთი თორნიკე გორდეზიანია, რომელმაც რეალური ბრიფების მიხედვით, ფინალურ პროექტად After Effects-ში 30 წამიანი Explainer ვიდეო შექმნა.

თორნიკემ შეთავაზებული ორი კომპანიიდან “newstyle” შეარჩია. 
კურსის დაწყებამდე Motion Design-ის სფეროში ცოდნა არ ჰქონია და ფიქრობს, რომ ანიმაციებზე მუშაობა საინტერესო გამოცდილება იყო:

"აქამდე მსგავსი არაფერი გამიკეთებია და ცხადია, საინტერესო იყო თავისი შინაარსითაც, დატვირთულიბითაც და ტექნიკური კუთხითაც. საშინაო დავალებებში მხოლოდ რამდენიმეწამიან მარტივ ანიმაციებს ვქმნიდით. ამჯერად, ნახევარწუთიანი, სრული სარეკლამო რგოლი უნდა აგვეწყო, რაც რეალურად აჯამებდა მანამდე განვლილ საკითხებს"

აქვე თორნიკეს პროექტიც იხილე, რომელზეც Commschool-თან თანამშრომლობით იმუშავა:

თოკო კმაყოფილია, რომ Commschool-ის შემდეგ, სფეროში უფრო მეტად გაცნობიერებული და პროდუქტიული გახდა:

"სქილების მხრივ, ნამდვილად კარგი პრაქტიკა გვქონდა. ფაქტობრივად, ერთ ჩვეულებრივ პროექტზე ვიმუშავეთ და რასაც აქამდე ტელევიზორში ან ინტერნეტსივრცეში ვუყურებდი, თავად გავხდი მისი ავტორი"

ჩემი აზრით, ფინალური ნაშრომი ზუსტად ის იყო, რისი გაკეთებაც რეალურ დამკვეთთან შეიძლება დაგვჭირვებოდა და უკვე შევიქმენით წარმოდგენა, რა ტიპის თასქებს ან სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ სამომავლოდ. შესაბამისად, მხოლოდ ლექციებს შორის შესრულებული პატარ-პატარა დავალებების გამოცდილებით არ ვამთავრებთ სწავლას

თოკოს თქმით, საბოლოოდ, კურსისგან ზუსტად ის მიიღო, რისთვისაც მოვიდა Commschool-ში:

კურსმა სრულიად გამიმართლა იმედები. ლექციებმა საკმარისად მოიცვა ყველა ის საკითხი, რაც სატელევიზიო ან სარეკლამო ვიდეო რგოლებში შეიძლება დაგვჭირდეს და დამკვეთის მოთხოვნებთან გამკლავება შევძლოთ.

თოკომ ჩვენთან გრაფიკული დიზაინის კურსიც გაიარა და შემდეგ Motion-ის შესწავლა გააგრძელა ამიტომ, თავისი პოზიტიური გამოცდილებებით  მსურველებს ურჩევს, რომ ჩააბარონ Commschool-ში:

დიდი სიხარულით შემიძლია ვთქვა, რომ Commschool ჩემთვის პირველი სასწავლებელია, რომელმაც რეალური ყურადღება გამოიჩინა სტუდენტების მიმართ, როგორც სწავლის პროცესში, ისე მას შემდეგ და ცხადია, ყველას ვურჩევ "გაქომსქუმელდეს", ვინც აქ არსებული რომელიმე კურსითაა დაინტერესებული. ჩემთვის ეს პროგრამა უკვე მეორეა და მადლობა შესაძლებლობებისთვის

Motion Design: კურსის შესახებ

თუკი უკვე ფიქრობ Commschool-ში Motion Design-ის შესწავლაზე, ნამდვილად არ ინანებ, რადგან სწავლების პროცესი პრაქტიკულ სამუშაოებზეა დაფუძნებული, სკოლის პროფესიონალი გუნდი კი მაქსიმალურად გეხმარება, რომ ხარისხიანი შედეგი დადო უმოკლეს დროში, რაც მოიცავს სულ 16 ლექციას, ანუ ჯამში 48 საათს.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

ასევე, კიდევ ერთი სასიამოვნო პირობა Commschool-ისგან ისაა, რომ ყოველი წარმატებული კურსდამთავრებულისთვის ფუნქციონირებს Alumni Club, რომლის წევრებსაც სკოლა კარიერულ წინსვლაში ხელს უწყობს. ეს გულისხმობს, როგორც Commschool-ის პარტნიორ კომპანიებში ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, ისე გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს. 

ასე რომ, თუ Motion Design-ის სფეროს შესასწავლად მზად ხარ და  დიზაინის სფეროშიც გამოცდილება გაქვს, შემოგვიერთდი.


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება