ვაჟა დავითულიანის კარიერული განვითარების ისტორია - UX Research & Design-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

რაღაც ახლის დაწყებისას პირველი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება რთული იყოს, ასეთ დროს კი სხვების გამოცდილება და წარმატების ამბავი შეიძლება, ინსპირაციად გექცეს და გადაწყვეტილების მიღებაც გაგიადვილოს – ამ ბლოგში Commschool-ის UX research & design-ის კურსდამთავრებულის, ვაჟა დავითულიანის, კარიერული განვითარების შესახებ მოგიყვებით.

ვაჟამ UX-ის სამთვიანი, ინტენსიური კურსის განმავლობაში კვლევით დაწყებული, პროტოტიპის შექმნითა და გატესტვით დამთავრებული მთელი UX პროცესი გაიარა. შედეგად, მისივე თქმით, კურსის დასრულებისას, გარდა იმისა, რომ უკვე ახლებური ხედვა ჰქონდა, მისი ცოდნაც ბევრად კონცენტრირებული და მკაფიო იყო:

ეს კურსი დამეხმარა ქაოტური ცოდნის დალაგებაში, თან მივხვდი რომ გარკვეული მეთოდები რომელსაც ადრე სკეპტიკურად ვუყურებდი, მართლაც მუშაობს.

კურსის განმავლობაში ვაჟა დამოუკიდებლად მუშაობდა ერთ-ერთ პროექტზე და მისი თქმით, სწავლის პროცესში მიღებულ ცოდნას ამ მუშაობის პროცესში იყენებდა:

კურსის პარალელურად ერთ-ერთ სტარტაპზე ვმუშაობდი და მიღებული ინფორმაცია ძალიან მეხმარებოდა კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაში.”

ვაჟა ამ ეტაპზე ერთ-ერთი უცხოური კომპანიასთან თანამშრომლობს და მუშაობს პროექტებზე, რომლის მიზანი Microsoft teams-ის გაუმჯობესებაა:

ამჟამად ვმუშაობ გერმანულ კომპანიაში, რომელიც Microsoft-თვის ქმნის აპლიკაციებს და უკვე არსებული აპლიკაციების გაუმჯობესებაზე ზრუნავს; უფრო კონკრეტულად, ვმუშაობ ორ პროექტზე, ორივე მათგანი Microsoft teams-ის ადმინისტრირების გაუმჯობესებას ემსახურება.”

ვაჟას თქმით, Commschool ის ადგილია, რომელმაც მის კარიერულ წინსვლას ხელი შეუწყო და, ცოდნის მიღებასთან ერთად, სასარგებლო კავშირების დამყარებაშიც დაეხმარა:

Commschool ცოდნასთან ერთად კარიერული წინსვლის შესაძლებლობასაც გაძლევს; ამასთან, გეძლევა ახალი კავშირების გაბმისა და სხვა პროფესიონალების გაცნობის შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

UX-ის სამთვიანი კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა და უნარები ვაჟამ კარიერული წინსვლისთვის გამოიყენა. UX-ის განახლებული კურსის ფარგლებში კი, რომელიც უკვე 24 სამსაათიან ლექციას აერთიანებს, შენც მოგცემს იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც კარიერულ განვითარებაში დაგეხმარება.

ისიც არ დაგავიწყდეს, რომ Commschool-ის კურსის წარმატებით დამთავრებით ავტომატურად გახდები კურსდამთავრებულთა კლუბის ნაწილიც, რაც ჩვენი პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე მოგცემს ექსკლუზიურ წვდომას, ეს კი კარიერული კუთხით ახალ შესაძლებლობებს მოგცემს.

კურსის გასავლელად საკმარისია, UI ან დამწყები UX დიზაინერი იყო, ანდა უშუალოდ ციფრული პროდუქტის შექმნაში მონაწილეობდე. შემოგვიერთდი.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება